ოფთალმოლოგის რჩევები მშობლებს
- მხედველობის სრულფასოვან განვითარებაში დიდი როლი ენიჭება სწორ კვებას, თუმცა, ზოგი ბავშვის ორგანიზმი საკვებიდან ვერ იღებს საკმარის ვიტამინებსა და მინერალებს. ასეთ დროს სასურველია ვიტამინოთერაპია.
- ბავშვს ახალშობილობიდან უნდა ვათამაშებდეთ 1 მეტრის დისტანციით;
- ბავშვი უნდა მეცადინეობდეს კარგად განათებულ ოთახში, დაუშვებელია ბნელ ოთახში კომპიუტერის ყურება; საზოგადოდ, მობილურისა და კომპიუტერის ეკრანთან 30 წუთზე მეტი ხნით დაყოვნება არ არის რეკომენდებული;
- რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობა, ცურვა, ჯანსაღი კვება.
არსებობს მდგომარეობები, როცა აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი. მაგალითად, გენეტიკური წინასწარგანწყობა, როდესაც ბავშვის მშობლებს ან ბებია-ბაბუებს აღენიშნებათ (ან აღენიშნებოდათ) თვალის პრობლემები, კერძოდ, მიოპია, ასტიგმატიზმი, ჰიპერმეტროპია, ფტოზი, გლაუკომა, კატარაქტა, თანდაყოლილი რეტინოპათია, დაკრიოცისტიტი. ასეთ ბავშვს პირველი კვლევები დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის 2 თვის ასაკიდან უნდა ჩაუტარდეს.
სასურველია სასკოლო ასაკის ბავშვების პროფილაქტიკური მიზნით გამოკვლევა, რათა ავირიდოთ მხედველობის გადაძაბვით გამოწვეული გართულებები.
თვალები, ადამიანის სხვა კუნთების მსგავსად უნდა მუშაობდეს ახლო და შორ მანძილზე, აკომოდაციური სპაზმის ასარიდებლად. ეს უკანასკნელი აუარესებს მხედველობას.<
ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, თუ:
- მშობელი შეამჩნევს ბავშვს თვალების დაელმების ეპიზოდს;
- ბავშვი ახლო მანძილიდან უყურებს ტელევიზორს;
- ცდილობს მობილური მოწყობილობის თვალებთან ახლოს მიტანას;
- ხშირად ახამხამებს თვალებს;
- ინფექციური პათოლოგიების არსებობისას (რაც, ცრემლდენითა და ჩირქოვანი გამონადენით ვლინდება).
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თინათინ გოცაძე