News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

წინადაცვეთის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ასე გოგონები გათხოვებამდე შეინარჩუნებენ თავდაჭერილობას, თუმცა სამეცნიერო გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ქალთა წინადაცვეთა სასქესო ინფექციებისა და მშობიარობის გართულების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ქალს სექსუალობას ართმევს. კაიროს კონფერენციაზე მუსლიმანმა ღვთისმსახურებმა მკაცრად დაგმეს ქალების წინადაცვეთა და ხაზი გაუსვეს, რომ ყურანში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. მეტიც - ის არღვევს მცნებას, რომელიც მოყვასისთვის ზიანის მიყენებას კრძალავს.

ახდენს თუ არა გავლენას პოტენციაზე ძილის დროს სხეულის მდებარეობა?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სქესობრივი ჯანმრთელობა ბევრად არის დამოკიდებული იმ პოზაზე, რომელშიც სძინავს ადამიანს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ სქესობრივ დარღვევათა 40%-ზე მეტი ძილის დროს მოუხერხებელ პოზაში წოლით არის განპირობებული. მეცნიერებმა სქესობრივი ჯანმრთელობისთვის ყველაზე "მავნე" პოზებიც დაასახელეს. ესენია მუცელზე და მეტისმეტად მაღალ სასთუმალზე წოლა. პირველ შემთხვევაში ხდება შარდის ბუშტზე ზეწოლა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, მეორე შემთხვევაში კი ირღვევა სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში, რაც აფერხებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას. კარგი პოტენციის შესანარჩუნებლად სექსოლოგები მამაკაცებს გვერდზე ან ზურგზე წოლას და თავის დაბალ სასთუმალზე დადებას ურჩევენ.

რა დანიშნულება აქვს პრეზერვატივს?

ინდოეთის ხელისუფლება ებრძვის პრეზერვატივების არადანიშნულებისამებრ გამოყენებას - აივინფიცირების პროფილაქტიკისა და შობადობის კონტროლის პროგრამის ფარგლებში ეს ადვილად მოსახმარი კონტრაცეპტივი ინდოეთის მოსახლეობას უფასოდ ურიგდება. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, უფასო პრეზერვატივების უმრავლესობას სოფლებში გზებისა და სახლების მშენებლობისას წყალგაუმტარ მასალად იყენებენ. არცთუ იშვიათად ეს ნივთი ნედლეული სახით ხვდება სათამაშოების წარმოებაში, ხშირად კი უბრალოდ ღებავენ და ყიდიან როგორც ბუშტს. ინდოეთის არმიაშიც მიაგნეს პრეზერვატივის არადანიშნულებისამებრ გამოყენების ფაქტებს - აღმოჩნდა, რომ მათგან მზადდება არაჩვეულებრივი შალითა, რომელიც იარაღს მტვრისა და ნესტისგან იცავს. ექსპერტების მონაცემებით, ხელისუფლების მიერ უფასოდ დარიგებული 1,5 მილიარდი კონდომიდან ინდოეთის მოსახლეობა დანიშნულებისამებრ მხოლოდ მეოთხედს იყენებს. უკანასკნელი მონაცემებით, ინდოეთის მოსახლეობამ 1,2 მილიარდ კაცს გადააჭარბა, ხოლო აივინფიცირებულთა რიცხვმა 5,7 მილიონს მიაღწია. ინდოეთის ტრადიციისამებრ, ინტიმურ ცხოვრებაზე ხმამაღლა ლაპარაკი იკრძალება, რაც, შიდსის კონტროლის ნაციონალური ცენტრის თავმჯდომარის აზრით, ხელს უშლის მოსახლეობის სქესობრივ განათლებას. მან ხელისუფლებას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ზომები ვითარების გამოსასწორებლად და მაგალითად მოიყვანა ტაილანდი, სადაც უსაფრთხო სექსის აგრესიულმა პროპაგანდამ მოკლე ხანში პრეზერვატივის მომხმარებელთა რაოდენობა გაზარდა და აივინფიცირების ტემპი შეამცირა.


ამერიკელები იმპოტენციას გენური თერაპიით მკურნალობენ

ამერიკაში წარმატებით დასრულდა ერექციული დეფექტების გენური ინჟინერიით მკურნალობის კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპი. გამოკვლევის კოორდინატორს, ალბერტ აინშტაინის სახელობის კოლეჯის პროფესორს არნოლდ მელმანს, მიაჩნია, რომ გენური თერაპია, მედიკამენტური საშუალებებისგან განსხვავებით, პაციენტს სქესობრივი აქტის წინ წამლის მიღების აუცილებლობისგან ათავისუფლებს. კლინიკური გამოცდის 9 მონაწილეს 6 თვის განმავლობაში სასქესო ასოზე უკეთებდნენ გენ hMaxi-K-ს  შემცველი პრეპარატის ინექციას. ცხოველებზე ჩატარებულმა წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, რომ ეს გენი სასქესო ასოს გლუვი მუსკულატურის რელაქსაციას იწვევს, რასაც სისხლის ნაკადის გაზრდა და ერექციის გაძლიერება მოჰყვება. კლინიკური გამოცდის განმავლობაში ერექცია პრეპარატის კონცენტრაციის პირდაპირპროპორციულად გაუმჯობესდა. გვერდითი ეფექტებიც არ აღნუსხულა. პრეპარატის მწარმოებელთა აზრით, კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპის მიზანი, იმპოტენციის მკურნალობის გენური მეთოდის ეფექტიანობის დადგენა, შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს. ამჟამად მეცნიერები ემზადებიან უფრო ხანგრძლივი და მასშტაბური გამოცდისთვის, რომლის მიზანი ამ მეთოდის უსაფრთხოების დადასტურება და ეფექტის ხანგრძლივობის დაზუსტებაა.

