სადეზინფექციო საშუალებების ხშირად გამოყენებამ ფილტვების დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს
აღნიშნული საშუალებების ხშირად გამოყენებისას, ამ დაავადების განვითარების რისკი 22-32%-ით მატულობს.
55 000 ქალის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფქოდ-ით დაავადების რისკი მომატებული იყოს სწორედ იმ ქალბატონებში, რომლებიც დალაგებისას რეგულარულად (კვირაში მინიმუმ ერთხელ) იყენებდნენა სადეზინფექციო საშუალებებს.
ადრე ჩატარებული კვლევებით სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებასა და ბრონქული ასთმის განვითარებას შორის კავშირი დასტურდებოდა. ახლა გამოჩნდა მონაცემები, რომ დამლაგებლებს ხშირად აღენიშნებათ ფქოდ-ი.
სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ ასახელებენ სადეზინფექციო საშუალების კონკრეტულად რომელი შემადგენელი ნაერთი იწვევს ფილტვებზე მსგავს უარყოფით ეფექტს.
ლალი ჩხიკვაძე