ზემო ფონიჭალაში ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა
„დაიწყო ანტიშოკური მკურნალობა. შემდგომი კვლევებისა და მკურნალობისათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ამ დროისათვის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ - სტაბილური. როგორც თავის, ასევე კისრის კომპიუტერული კვლევა ჩაუტარდა, მაგრამ ამ ეტაპზე მოტეხილობები არ არის. ამ ეტაზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. დინამიკური დაკვირვება გაგრძელდება“, - განაცხადა ბავშვის მკურნალმა ექიმმა.