პაატა იმნაძე - გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ოქტომბერი ყველაზე უფრო მისაღებ პერიოდად ითვლება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაატა იმნაძე - გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ოქტომბერი ყველაზე უფრო მისაღებ პერიოდად ითვლება

მისივე თქმით, სახელმწიფოს დაფინანსებით აიცრებიან მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფები.

"მომზადება ჩვეულებრივ იწყება არა იანვარში, როცა ეს ვირუსებია, არამედ მომზადება მანამდეა საჭირო. სახელმწიფოს მიერ წელს დაახლოებით 30 000 დოზამდე ვაქცინაა შეძენილი განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. ახლა იწყება განაწილება.

სახელმწიფო აცრის განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებს. ესაა პირველ რიგში დიალიზზე მყოფი პაციენტები, 13 წლამდე ასაკის დიაბეტიანი ბავშვები, ბავშვთა სახლებში კომპაქტურად ჩასახლებული ბავშვები, მოხუცებულთა სახლებში კომპაქტურად ჩასახლებული მოხუცები და ექიმები, რომლებიც ასევე ყველაზე მაღალი რისკია გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების. დანარჩენები კერძო სექტორში უნდა აიცრან. რამდენადაც ჩვენ ვიცით, შემოტანილი აქვთ უკვე წლევანდელი სეზონისათვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინები. ოქტომბრის თვე ითვლება ყველაზე უფრო მისაღებ პერიოდად იმისთვის, რომ ჩავიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა",- განაცხადა იმნაძემ.