რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
როგორ ვუშველოთ მუცლის შებერილობას

ვარ 57 წლის. ბოლო დროს ხშირად მაწუხებს მეტეორიზმი. გთხოვთ ამიხსნათ, რისი ბრალია და, თუ შესაძლებელია, მირჩიოთ ხალხური სამკურნალო საშუალება.

გვესაუბრებააკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, გასტროენტეროლოგი თამარ შაშიაშვილი:


- მუცლის ბერვას არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ფერმენტული უკმარისობა, დისბაქტერიოზი, ქრონიკული შეკრულობა, ნაწლავთა დაავადებები (დოლიქოსიგმა, მეგაკოლონი და სხვა). შებერილობა შეიძლება იყოს ნეიროგენულიც - ეს დაკავშირებულია აეროფაგიასთან ანუ ჰაერის ყლაპვასთან. სამწუხაროდ, მკითხველი დაწვრილებით არ აღგვიწერს თავის მდგომარეობას, არ მიუთითებს, აწუხებს თუ არა შებერილობასთან ერთად შეკრულობა, ფაღარათი ან რომელიმე სხვა სიმპტომი. სავარაუდოდ, მისი პრობლემა დისბაქტერიოზით ან შეკრულობით უნდა იყოს გამოწვეული. თუ ეს დიაგნოზი დადასტურდა, პაციენტს ფერმენტული მკურნალობა და ნაწლავის ფლორის მომაწესრიგებელი საშუალებების მიღება დასჭირდება.


- კვების თაობაზეც ხომ არ მისცემდით რაიმე რეკომენდაციას?
- ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანი, მით უმეტეს მაშინ, როცა ნაწლავურ პრობლემებს უჩივის, უნდა იკვებებოდეს დღეში 3-4-ჯერ, გარკვეული ულუფებით. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ისეთი რაოდენობით, რომელიც მათ შორის თანაფარდობის დარღვევას არ გამოიწვევს (სწორედ ამას ვგულისხმობთ ექიმები, როდესაც ვამბობთ, რომ კვება დაბალანსებული უნდა იყოს). საკვები უნდა დამუშავდეს სათანადოდ, მაგრამ არა ჭარბად - მეტისმეტად შემწვარმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გააღიზიანოს და მონელების პროცესის დარღვევას შეუწყოს ხელი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმით უზომოდ მდიდარი - ცხიმის დაშლისას მოსალოდნელია მეტეორიზმი. ასეთივე დისკომფორტი ნახშირწყლების ჭარბმა მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს. ბევრი სამუშაოს გამო ვერ ახერხებს სწორი რეჟიმით კვებას. ჭამს დღეში ერთხელ ან ორჯერ, დიდი ულუფებით და გვიან საღამოს, რაც ძალიან ცუდია ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების პროცესებისთვის. ასეთ დროს ხშირია ყაბზობა, ფაღარათი, მუცლის ბერვა და დისკომფორტი საკვების მიღების შემდეგ. მოსალოდნელია კიდევ უფრო სამწუხარო შედეგიც.


- რის ჭამას გვირჩევთ მეტეორიზმის დროს?
- კარგია მოხარშული მჭლე ან ნაკლებად ცხიმიანი ძროხის ხორცი, კანგაცლილი მოხარშული ქათმის ხორცი, მოხარშული თევზი, შედედებული რძის პროდუქტები: ხაჭო, უმარილო ჭყინტი ყველი, ნაღებმოხდილი მაწონი, ნადუღი, ბოსტნეული. თუ ადამიანს შეკრულობისკენ აქვს მიდრეკილება, შეუძლია უმი ბოსტნეულის სალათები მიირთვას (დაკეპილი კომბოსტო ან გახეხილი სტაფილო, ზეთმოსხმული და მწვანილით შეზავებული, შესანიშნავია შეკრულობის დროს), ხოლო თუ ფაღარათს უჩივის, მოშუშული ან მოხარშული ჯობს.


