რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
პარკინსონის დაავადება

61 წლის მამაკაცს აქვს პარკინსონის დაავადება, სვამს ამიტრიპტილინს და ანტიპარკინს. ღამით არ სძინავს. გთხოვთ, მირჩიოთ რომელიმე დასაძინებელი საშუალება. გთხოვთ, აგვიხსნათ, რით განსხვავდება პარკინსონის დაავადება პარკინსონიზმისაგან და რა ნიშნები ახასიათებს.

პარკინსონით დაავადებულისთვის ამა თუ იმ პრეპარატის, მათ შორის საძილე საშუალების შერჩევა მკურნალი ექიმის კომპეტენციაა. სხვა საშუალებებიდან გირჩევთ ძილის წინ თბილი წიწვოვანი ნაყენის აბაზანას. კარგია აგრეთვე ერთი ჭიქა თბილი რძის სისტემატური მიღება დაძინებამდე 20-30 წუთით ადრე.

ტერმინი "პარკინსონიზმი" გამოიყენება ნებისმიერ ისეთ სინდრომთან მიმართებით, რომლის დროსაც პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი დარღვევები იჩენს თავს. საკუთრივ პარკინსონის დაავადება წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკულ პროგრესირებად დაავადებას. მას პირველად ანუ იდიოპათიურ პარკინსონიზმს მიაკუთვნებენ. განასხავავებენ მეორეულ პარკინსონიზმსაც. ეს უკანასკნელი  სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული - ენცეფალიტით, განსაზღვრული მედიკამენტების ჭარბი მიღებით, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზით და სხვა. პარკინსონის დაავადება პირველად 1817 წელს აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს პარკინსონმა ესეში "კანკალა დამბლის შესახებ". ავტორმა ამ ნაშრომში 6 პაციენტზე დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა. პარკინსონის დაავადების განვითარების დეტალები ბოლომდე დღესაც შეუსწავლელია, თუმცა დაავადების მიზეზებს შორის განიხილება რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა. ესენია დაბერება, მემკვიდრეობა, ზოგიერთი ტოქსინი და ნივთიერება.


დაბერების ფაქტორი
ის ფაქტი, რომ პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმპტომი ნორმალური (ფიზიოლოგიური, არაპათოგენური) დაბერების პროცესშიც ვლინდება, ამყარებს იმ ვარაუდს, რომ პარკინსონიზმის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა ნეირონთა რაოდენობის ასაკობრივი შემცირებაც იყოს. დღეს უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ყოველ 10 წელიწადში ადამიანი ნეირონთა დაახლოებით 8%-ს კარგავს, მიუხედავად მათი რეგენერაციისა (განახლებისა). ტვინის კომპენსატორული შესაძლებლობანი იმდენად დიდია, რომ პარკინსონიზმის სიმპტომები მხოლოდ ნეირონთა 80%-ის დაკარგვის შემთხვევაში ვითარდება.


მემკვიდრეობითი ფაქტორი
უკვე მრავალი წელია მსჯელობენ მეცნიერები დაავადებისადმი მემკვიდრეობითი განწყობის შესახებ. როგორც ვარაუდობენ, გენეტიკური მუტაცია შესაძლოა ზოგიერთი ნივთიერებისა და ტოქსინის მავნე ზემოქმედებით იყოს განპირობებული.


ტოქსინები და მავნე ნივთიერებები
1977 წელს აღწერილ იქნა მძიმე პარკინსონიზმის რამდენიმე შემთხვევა ნარკომანებში, რომლებიც სინთეზურ ჰეროინს იღებდნენ. ეს ფაქტი მოწმობს, რომ სხვადასხვა ქიმიურმა ნივთიერებამ შესაძლოა თავის ტვინის ნეირონებში პათოლოგიური პროცესი "ჩართოს" და პარკინსონიზმის გამოვლინებანი გამოიწვიოს. პარკინსონის დაავადების სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია ვირუსული ინფექციები, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, ქალა-ტვინის მძიმე და განმეორებადი ტრავმები, ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება (მაგალითად, იმ მედიკამენტებისა, რომლებიც ბლოკავს დოფამინის გამოყოფას ან გადაცემას - ნეიროლეფსიური საშუალებანი, რეზერპინის შემცველი პრეპარატები), ამიტომაც Pპარკინსონის დაავადების დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია იმის დაზუსტება, როგორი თერაპია უტარდებოდა პაციენტს.


