• ექსპერტები აღშფოთებულნი არიან -შიდსის ვირუსი პოზიციებს არ თმობს ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ-ინფექციის) მსხვერპლი 2,5 მილიონი ადამიანი ხდება. ახალდაინფიცირებულთა რიცხვი ყოველწლიურად პრაქტიკულად არ იცვლება. ეს კი იმაზე მეტყველებს,რომ აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლა დიდ შედეგებს ვერ იძლევა.
  • რუსი მეცნიერები გრიპისა და ტკიპისმიერი ენცეფალიტის ახალ ვაქცინაზე მუშაობენ ვლადივოსტოკის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა წყალმცენარეების საფუძველზე შექმნეს იმუნომასტიმულირებელი კომპლექსების ნანონაწილაკები, რომლებიც გამიზნულია ახალი თაობის ანტიინფექციური ვაქცინის შესაქმნელად.
  • ჩინეთი მალე გენეტიკური თერაპიის მსოფლიო ცენტრი გახდება ცნობილია, რომ შანხაიში სატესტო რეჟიმში ამუშავდა ახალშობილებთან გენეტიკური დარღვევების (გადახრების) შემსწავლელი ცენტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინელი მეცნიერები პერსპექტივაში ადამიანის გენომის მასობრივ რედაქტირებას შეეჭიდებიან. მათი მთავარი მიზანი მემკვიდრული პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და მკურნალობაა.
  • რა შეუძლია დღეში მხოლოდ 1 კოვზ თაფლს ამერიკელი ექიმების აზრით, თაფლი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ყოველდღიურად მხოლოდ ერთი კოვზი თაფლის მიღება საკმარისია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
  • 10 რამ, რაც შეგვიძლია ჩვენი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის გავაკეთოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2017 წლის მონაცემებით, დაბინძურებული გარემო ყოველწლიურად 1,7 მილიონ 5 წლამდე ასაკის ბავშვს კლავს. დაბინძურებულ გარემოს ჩვენს ირგვლივ უამრავი რამ ქმნის. თუ თითოეული ადამიანი თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს სამყაროს წინაშე და მცირედით მაინც ეცდება სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას, ნამდვილად დიდ შედეგს მივიღებთ.
  • არ გამოტოვოთ! ხერხემლის შემოწმების უფასო აქცია თქვენი პატარებისთვის
    ოჯახის მკურნალი განაგრძობს კამპანიას - #შვილებისათვის. 21 და 22 ოქტომბერს, 13:00-დან 17:00 საათამდე, მობრძანდით თქვენს შვილებთან ერთად გლდანში, „სითი მოლში“, ხიზაბავრის N1, სადაც ორთოპედ-ტრავმატოლოგები ნინო რამიშვილი და სერგო მაღრაძე თქვენს შვილს ხერხემალს უფასოდ შეუმოწმებენ.
რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
თავის ტვინის ტრავმები

თავის ტვინის ტრავმები (თტტ) ტრავმათა საერთო რიცხვის 36-40%-ს შეადგენს. ყველაზე გავრცელებული დახურული ტრავმები გახლავთ ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა, ტვინზე ზეწოლა (კომპრესია); ღიაა ქალასარქვლის, ქალაფუძის მოტეხილობანი და ქალა-ტვინის ტრავმები. ტრავმა თავის ტვინში მრავლობით ცვლილებას იწვევს, რომლებიც ზოგადტვინოვანი და კეროვანი სიმპტომების
სახით ვლინდება. თტტ-ის გამოვლინებებზე, მკურნალობასა და მათ გართულებებზე ექიმი მაია რაზმაძე გვესაუბრება:


- თტტ-ის ყველაზე მსუბუქი და ხშირი ფორმა ტვინის შერყევაა. იგი თავის ქალაზე პირდაპირი, ძლიერი დარტყმის დროს ვითარდება. ახასიათებს გონების ხანმოკლე დაკარგვა და რეტროგრადული ამნეზია - დაშავებული ტრავმის შემდეგ ვეღარ იხსენებს მანამდე მომხდარ მოვლენებს, ვერ პასუხობს კითხვებს და არ რეაგირებს გამღიზიანებლებზე. მძიმე შერყევისას გონება და მეხსიერება უფრო მეტი ხნით იკარგება. ამას ერთვის ბრადიკარდია, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ერთჯერადი ან მრავლობითი ღებინება. თავის ტრავმის დროს ზიანდება ქალას ძვლები და მიკროსისხლძარღვები, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, უმთავრესად - თავის ტვინის ღეროში, სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ცენტრები მდებარეობს. სწორედ ტვინის ღეროში სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევის შედეგია გონების დაკარგვა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის შემდგომი მდგომარეობის განსაზღვრისას. გონების 10-20 წუთით დაკარგვა შერყევის მსუბუქ ფორმაზე მეტყველებს, რამდენიმე საათით დაკარგვა კი თავის ტვინის მძიმე დაზიანების - ღეროს დაზიანების, სისხლჩაქცევის, ჰემატომის ნიშანია. ნევროლოგიური სიმპტომები 7-10 დღეში გაივლის, მაგრამ მსუბუქი შერყევის შემდეგაც კი თავის ტვინში დიდი ხნით ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები. თავის ტვინის დაჟეჟილობა თტტ-ის შედარებით მძიმე ფორმაა, რომელიც ტვინოვანი ნივთიერების დესტრუქციას იწვევს, თანაც არა მარტო დარტყმის ადგილას, არამედ მისგან მოშორებულ უბნებშიც. შერყევისგან განსხვავებით, დაჟეჟილობისას გონების დაკარგვა გაცილებით ხანგრძლივია, რამდენიმე დღეც კი გასტანს.

