რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანოს ზოგიერთი დაავადება და დეფექტი

 

- სასქესო ასოს კიბოსწინარე დაავადებებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- სასქესო ასოს კიბოსწინარე დაავადებებიდან ყველაზე მეტად არის გავრცელებული ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები წვეტიანი კონდილომები ასოს თავსა და ჩუჩაზე (ქალებში აღნიშნული ვირუსი შესაძლოა საშვილოსნოს ყელის სიმსივნის მიზეზად იქცეს). შედარებით იშვიათად გვხვდება ვირუსული წარმოშობის დიდი ზომის შეუხორცებელი მუწუკი - პაპულა - და ასევე იზოლირებული გიგანტური კეთილთვისებიანი სიმსივნე - კონდილომა. ასევე იშვიათია ასოს თავზე წითელი (შინდისფერი) სველი ლაქა - ერითროპლაზია. ხშირია ეგრეთ წოდებული კანის რქა ტრავმის ან ძველი მეჭეჭის მოცილების შემდეგ ჩუჩის გარედან გაჩენილი წვეტიანი უხეში გარქოვანების სახით. ქრონიკული ანთებისა და გაღიზიანების გამო ხშირია წყლულები ჩუჩაზე (შიგნიდან) და ასოს თავზე, ეროზიები, ლეიკოპლაკიები, ნახეთქები. ვინაიდან ყველა ჩამოთვლილი პათოლოგია კიბოსწინარედ მიიჩნევა, არამც და არამც არ შეიძლება თვითმკურნალობა. ასეთ დროს ნაჩვენებია ბიოფსია, მასალის გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ მოწვა, ამოჭრა, ელექტროკოაგულაცია, ლაზეროთერაპია, სტეროიდული ან ანტივირუსული მალამოების გამოყენება ექიმი სპეციალისტის მეთვალყურეობით.


- სასქესო ასოს რა სახის ტრავმას ხვდებით უმეტესად და რას გულისხმობს ასეთ დროს პირველი დახმარება?
- სასქესო ასოს ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა (ბლაგვმა, ბასრმა, ცეცხლსასროლმა) ფიზიკურმა დამაზიანებელმა, მაგრამ მკითხველისთვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება სქესობრივი ურთიერთობის დროს, განსაკუთრებით - გამოუცდელობისას, სიმთვრალისას, არასრულყოფილი ერექციითა და უხეში ქმედებით გამოწვეული ისეთი ტრავმები, როდესაც საშარდე მილი არ ზიანდება: ე. წ. ასოს მოტეხილობა (მღვიმოვანი სხეულების გარსის დაზიანება), ასოს საფიქსაციო იოგების დაზიანება, ე. წ. ამოვარდნილობა და ჩუჩის ლაგამის (მეტწილად - მოკლესი) ჩახევა. უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა გარეგანი სისხლდენის შეჩერება (რაც ადვილად ხერხდება ნახვევის დადებით) და ექიმთან მისვლა, მოტეხილობისა და ამოვარდნილობის შემთხვევაში კი პირველი დახმარება გულისხმობს შინაგანი სისხლდენის შემცირებას ჰიპოთერმიით (ყინულით, ცივი საფენებით), ასოს იმობილიზაციას (მუყაოზე ან ფანერზე ფიქსირებას), ტკივილგამაყუჩებლის მიღებას და დაუყოვნებლივ სპეციალისტთან მისვლას ერექციული დისფუნქციის თავიდან ასაცილებლად.


- რა შეიძლება იყოს სქესობრივი აქტის დროს ასოს ტკივილის მიზეზი?
- სქესობრივი აქტის დროს ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ასოს თავისა და კანის ანთებითი დაავადებები, მოკლე ლაგამი, ჩუჩის შევიწროება;
  • მღვიმოვანი სხეულების ანთება ან თრომბოზი;
  • პეირონის დაავადება.

