რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ზრდის ჰორმონი და მისი ეფექტები
ზრდის ჰორმონი და მისი ეფექტები

ადამიანის ფიზიკური განვითარების, კერძოდ, ზრდის შეფერხება შესაძლოა სხვადასხვა დარღვევით იყოს განპირობებული. ერთ-ერთი მათგანია ზრდის ჰორმონის დეფიციტი. ზრდის ჰორმონს სომატო-ტროპინს უწოდებენ. ის წარმოადგენს 191 ამინომჟავასგან შემდგარ პროტეინს, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ზრდის ჰორმონის გავლენით სამიზნე ორგანოებში აქტიურდება პროტეინების სინთეზი,

მცირდება ნახშირწყლების მოხმარება, ადვილდება ცხიმების მობილიზაციის პროცესი. საყურადღებოა, რომ ზრდის ჰორმონს, სხვა ჰორმონებისგან განსხვავებით, სახეობრივი სპეციფიკურობა ახასიათებს. მაგალითად, ხარის ზრდის ჰორმონი არ მოქმედებს ადამიანის ან მაიმუნის ორგანიზმში მიმდინარე ზრდის პროცესებზე. ზოგიერთი ფიზიკური განვითარების სტიმულაციისთვის ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითნებურად იღებს ზრდის ჰორმონის ამა თუ იმ პრეპარატს. ამ დროს მოსალოდნელ გართულებებსა და, საზოგადოდ, ზრდის ჰორმონის სეკრეციის (გამოყოფის) თავისებურებებზე გვესაუბრება აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიისა და დიეტოლოგიის ცენტრის, კლინიკა "ენმედიცის" ბაზაზე არსებული კავკასიის ზრდის ცენტრის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კვარაცხელია.


- რას წარმოადგენს ზრდის ჰორმონი?
- უპირველეს ყოვლისა, მინდა განვმარტო, რომ ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, კერძოდ, სიმაღლეში ზრდაზე, გავლენას ახდენს უამრავი ფაქტორი, რომლებიც ორ დიდ ჯგუფად - ენდოკრინულ და არაენდოკრინულ ფაქტორებად - იყოფა. თითოეული ბავშვის განვითარებას გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს, თუმცა დიდ გავლენას ახდენს ფსიქოსოციალური გარემოც. ფიზიკური განვითარების შეფერხების მიზეზთა დიფერენცირება ბავშვთა ენდოკრინოლოგიაში ერთ-ერთი ძირითადი და არცთუ ისე ადვილად გადასაჭრელი ამოცანაა. ბავშვის ფიზიკური განვითარების ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის სხვადასხვა ჰორმონული დარღვევა: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნაკლოვანება, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება, არასწორად ნამკურნალევი შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე და სხვა მდგომარეობები.

ზრდის ჰორმონის დეფიციტი ენდოკრინული მიზეზით გამოწვეული ერთ-ერთი დარღვევაა, რაც მისი სეკრეციის დაქვეითების ან ბიოლოგიური მოქმედების შესუსტების შედეგს წარმოადგენს. საკმაოდ ძნელია ზრდის ჰორმონის დეფიციტის ზოგიერთი ფორმის დიფერენცირება ფიზიკური და სქესობრივი განვითარების კონსტიტუციური ტიპის შეფერხებისგან, რომელიც უფრო ხშირად ვაჟებში გვხდება. ამ მდგომარეობას ზრდის ჰორმონის ფუნქციურ უკმარისობად განიხილავენ. ფიზიკური და სქესობრივი განვითარების კონსტიტუციური ტიპის შეფერხების დროს აუცილებელია ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, თუმცა იშვიათი გამონაკლისების გარდა ეს მდგომარეობა მედიკამენტურ მკურნალობას არ საჭიროებს. რთულია ოჯახური ტანდაბლობის არსებობისას ფიზიკური განვითარების შეფერხების ზუსტი მიზეზის დადგენაც.


- რამდენად ხშირია ზრდის ჰორმონის დეფიციტი?
- არცთუ ისე ხშირი. სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროზე დაყრდნობით, ზრდის ჰორმონის დეფიციტი აღენიშნება 2500-10000 ცოცხალი ახალშობილიდან ერთს. ზრდის ჰორმონი წარმოიქმნება თავის ტვინში, კერძოდ, ჰიპოფიზში, სადაც მის გამოყოფას ორი - მასტიმულირებელი და დამამუხრუჭებელი - ჰიპოთალამური ჰორმონი არეგულირებს. მისი უკმარისობა შესაძლოა იყოს როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი, როგორც იზოლირებული, ასევე ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების დეფიციტთან შერწყმული, როგორც თანდაყოლილი (გენური დეფექტების, თავის ტვინის განვითარების ანომალიების შედეგი), ასევე შეძენილი (განვითარებული თავის ქალას სამშობიარო ან სხვა სახის ტრავმების, დასხივების, ზოგიერთი ინფექციური, სისტემური და სიმსივნური დაავადების შედეგად). ზრდის ჰორმონის იზოლირებული დეფიციტი 3-ჯერ ხშირად გვხვდება ვაჟებს შორის. ჰიპოფიზურ-ჰიპოთალამური უკმარისობის შემთხვევათა ორ მესამედში დაავადების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ პათოლოგია იდიოპათიური ხასიათისაა.


- როგორია ზრდის ჰორმონის სეკრეციის ფიზიოლოგია - რიტმი, ასაკობრივი თავისებურებანი და სხვა?
- ზრდის ჰორმონის სეკრეციას,

რა თქმა უნდა, ახასიათებს ასაკობრივი თავისებურებები. ადამიანის ორგანიზმის ზრდაც სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე სრულიად სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის სხეულის მასა 44X107-ჯერ იმატებს, ხოლო დაბადებიდან ზრდის დასრულებამდე - სულ 20-ჯერ. ჩასახვის მომენტიდან დაბადებამდე ჩანასახის სიგრძე 3850-ჯერ იზრდება, ხოლო დაბადებიდან ზრდის დასრულებამდე - სულ რაღაც 3-4-ჯერ. ემბრიონის ჰიპოფიზურ უჯრედებში ზრდის ჰორმონის განსაზღვრა მუცლადყოფნის მე-6 კვირიდან არის შესაძლებელი. მუცლადყოფნის შუა პერიოდში სომატოტროპინის სეკრეცია ყველაზე ინტენსიურია, დაბადებიდან სიმაღლეში ზრდის დასრულებამდე კი მისი გამომუშავება ცირკადული რიტმით ხდება. ჰორმონის სადღეღამისო კონცენტრაციის ორ მესამედზე მეტი ღამით გამოიყოფა და ძილის ფაზების შესაბამისად იცვლება. ზრდის ჰორმონის კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს ნეირორეგულატორები - ნორეპინე-ფრინი, დოფამინი და სეროტონინი. სტრესი მის გამოთავისუფლებას თრგუნავს. ზრდის ჰორმონი უმნიშვნელო კონცენტრაციით ცირკულირებს მოზრდილი ადამიანის ორგანიზმშიც, მაგრამ მხოლოდ მეტაბოლურ ფუნქციას ასრულებს.


- რა ცვლილებებს აძლევს დასაბამს ზრდის ჰორმონის სიჭარბე და დეფიციტი? რა უნდა ვიცოდეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პათოლოგია არ გამოგვეპაროს?
- ზრდის ჰორმონი ჩონჩხის ზრდასთან ერთად გავლენას ახდენს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალურ ნივთიერებათა ცვლაზეც. კერძოდ, ის ხელს უწყობს ცილების სინთეზს, აძლიერებს ცხიმების დაშლას და ნახშირწყლოვან ცვლას. შესაბამისად, მისი სეკრეციის სიჭარბეს ან დეფიციტს, გარდა ჩონჩხის ზრდის შეფერხებისა ან გაძლიერებისა, ზემოხსენებული მეტაბოლური ეფექტების გაძლიერება ან შემცი-რებაც სდევს თან. მაგალითად, ზრდის ჰორმონის თანდაყოლილი დეფიციტი ახალშობილობისას ვლინ-დება მორეციდივე ჰიპოგლიკემიური მდგომარეობით,  გახანგრძლივებული სიყვითლით. მოგვიანებით ამას ერთვის სიმაღლეში ზრდის შეფერხება, ძვლოვანი ასაკის საპასპორტო ასაკთან შედარებით ჩამორ-ჩენა, სხეულის მასის სიჭარბე (კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ინტენსიური განვითარების ხარჯზე).
ნორმალური ფიზიკური განვითარება ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამე-ტრია, ამიტომ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, სხეულის სიმაღლისა და წონის მაჩვენებლებს მშობლები და პედიატრი განუწყვეტლივ უნდა აკვირდებოდნენ.



თარიღი : 14-07-2014
მარიამ ჯიქია
"ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიისა და დიეტოლოგიის ცენტრის, კლინიკა "ენმედიცის" ბაზაზე არსებული კავკასიის ზრდის ცენტრის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კვარაცხელია." ხომ ვერ მეტყვით საკონტაკტო ინპორმაციას ან მდებარეობას ????
თარიღი : 14-07-2014
mkurnali.ge
გამარჯობათ სჰეგიდზლიათ მითხრაღ სად არის ეს ზრდის ცენტრი , ან დაწეროთ საკონტაქტო ტელეფონი?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.