რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
აუდიომეტრია - სმენის გამოკვლევა
აუდიომეტრია - სმენის გამოკვლევა

 

- რას გვეტყოდით სმენაჩლუნგობაზე?
- სმენაჩლუნგობის სამ ტიპს განასხვავებენ: კონდუქტიურს, ნეიროსენსორულსა და შერეული ტიპისას. 
კონდუქტიური სმენაჩლუნგობის დროს ბგერის გამტარი აპარატის დაზიანება აღინიშნება. ამ დროს მიიღება აღმავალი აუდიოგრამა. სმენა დაქვეითებულია მხოლოდ ჰაეროვანი გამტარობის გზით და ისიც - დაბალი სიხშირის ბგერების მიმართ. ძვლოვანი გზით გამოკვლევისას სმენა ნორმალურია, მაგრამ მრუდებს შორის მანძილი - ჰაეროვან-ძვლოვანი ინტერვალი - გაზრდილია (20 დბ-ზე მეტიც კია). ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობის დროს ბგერის მიმღები აპარატია დაზიანებული. ამ დროს დაღმავალი აუდიოგრამა მიიღება. სმენა დაქვეითებულია უმთავრესად მაღალი სიხშირის ბგერების მიმართ, როგორც ჰაეროვანი, ისე ძვლოვანი გზით, რის შედეგადაც მრუდები ერთმანეთს ემთხვევა (ჰაეროვან-ძვლოვანი ინტერვალი არ არსებობს). შერეული ტიპის სმენაჩლუნგობის შემთხვევაში კი გვაქვს სმენის როგორც გამტარი, ისე მიმღები აპარატის დაზიანება. აუდიოგრამაზეც,  შესაბამისად,  ორივე ტიპის ელემენტები ვლინდება.

სმენის დაქვეითების ხარისხი
ნორმალური სმენა - < 25 დბ (მოზრდილებში); < 15 დბ (ბავშვებში)
მსუბუქი სმენანაკლულობა - 26-40 დბ.
ზომიერი სმენანაკლულობა - 41-55 დბ.
მძიმე სმენანაკლულობის საშუალო ხარისხი - 56-70 დბ.
სმენის მძიმე დაქვეითება - 71-90 დბ.
ღრმა სმენანაკლულობა > 90 დბ.

სმენაჩლუნგობის ძირითადი ტიპების დიფერენცირება ხდება კამერტონების საშუალებით. მეტყველებით გამოკვლევის დროს, ჩვეულებრივ, შეუძლებელია გამაღიზიანებელი ბგერის სიხშირისა და ძალის ზუსტად განსაზღვრა, ამიტომაც სმენის სიმახვილის დასადგენად გამოიყენება კამერტონი - ხელსაწყო, რომელიც განსაზღვრული სიხშირის შედარებით სუფთა ტონებს გამოსცემს. კამერტონით იკვლევენ როგორც ჰაეროვან, ასევე ძვლოვან გამტარობას. მისი გამოყენება დიფერენციული დიაგნოსტიკისთვისაც შეიძლება. საამისოდ შემოღებულია სხვადასხვა ცდა: რინესი, ვებერისა, ბინგისა, ფედერიჩისა. ამ და სხვა კამერტონული ცდების მეშვეობით ზუსტად ვადგენთ, სმენაჩლუნგობის რომელ ტიპთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ გადავდივართ უფრო დაწვრილებით კვლევებზე, როგორიც არის აუდიომეტრია და ტიმპანომეტრია.

"ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა აღმოაჩნდა. აი მისი წერილი: "ვარ 60 წლის. მაწუხებს ყურებში შუილი. აუდიოგრამამ აჩვენა ორმხრივი მსუბუქი ხარისხის ნეიროსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება. რამდენად ეფექტურია ამ დროს ბეტასერკის გამოყენება? რამდენიმე კვირაა, ვიღებ პრეპარატს, მაგრამ არანაირი შედეგი არ მაქვს. გთხოვთ, მირჩიოთ რამე".

- სენსორული ტიპის სმენის დაქვეითებას ხშირად თან სდევს ტინიტუსი ანუ ხმაური ყურებში. ასეთ დროს მკურნალობა სმენის დაქვეითების პროცესის შეჩერებისკენ არის მიმართული და არა იმისკენ, რომ აღდგეს საწყისი სმენა ან ყურებში ხმაური გაქრეს. ამ მიზნით ინიშნება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები: ბეტასერკი, კოგიტუმი, მილდრონატი და სხვა პრეპარატები B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად. მკურნალობის კურსის ჩატარებამდე და ჩატარებიდან 6 თვის შემდეგ ტარდება საკონტროლო აუდიომეტრია. ეს უკანასკნელი მეორდება მკურნალობასთან ერთად წელიწადში ორჯერ. თუმცა სუბიექტურად პაციენტი უკეთესობას ვერ გრძნობს, მაგრამ ხშირად კოხლეარული ნევრიტის (ლოკოკინას ნერვის ანთების) გამო სმენის დაქვეითება ერთ დონეზე ჩერდება. აქედან გამომდინარე, მკითხველს ვურჩევთ, არ შეწყვიტოს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა.

- რომელი პათოლოგიები გახშირდა თქვენი პროფესიული თვალთახედვით, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში და რა არის ამის უმთავრესი მიზეზი? რას ურჩევდით მკითხველს საპროფილაქტიკოდ?
- სადღეისოდ ძალზე გახშირდა კოხლეარული ნევრიტი (ლოკოკინას ნერვის ანთება), თანაც ძალიან გაახალგაზრდავდა, რაც შემაშფოთებელია. უმთავრესი მიზეზი მაინც ტექნიკის განვითარება და ცხოვრების არაადამიანურად დაძაბული რიტმია. მინდა, ვურჩიო მკითხველს, მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ნუ მიეძალება თამბაქოს, ნარკოტიკებს, სპირტიან სასმელებს, ერიდოს ამინოგლიკოზიდებს, ასპირინს, შარდმდენებს, ხმაურიან გარემოს, დისკოთეკებს, კინოთეატრებს (საშინელი სპეცეფექტებისა და აკუსტიკის გამო), რაც შეიძლება ნაკლები ინერვიულოს და მეტი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე, მშვიდ გარემოში. ყოველივე ეს საჭიროა, რათა თითოეული ჩვენგანი უფრო ჯანმრთელი და შრომისუნარიანი იყოს. ჯანსაღი საზოგადოება ჯანსაღ აზრს ბადებს, აზრი იდეას შობს, ხოლო ჭეშმარიტი იდეის განხორციელება ღვთისათვის სათნო საქმეებს გვაკეთებინებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და სიყვარულს.

 

 



თარიღი : 16-04-2015
გიორგი
და როცა სმენა 30 დბზეა დაქვეითებული თუმცა დაგუბება და ყურშებში ხმაური მაინც არის შესაძლებელია ამ პროცესის შეჩერება ანუ ხმაურის გაქრობა და სმენის სრული აღდგენა?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.