კლინიკური გამოვლინება და ძირითადი სიმპტომები
დაავადება იწყება ამიოსტატიკური სინდრომის თანდათანობით განვითარებით. ამიოსტატიკურ ანუ აკინეზურ-რიგიდულ სინდრომს ახასიათებს მოძრაობის შენელება (ბრადიკინეზია), მოძრაობის სიღარიბე (ოლიგოკინეზია) და ექსტრაპირამიდული ჰიპერტონია. ამიოსტატიკურ სინდრომს ერთვის პარკინსონული ტიპის კანკალი. ექსტრაპირამიდული ჰიპერტონია გამოიხატება ტანის, სახისა და კიდურების კუნთთა პლასტიკური ტონუსის გაძლიერებით, რის შედეგადაც ქუთუთოების ხამხამი იშვიათდება (მარის სიმპტომი), იბოჭება და ღარიბდება ნებისმიერი მოძრაობა, სახე ამიმიურია, ნიღბისებრი, მცირდება ან ქრება ფიზიოლოგიური სინკინეზიები: სიარულისას არ ხდება ხელების დამაბალანსებელი მოძრაობა (აქეიროკინეზია), ავადმყოფს უჭირს სკამიდან სწრაფად წამოდგომა, ეცვლება მეტყველება (არამოდულირებულ,

მონოტონურ ხასიათს იღებს) და ხელწერა (მიკროგრაფია). თავისებურად იცვლება ავადმყოფის პოზაც - თავი და ტანი წინ არის დახრილი, ხელები ადუქციურია, ნაწილობრივ არის მოხრილი წინამხარი და თითები, ფეხებიც მენჯ-ბარძაყის სახსრებში ოდნავ არის მოხრილი. ავადმყოფი დადის მოკლე-მოკლე ნაბიჯებით. მტევნის პასიური მოძრაობისას გამოხატულია ე. წ. დაკბილული ბორბლის სიმპტომი (ნეგროსი). ავადმყოფი უმეტესად დეპრესიულია. შესამჩნევია ემოციური ლაბილურობა - ავადმყოფი ადვილად იცრემლება და იგზნება, ჭირვეული და ახირებულია. აღწერილ ავადმყოფურ მდგომარეობას ემატება პარკინსონული კანკალი: ხელის თითები წამში 4-7 სტერეოტიპულ რიტმულ მოძრაობას ასრულებს. მოძრაობა ჰგავს აბის დამრგვალებას, ლითონის ფულის დათვლას. როდესაც კანკალი ძლიერია, ხელის თითები და მტევანი ფანდურზე დაკვრის მსგავს მოძრაობებს ასრულებს. დაავადების გამწვავებისას კანკალი ქვედა კიდურებსაც მოიცავს. კანკალი, ჩვეულებრივ, ერთი ხელიდან იწყება და შემდეგ მეორეზეც გადადის. შესაძლოა, ჩონჩხის კუნთებზეც გავრცელდეს. პარკინსონული კანკალი გამოხატულია მოსვენებისას, ძლიერდება დაღლისა და ემოციის დროს, ძილის დროს კი ქრება. პარკინსონის დაავადება ნელა, წლობით და პროგრესულად მიმდინარეობს. აქტიური მოძრაობები თანდათან კნინდება, ბოლოს ქრება და ავადმყოფი მოვლა-პატრონობას საჭიროებს.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.