რომელი ჰორმონი ზრდის ქალებში ლიბიდოს
მათ პირდაპირი ზეგავლენა გააჩნიათ ინტიმური სიახლოვის სურვილზე.
ექსპერტებმა 375 ქალის მაგალითზე გამოარკვიეს, რომ გარკვეული სასქესო ჰორმონები განაპირობებს მუდმივი პარტნიორებისადმი და არა შემთხვევითი კავშირებისადმი ლტოლვას. რამოდენიმე კვირის განმავლობაში მეცნიერები აფასებდნენ ქალების პირადი ცხოვრების სტატუსს (იმყოფებოდნენ თუ არა ისინი რომანტიკულ ურთიერთობაში). ასევე ტარდებოდა გამოკითხვა სექსუალური ლტოლვის შესაფასებლად და ნერწყვის ნიმუშების აღება სასქესო ჰორმონების დონის განსაზღვრისთვის.
დადგინდა, რომ მუდმივ პარტნიორთან ინტიმური სიახლოვის სურვილზე დადებითად მოქმედებდა ესტრადიოლი. პროგესტერონი, პირიქით პარტნიორისადმი ქალის ლტოლვას აქვეითებდა. ტესტოსტერონი არანაირ ზეგავლენას არ ახდენდა ცხოვრების ამ სფეროზე.
ლალი ჩხიკვაძე