კანის ტიპები და მათი მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის ტიპები და მათი მოვლა

კანის ტიპები

არსებობს კანის 4 ძირითადი ტიპი:  მშრალი, ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი. თითოეულ ტიპს თავ-თავისი მახასიათებლები აქვს და თავისებურ მოვლას მოითხოვს. ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ იცის, როგორი კანი აქვს, მაგრამ შესაძლოა შეცდნენ - გამწმენდი, მატონიზებელი, დამატენიანებელი კრემები და მაკიაჟი კანზე ისეთ ზემოქმედებას ახდენს, რომ არ არის გამორიცხული,  ცრუ წარმოდგენა შეგვექმნას. კანის ძირითადი სტრუქტურა, ცხადია, ყველას ერთნაირი აქვს. განსხვავება იმაშია, რამდენად ინტენსიურად გამოყოფენ პოხიერი ჯირკვლები ცხიმს და სახის რომელ ნაწილში არიან ისინი უფრო მეტად აქტიურები. კანის ტიპი ასაკთან ერთად იცვლება, თუმცა სწორი ჰიგიენითა და მოვლით მას შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სიჯანსაღე. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ კანის ტიპი, სახე გულდასმით უნდა გავიწმინდოთ, მაგრამ არა ტონიკით ან დამატენიანებელი კრემით. კანმა რამდენიმე საათი უნდა დაისვენოს კოსმეტიკისგან. შემდეგ ის ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ ბუნებრივ, დღის შუქზე ჩვეულებრივი ან გამადიდებელი სარკის საშუალებით. კანის ტიპი ასე განისაზღვრება:

  • ნორმალური კანი თანაბარი შეფერილობისაა, გლუვი, მკვრივი და სუფთა, ზომიერი და მცირეფორებიანი. ცხიმისა და ტენის შემცველობა მასში დაბალანსებულია და კანი იშვიათად ღიზიანდება. ასეთი ტიპის კანს სწორი მოვლისას ნაოჭები ძალიან გვიან უჩნდება, მასზე არ შეინიშნება გაფართოებული სისხლძარღვები, ფერიმჭამელები. ნორმალური კანი კარგად იტანს წყლითა და საპნით დაბანას, დეკორატიულ კოსმეტიკას და ძალიან იშვიათია. ნორმალური კანის პჰ 5,5-ს უდრის.
  • მშრალი კანი საკმაოდ ხშირად გვხვდება და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, რადგან უარყოფითი ზემოქმედებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეა და სწრაფად ბერდება. მშრალ კანს აქვს მცირე ზომის ფორები და მკრთალი ელფერი, ახასიათებს ცხიმის დაქვეითებული შემცველობა. არასაკმარისი ან არასწორი მოვლის დროს შრება, იქერცლება და ელასტიკურობას კარგავს. ასეთ კანზე ნაოჭები, განსაკუთრებით - თვალების ირგვლივ, სხვა ტიპის კანთან შედარებით ადრე წარმოიქმნება. კანის სიმშრალე უმეტესად 50 წელს გადაცილებულ, ცხელი ან ცივი მშრალი კლიმატის ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს აღენიშნებათ. კანი შეიძლება გამოუშრეთ იმ ქალებსაც, რომლებიც არ იცავენ მას გარემოს მავნე ფაქტორებისგან, სვამენ საკმაოზე ნაკლებ წყალს და ა.შ. ასეთ დროს კანი უხეშდება და აქერცვლას იწყებს. მშრალი კანის პჰ 3-დან 5,5-მდეა. ზოგჯერ მშრალი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ამ შემთხვევაში მას მგრძნობიარე კანს უწოდებენ (არ იგულისხმება ალერგიულობა).
  • ცხიმიანი კანი შესახედავად სქელი, უხეში და პრიალაა. მისთვის დამახასიათებელია თვალში საცემად მსხვილი ფორები. ზოგჯერ ასეთი კანი ფორთოხლის ქერქსაც კი მოგვაგონებს. ჭარბი ცხიმი მკვდარ უჯრედებსა და მტვერთან ერთად ცხიმის ჯირკვლებში წარმოქმნის საცობებს - შავ წერტილებს. ცხიმიან კანს ადვილად უჩნდება ფერიმჭამელები, სამაგიეროდ, მშრალ კანზე გვიან ნაოჭდება. ცხიმის სიჭარბე მას გამოშრობისგან იცავს. ცხიმიანი კანი უმეტესად ახალგაზრდებს აქვთ, 35-40 წლამდე. მისი პჰ 6-ის ტოლია.
  • კომბინირებული (შერეული) ტიპის კანი უფრო ხშირად გვხვდება, უმეტესად - ახალგაზრდა და შუახნის ქალებში. კანი შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე, ჩვეულებრივ, ცხიმიანია, საფეთქლებზე, ლოყებსა და კისერზე, განსაკუთრებით კი თვალების ირგვლივ - მშრალი. შერეული ტიპის კანი სახის სხვადასხვა ნაწილის სხვადასხვანაირ მოვლას მოითხოვს. თუ სწორად მოვუვლით, ასეთი ტიპის კანს ნაოჭები დიდხანს არ გაუჩნდება. კომბინირებული კანის პჰ სახის სხვადასხვა უბანზე განსხვავებულია და 3-დან (მშრალ უბნებში) 6-მდე (ცხიმიან უბნებზე) მერყეობს. არსებობს კანის ტიპის განსაზღვრის ასეთი მეთოდიც: დაბანიდან 2-3 საათის შემდეგ სახის სხვადასხვა უბანზე მივიდოთ ქაღალდის ხელსახოცი. თუ ხელსახოცზე ცხიმიანი ლაქა გაჩნდა, კანი ამ უბანში ცხიმიანია. კანი ყველაზე უკეთ ასახავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამიტომ მისი რეგულარული მოვლა რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ.