რომელი ხაჭოა უკეთესი ბავშვისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ხაჭოა უკეთესი ბავშვისთვის

დაბალი ცხიმიანობის ხაჭო ჯობს. არსებობს დაბალცხიმიანი, მაგრამ მშრალი და უფრო მაგარი კონსისტენციის ხაჭოც, რომელიც, მიუხედავად დაბალი კალორიულობისა (100 გ-ზე - 86 კკალ), სწრაფად ჰგვრის დანაყრების შეგრძნებას. კალორიულობით 100 გ ასეთი ხაჭო შეესატყვისება ერთ პატარა ნაჭერ (35გ) ქათმის ხორცს.

გასრესილი, უფრო თხელი ხაჭო ადვილად მოსანელებელია, არ აღიზინებს კუჭსა და ნაწლავებს. იგი შეიძლება ჩავრთოთ სამკურნალო დიეტაში გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ მხრივ არაჟნის კონსისტენციის ქარხნული წესით მომზადებული სხვადასხვა ცხიმიანობის (0,2-დან 5,5%-მდე) ხაჭო.

უცხიმო და ნაკლებადცხიმიანი რძის პროდუქტებიდან კალციუმი უფრო იოლად და სრულფასოვნად აითვისება. 50 გრამ ხაჭოსაც კი შეუძლია დააკმაყოფილოს 1 წლის ბავშვის დღიური მოთხოვნილება კალციუმზე. ნორმალური წონის ბავშვებისთვის მისაღებია 9-11%-იანი ცხიმიანობის ხაჭო, უფრო მეტი ცხიმიანობისა კი ძალიან გამხდარი ბავშვებისთვისაც არ არის დასაშვები.

წლინახევრიდან ბავშვს მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ მოუმზადოთ ხაჭოს პუდინგი, ნამცხვარი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი, თუმცა ნატურალური ხაჭო მაინც აუცილებელია. ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ბავშვებისთვის თერმულად დამუშავებული ხაჭოს კერძები ჯობს.

ხაჭოს "ხრაშუნები"