რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ასტიგმატიზმი და კატარაქტა
ასტიგმატიზმი და კატარაქტა

ასტიგმატიზმი რეფრაქციის (თვალის შუქმტეხი უნარის) ანომალიაა: სინათლის სხივები ბადურაზე ერთ წერტილში ვერ იყრის თავს, ამიტომ ადამიანი გარკვევით ვერ ხედავს საგანს. ასტიგმატიზმი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც, რომელიც ზოგჯერ მემკვიდრეობით გადაეცემა და შეძენილიც, რომელიც ვითარდება თვალის ოპერაციის, ტრავმის ან ანთების შედეგად.
ასტიგმატიზმის ძირითადი მიზეზი რქოვანას სფერულობის დარღვევაა. ის ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბროლის ზედაპირის სფერულობის დარღვევამ ან მისმა ირიბმა მდებარეობამ თვალის ოპტიკური ღერძის მიმართ.
ზოგჯერ რქოვანასა და ბროლის ასტიგმატიზმი ჯამდება და ამ შემთხვევაში თვალის საერთო ასტიგმატიზმის ხარისხი იმატებს,

მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ისინი ერთმანეთს აბათილებენ და რეფრაქცია ნორმალური (სფერული) რჩება. ასტიგმატური თვალის მხედველობა ისეთი მახვილი და მკაფიო არ არის, როგორიც ნორმალური თვალისა. რაც უფრო მაღალია ასტიგმატიზმის ხარისხი, მით უფრო ნაკლებია მხედველობის სიმახვილე. ახალგაზრდა და საშუალო ასაკში დაბალი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს მხედველობის სიმახვილე შესაძლოა სავსებით დამაკმაყოფილებელი იყოს, საშუალო და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს კი ხშირად გამოხატულია მხედველობის სისუსტე, თვალის სწრაფი დაღლა, თვალის ტკივილი და ქრონიკული ბლეფაროკონიუნქტივიტი (ქუთუთოებისა და თვალის შემაერთებელი ქსოვილის ანთება).

ასტიგმატიზმის მკურნალობა გულისხმობს სათვალეების სწორად შერჩევას და თუ ეს დაავადების ადრეულ სტადიაზე მოხდა, მაშინ პრობლემა მთლიანად მოიხსნება. ასტიგმატიზმის დროს ინიშნება სათვალეები, რომლებსაც აქვს სპეციალური ცილინდრული ლინზები დადებითი ან უარყოფითი ეფექტით - ეს ასტიგმატიზმის კონკრეტულ ფორმაზეა დამოკიდებული. სათვალე 100%-ით ვერ კურნავს ასტიგმატიზმს, ის მხოლოდ კორექციით  შემოიფარგლება. უნდა ითქვას, რომ სათვალის ტარებას თან სდევს მუდმივი დისკომფორტი. ვისაც ამ დისკომფორტის გადალახვა უჭირს, მას კონტაქტურ ლინზებს სთავაზობენ, თუმცა განსაკუთრებული ეფექტურობით მკურნალობის არც ეს მეთოდი გამოირჩევა. უბრალოდ, ლინზები სათვალის გაუმჯობესებული ვერსიაა. ამასთანავე, იწვევს გვერდით მოვლენებს - თვალის შეწითლებას, მუდმივ ცრემლდენას ან, პირიქით, თვალის გამოშრობას, ალერგიას, ქავილს. დიდია თვალში ინფექციის შეჭრის საშიშროებაც.

აუცილებლად უნდა შევეხოთ ასტიგმატიზმის დროს ლაზერული თერაპიის მნიშვნელობას. იგი წარმოადგენს ლაზერული სხივებით მკურნალობის მეტად ეფექტურ მეთოდს, რომელიც ასტიგმატიზმით დაავადებულ ზრდასრულ ადამიანს სრული განკურნების საშუალებას აძლევს, თუმცა, ნებისმიერი ოპერაციის მსგავსად, უკუჩვენებები მასაც აქვს. კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. მის არსებობას გვაეჭვებინებს შემდეგი ნიშნები:

  • მხედველობის მოულოდნელი დაქვეითება - თვალწინ თითქოს ნისლი აგეფარაო;
  • მხედველობის დაქვეითება არ უკავშირდება თვალის დატვირთვის მატებას;
  • მსხვილი შრიფტით დაწერილი წიგნის კითხვა ჭირს, ხოლო სათვალე მხედველობას არ აუმჯობესებს;
  • ჭირს შორს მდებარე საგნების გარჩევა;
  • ნელ-ნელა ირგვლივ მდებარე საგნები კარგავენ მოხაზულობას და ორდებიან;
  • თვალები სინათლისადმი მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება;
  • გუგები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შავია, შესაძლოა გაბაცდეს.

მინდა, ხაზგასმით გითხრათ, რომ ოპერაცია კატარაქტისგან განკურნების ერთადერთი გზაა. დაავადების საწყის ეტაპზე, მუდმივი და უწყვეტი მედიკამენტური მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში, შესაძლებელია პროცესის შეფერხება, მაგრამ არა უკუქცევა. კატარაქტის საწინააღმდეგო მედიკამენტები ძირითადად ბროლში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე ახდენს გავლენას. წვეთებთან ერთად რეკომენდებულია თვალისთვის განკუთვნილი ვიტამინებისა და მოცვის შემცველი მედიკამენტების მიღება. არსებობს კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: ინტრაკაფსულური ექსტრაქცია, ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია, ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია, ლაზერული ფაკოემულსიფიკაცია. ოპერაციის დროს ხდება ხელოვნური ბროლის ჩანერგვა. ორი უკანასკნელი მეთოდი არის ე. წ. უნაკერო ოპერაცია - ბროლს სპეციალური

ულტრაბგერითი ან ლაზერული აპარატის გამოყენებით ანაწევრებენ, იღებენ და მის ადგილას ხელოვნურ კუმშვად ბროლს ნერგავენ. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით არჩევს ოპერაციის მეთოდს. თუ საჭიროა ორივე თვალის ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა ჯერ უფრო ნაკლებად მხედველ თვალზე ტარდება. ორივე თვალზე ერთდროულად ოპერაცია არ კეთდება. კატარაქტის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაავადების ადრეული გამოვლენა, მართებული მკურნალობა და ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება.

 


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.