ყველა ეს პათოლოგია კვლევასა და კვალიფიციურ მკურნალობას მოითხოვს.


- იქნებ ისიც გვითხრათ, რა არის პეირონის დაავადება, როგორ ვლინდება და როგორ მკურნალობენ.
- პეირონის დაავადება სასქესო ასოს შეძენილი დეფორმაციაა, რომელიც უმეტესად 40 წლის შემდეგ ვითარდება. ასოს მღვიმოვანი სხეულების გარსებში, ერთ ან რამდენიმე ადგილას, ჩნდება სხვადასხვა ზომის გამკვრივებული უბნები - ფოლაქები, რომლებიც ხელითაც ისინჯება, ერექციის დროს კი ასო იღუნება სიმკვრივის მხარეს. ამ შემთხვევაში ერექცია მტკივნეულია, არასრულფასოვანი, რაც მკვეთრად ამცირებს მამაკაცის სქესობრივ აქტიურობას. საწყის სტადიაში დაავადებას მკურნალობენ E ვიტამინის დიდი დოზებით, გამწოვი საშუალებებით (ისეთებით, როგორიც არის ლიდაზა, მინისებრი სხეული), ფიზიოთერაპიით, ლაზეროთერაპიით, ხოლო უხეში დეფორმაციის დროს ოპერაციას ატარებენ - გამკვრივებულ უბანს კვეთენ ან სხვაგვარად ახდენენ პათოლოგიის კორექციას.


- რა არის პრიაპიზმი? რას გვთავაზობს ამ დროს მედიცინა?
- პრიაპიზმი ასოს გახანგრძლივებული, პათოლოგიური, არაადეკვატური, მტკივნეული ერექციაა, რომელსაც თან არ ახლავს სქესობრივი ლტოლვა და არ განიტვირთება ეაკულაციით - სპერმის გამოყოფით. პრიაპიზმის პროვოცირებას ახდენს:

  • ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები: შიზოფრენია, ეპილეფსია;
  • სასქესო ორგანოების ადგილობრივი პათოლოგიები: ფიმოზი, პარაფიმოზი, ურეთრიტი, პროსტატიტი, საშარდე მილის კენჭი;
  • სისხლის დაავადებები;
  • ნარკომანია;
  • ალკოჰოლიზმი.



თარიღი : 28-04-2017
ვახტანგი
გამარჯობათ ასოს თავზე ნერწყვის მოხვედრისას მიწთლდება და მიგიზიანდება ალერგიული სახით მგონი, და შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის ეს
თარიღი : 16-03-2017
aleqsi
გამარჯობატ ვარ 25 წლის სასქესო ორგანოს ქვეშ ანუ საკვეერცხებს შორის მაქვს გამონაყარი და მეფხანება მძვრება და სითხე გამომდის იქნებ ამიხსატ როგორ მოვიქცე
თარიღი : 03-12-2016
soso
გამარჯობატ მაქვს ასოს ტავზე და მიმდებარე ადგილებზე სიწიტლე და ასევე გამონადენიი და რა სჰეიდლება მცჰირდეს ასევე ცჰვეულებრივ პირობებსჰი ვგრდზნბ წვას ასოს ტავზე
თარიღი : 26-08-2016
დათო გოგოლაური
ვარ 13 წლის 3 დღეა შარდვის დროს მეწვის პენისის თავი (განსაკუთრებით დილით) და ასევე გამოიყოფა არასასიამოვნო სუნი, ვიკეთებ სოდიანი წყლის აბაზანას მაგრამ არ მშველის
თარიღი : 07-04-2016
ზურაბ ცაცაშვილი
გამარჯობატ ბატონო ზურაბ, თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს.. სასქესო ორგანოში გამონადენი როგორ უნდა განიკურნოს?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოჯახის მკურნალის" კამპანიის -#შვილებისათვის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს თბილისი მოლში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის შესახებ გვესაუბრება ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.