ხშირია მეხსიერების მძიმე მოშლილობა და მყარი კეროვანი სიმპტომატიკა - პარეზი, დამბლა, მეტყველების დარღვევა, მგრძნობელობის, კოორდინაციის, თავის ქალას ნერვთა ფუნქციების მოშლა; შესაძლოა, განვითარდეს მენინგეალური სიმპტომები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებიც მოიშალოს. მსუბუქი ფორმის დაჟეჟილობისას ადამიანი გონებას დაახლოებით 2 საათით კარგავს, საშუალო სიმძიმის დაჟეჟილობისას - რამდენიმე საათით, მძიმე დაჟეჟილობისას კი დღეობითა და კვირაობითაც კი. ზოგჯერ დარტყმის ადგილას ჩნდება კისტოზური წარმონაქმნები, რომლებიც მოგვიანებით ეპილეფსიური გულყრების მიზეზად იქცევა. თავის ტვინის კომპრესია - ვითარდება ტვინის ქსოვილზე ქალას ძვლების ნამტვრევების, ჰემატომების, ტვინის შეშუპების ზეწოლის შედეგად. კომპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება არა ტრავმის მომენტში, არამედ 12-36 საათის (სისხლძარღვების გახეთქვის) შემდეგ, როდესაც ჰემატომა მნიშვნელოვან მოცულობას აღწევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კლინიკური ნიშნები ჩნდება ტრავმის მწვავე პერიოდის შემდეგ, ნათელი შუალედის ფონზე: ძლიერდება თავის ტკივილი, იწყება ღებინება, თავს იჩენს მენინგეალური სიმპტომები, ბრადიკარდია, კომა, ანიზოკორია (ჰემატომის მხარეს თვალის გუგის გაფართოება), კრუნჩხვა და დამბლა. დიაგნოზის დასაზუსტებლად პათოლოგიის სრულ სურათს კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იძლევა, რომელიც ადგენს დაზიანების საზღვრებს, ჰემატომებს, ძვლის ფრაგმენტებს და სხვა დეფექტებს.


- თავის ტვინის ტრავმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგი და გართულებაა თავის ტვინის ჰემატომა და სისხლჩაქცევა. რა ზიანის მოტანა შეუძლიათ მათ?
- ჰემატომა სისხლგროვა, სისხლის შედედებული კოლტია, რომელიც თავის ტვინში ტრავმის შემდეგ ჩნდება. მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ

ტვინის მაგარ გარსსა და ქალას შიგნითა ზედაპირს შორის არსებულ ეპიდურულ, ტვინის შუა შრეში არსებულ სუბდურულ და ტვინის შიგნითა შრეში არსებულ ტვინშიდა ჰემატომებს. ჰემატომას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება, ქალასშიგა წნევის მომატება, კომა. ზოგჯერ მის მოსაცილებლად საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ზოგჯერ კი თავისით გაიწოვება და შორეულ გართულებებსაც არ იწვევს. თავის ტვინის მაგარ გარსსა და ქალას ძვლებს შორის ეპიდურული სისხლჩაქცევა ვითარდება - ადამიანი ტრავმის შემდეგ გონებას კარგავს და თავადვე მოდის გონს, ნათელი პერიოდი რამდენიმე საათიდან 1-2 დღემდე გრძელდება. დამახასიათებელია მონოპარეზები, ყველაზე ხშირად - ზედა კიდურებისა. ზოგჯერ ვითარდება ჰემიპარეზიც, თუმცა სხეულის რომელიმე მხარის დაზიანება ამ შემთხვევაშიც გამოკვეთილია. სუბდურული ჰემატომა ტვინის მაგარ და ქსელისებრ გარსებს შორის სისხლჩაქცევის შედეგია, რომელიც ტვინის ვენების დაზიანების გამო ტრავმიდან რამდენიმე საათის შემდეგ ყალიბდება, ზოგჯერ - ერთი დღე-ღამის შემდეგაც კი. ამ დროს ზოგადტვინოვანი მოვლენები მალე ქრება, პაციენტი თითქოს გამოჯანმრთელდება, უბრუნდება სამსახურს, მოგვიანებით კი ეწყება ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, გულისცემის შენელება, მოთენთილობა და ანიზოკორია. სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას ნათელი პერიოდი არ აქვს, ტრავმის დროს ადამიანი განიცდის თავის ძლიერ, ხანჯლის ჩაცემის მაგვარ ტკივილს, ვითარდება ფსიქომოტორული აგზნება, ძლიერ პროგრესირებს მენინგეალური მოვლენები, ზურგის ტვინის სითხე გამოკვლევით სისხლისფერია და დიდი რაოდენობით შეიცავს სისხლის ელემენტებს. სისხლჩაქცევა კლინიკურად ინსულტს ჰგავს.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.