დავით სერგეენკო - გაცემულია რეკომენდაცია, რომ ორსულს არ გაუმხილონ ბავშვის სქესი
და ეს ძალიან კარგია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. დავით სერგეენკო სელექციური აბორტების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეკომენდებულია, სქესის არ გამხელა ორსულთათვის, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე.
"რაც შეეხება ე.წ. სელექციურ აბორტებს, ირიბი მაჩვენებლებით ხდება დათვლა - დემოგრაფიულად რამდენი უნდა ყოფილიყო თანაფარდობა ქალსა და ვაჟს შორის, თუმცა ეს არის ირიბი ინდიკატორი, მხოლოდ ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ არის რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით, ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.