იკურნება თუ არა ჰომოსექსუალიზმი?

ზოგიერთი ბრიტანელი ექიმი საზოგადოებას ჰომოსექსუალური მიდრეკილებისგან თავის დაღწევის მეთოდებს სთავაზობს, თუმცა ამ მეთოდების ეფექტიანობა დამტკიცებული არ არის. ლონდონელ სპეციალისტთა მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები ჟურნალ BMC Psychiatry-ში გამოქვეყნდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მომუშავე 1400-მა ექიმმა. გამოკითხულთა 4%-მა განაცხადა, რომ ეცდება, პაციენტებს სქესობრივი ორიენტაციის შეცვლაში დაეხმაროს, 17%-მა კი განაცხადა, რომ უკვე ეწევა პაციენტების ჰომოსექსუალური მიდრეკილების კორექციას. აშშ-ში ჰომოსექსუალიზმის მკურნალობის თაობაზე დიდი დებატები გაჩაღდა. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის რეკომენდაციის თანახმად, სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ ეთიკური სტანდარტები და ჰომოსექსუალიზმის განკურნების მცდელობისგან თავი შეიკავონ. ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები კი იცავენ იმ აზრს, რომ პაციენტს აქვს უფლება, დახმარებისთვის მიმართოს ექიმს, ხოლო ექიმს - დაეხმაროს მას. ისინი ეყრდნობიან ფსიქიატრ რობერტ სპიტცერის ნაშრომებს, რომელიც თავდაპირველად ფსიქიკური დარღვევების სიიდან ჰომოსექსუალიზმის ამოღებას ემხრობოდა, მოგვიანებით კი ივარაუდა, რომ თერაპიული მეთოდებით სქესობრივი ორიენტაციის შეცვლა შესაძლებელი იყო.

იტალიელმა მეცნიერებმა ვიაგრის ბუნებრივი ანალოგი აღმოაჩინეს

Journal of Natural Products-ის ცნობით, კოწახურისებრთა ოჯახის წარმომადგენლის, ბალახოვანი მცენარის ჩიტიწვივას (Epimedium brevicornum) ფოთლები შესაძლოა ერექციული უკმარისობის სამკურნალო პრეპარატების საწარმოო ნედლეულად იქცეს. როგორც იტალიელი მეცნიერები ამბობენ, ახალი წამალი ვიაგრასავით ეფექტური, მაგრამ მასზე გაცილებით უვნებელი იქნება. მილანის უნივერსიტეტში მკვლევრებმა შეისწავლეს ოთხი მცენარე, რომლებსაც აზიის ქვეყნებში ერექციის გასაუმჯობესებლად იყენებენ. აღმოჩნდა, რომ ჩიტიწვივას ერთ-ერთ კომპონენტს (იკარიინი) უნარი შესწევს, სასქესო ასოში სისხლის მომარაგების მაკონტროლებელი ფერმენტი ფოსფოდიესთერაზა-5 დაბლოკოს. იგივე მექანიზმი - ფერმენტ ფოსფოდიესთერაზა-5-ის ბლოკირება - უდევს საფუძვლად ცნობილი პრეპარატის ვიაგრას მოქმედებასაც. იკარიინის ექსტრაქტზე მრავალი ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ მკვლევრებმა შეძლეს ამ ნივთიერების ისეთი მოდიფიცირებული ვარიანტის მიღება, რომელიც ეფექტურობით ვიაგრას არ ჩამოუვარდება, მაგრამ, მისგან განსხვავებით, გვერდით ეფექტებს არ იწვევს. საქმე ის არის, რომ ვიაგრას აქტიური კომპონენტი მარტო ფოსფოდიესთერაზა-5-ს კი არა, სხვა ფოსფოდიესთერაზებსაც თრგუნავს. მაგალითად, ფოსფოდიესთერაზა-6-ზე ზემოქმედებით ხსნიან ფერის აღქმის უნარის დარღვევას, ხოლო ფოსფოდიესთერაზა-1-ზე ზემოქმედებას შეუძლია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. რაც შეეხება ახალ პრეპარატს, წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, რომ ის მხოლოდ ფოსფოდიესთერაზა-5-ზე მოქმედებს, ხოლო სხვა ფერმენტებზე გავლენას არ ახდენს. თუ კლინიკური გამოცდა წარმატებით დასრულდა, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო ახალი პრეპარატი ფარმაცევტულ ბაზარზე 10 წლის შემდეგ გამოჩნდება.