ჩინეთი მალე გენეტიკური თერაპიის მსოფლიო ცენტრი გახდება
აღნიშნული ცენტრი გახსნილია შანხაის ფუდანის საბავშვო კლინიკის ბაზაზე. სპეციალისტთა განცხადებით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში ცენტრში 100 000 ახალშობილის გენეტიკური ტესტირება მოხდება. შეგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით კი მეცნიერები მემკვიდრულ დაავადებათა გამოვლენისა და მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებას გეგმავენ. სადღეისოდ ჩინელი მკვლევარებისთვის 7 000-მდე მემკვიდრული პათოლოგიაა ცნობილი.
როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, ხუან გოინი აცხადებს, ჩინელები დიდ გამოცდილებასა და ტექნოლოგიებს ფლობენ ამ სფეროში, შესაბამისად, ეს დაწესებულება მალე მსოფლიო ცენტრის აღიარებას მოიპოვებს!
თინათინ გოცაძე