რამდენიმე ბაღში რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული პაკეტით შეიტანეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენიმე ბაღში რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული პაკეტით შეიტანეს

ღვინის ეტიკეტით შეფუთული პაკეტით შეიტანეს.

როგორც ბენდელიანმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პროდუქტი მოთავსებული იყო ერთჯერად პაკეტში, რომელიც ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა მას რძის პროდუქტის ეტიკეტი არ აქვს.

"ჩვენს მიერ პერიოდულად ხორციელდება საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის შემოწმება. ამას ახორციელებს ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც გუშინ რამდენიმე ბაღში აღმოაჩინა სხვა პროდუქტის ეტიკეტით შეფუთული რძის პროდუქტი. აღნიშნულის გამო, გუშინვე მოხდა ამ კომპანიისთვის მითითება, რომ გამოსწორებულიყო ხარვეზი, რასთან დაკავშირებითაც კომპანიიდან მივიღეთ პასუხი, რომ პროდუქტის შეფუთვა სრულად ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა, კომპანია აცხადებს, რომ ამოწურული იყო რძისთვის საჭირო შესაფუთი მასალა. გაკეთებულია შეკვეთა იტალიურ კომპანიასთან და უახლოეს პერიოდში მოხდება ხარვეზის გამოსწორება. მერია და ბაღების მართვის სააგენტო ორიენტირებულია ბაღებისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე და ჩვენს მიერ მოხდება ყველა მცირე ხარვეზის გამოსწორებაზეც კი რეაგირება. არანაირ გადაცდომას და ხარვეზს ჩვენ არ შევეგუებით. იქნება ადეკვატურ რეაგირება,"- განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, რძესთან დაკავშირებით მერიამ უკვე მიმართა ლაბორატორიას და მისი შემოწმება მოხდება.

"დღეს დილით მივმართეთ შესაბამის ლაბორატორიას და მოხდება რძის შემოწმება. უახლოეს დღეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება. თუ იქნება დადებითი პასუხი, გავაგრძელებთ კომპანიასთან საქმიანობას, თუ იქმება უარყოფითი, კომპანიას აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს კანონის სრული დაცვით",- განაცხადა ბენდელიანმა და დასძინა, რომ ბაღებში საკვები პროდუქტის მონიტორინგი სისტემატურად, ყოველდღიურად ხდება.

"შესაძლოა, დღის განმავლობაში ბაღი გაუფრთხილებლად რამდენჯერმეც შემოწმდეს, რადგან საქმე ეხება ბავშვების კვებას და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის სააგენტომ განახორციელა კომპანია "მილკოს" შემოწმება, რომელმაც რძით ბაღები მოამარაგა. უკვე გვაქვს სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან პასუხი, რომ ეს პაკეტი არის უსაფრთხო, ერთჯერადად საკვები პროდუქტისთვის განკუთვნილი. შესაბამისად, აქ რაიმე საფრთხის შემცველ გარემოებაზე საუბარი არ არის. პაკეტზე მხოლოდ დიზაინია გაკეთებული, რომ ის განკუთვნილია ღვინისთვის, პაკეტის შემადგენლობა უსაფრთხოა. იგივენაირ პაკეტში ხდება რძის პროდუქტის შეფუთვაც", - განაცხადა ბენდელიანმა.

მერის მოადგილის თქმით, ახალი შეფუთვით რძე ბაღებში მომავალი კვირიდან შევა.

"კომპანიას მოვთხოვეთ, რომ შემდეგი კვირიდან, როდესაც უნდა მოხდეს ბაღების რძით მომარაგება, აღმოფხვრილი იყოს აღნიშნულ ხარვეზი. ყველა ბაღში აღნიშნული შეფუთვით რძის პროდუქტი არ ყოფილა შეტანილი. ბაღების რაოდენობა დგინდება, სადაც ამ ეტიკეტირებით არის პროდუქტი შეტანილი, რადგან არის ბაღები, სადაც რძე ჩვეულებრივი ეტიკეტირებით შევიდა და არის ბაღები, სადაც სხვა ეტიკეტითაა შესული", - აღნიშნა ბენდელიანმა.