- რომელი ხალხური საშუალება უხდება მეტეორიზმს?
- შესანიშნავია გვირილის ნაყენი: 1 სუფრის კოვზ გვირილას დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაცივოთ, გადავწუროთ და მივიღოთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

  • ეფექტურია პიტნის ჩაი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ძალიან უხდება.
  • კამის ნახარში და წვენი შებერილობის დროს არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც შველის.
  • ეფექტურია მცენარეული ნაღველმდენი საშუალებებიც: კრაზანა, ვარდკაჭკაჭა, - რომლებიც ჰეპატოპროტექტორული თვისებებითაც გამოირჩევა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების დროს საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
  • ფაღარათის დროს ეფექტურია ჭინჭრის ძირების ნახარში.
  • მრავალძარღვა, რომელიც გამოდის ფხვნილებისა და გრანულების სახით, ძალიან კარგია მონელებისთვის, განსაკუთრებით - დაბალი მჟავიანობის დროს, რომელსაც ხშირად ახლავს თან მეტეორიზმი.
  • მედიკამენტებიდან კარგია ნახშირისა და სიმეტიკონის შემცველი პრეპარატები: ესპუმიზანი, მეტეოსპაზმილი,
    ენზიმტალი და სხვა.

მეტეორიზმის დროს მიზანშეწონილია მკურნალობაში ჩართული იქნეს პრებიოტიკები - ლაქტულოზის შემცველი პრეპარატები, მაგალითად, დუფალაკი, ნორმაზე, მედულაკი (მეტადრე - შეკრულობის დროს), აგრეთვე პრობიოტიკები - ნაწლავის ბაქტერიული ფლორის მომაწესრიგებელი პრეპარატები, რომლებიც გაააქტიურებს ნაწლავებში შეწოვისა და მონელების პროცესებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მედიკამენტების უსისტემოდ, თვითნებურად, ექიმის რჩევის გარეშე მიღება არ შეიძლება - ამან შესაძლოა მდგომარეობა უფრო მეტად გაართულოს. ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის შემდეგ ექიმი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას და დანიშნავს მკურნალობის ინდივიდუალურ, კონკრეტული ვითარებისთვის შესაბამის კურსს. სწორ დიაგნოზს დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის წარმატებისთვის.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰემოლიზური სიყვითლე

3. ახალშობილთა პიკნოციტოზი (ერითროციტები სადგისისებრი წანაზარდებით)

პიკნოციტოზი ახალშობილებთან დიაგნოსტირდება დაბადების პირველივე დღეებში, ხოლო ე ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის მქონე დღენაკლულებთან - დაბადებიდან 3-4 კვირაში. ასეთ ბავშვებს ერითროციტების მორფოლოგიის ცვლილებასთან ერთად სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონე, გამოხატული თრომბოციტოზი, შეშუპება და არაპირდაპირი ბილირუბინის მაღალი დონე აქვთ.

ცხენი ბავშვთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე დადებითად მოქმედებს. ყველა მშობელი ნებისმიერ ფანდს მიმართავს, ბავშვის აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად. იაპონელი ექსპერტების ბოლო კვლევების მიხედვით, ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებასა და აკადემიურ მაჩვენებლებზე დადებით ეფექტს ახდენს ცხენით ვარჯიში.
მსოფლიოში საუკეთესო ახალშობილმაც კი, ვიდრე დედასთან ერთად შინ გაემგზავრება, ცხოვრებაში პირველი გამოცდა უნდა ჩააბაროს - შეფასდეს ექიმის მიერ აპგარის სკალის მიხედვით. რას გულისხმობს შეფასების ეს სისტემა და რა კრიტერ­იუმებით ფასდება ახალ­შობილი - გვესაუბრება ნეონატოლოგი მედეა სიჭინავა.

ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი არის ერთ წლამდე ასაკის ჩვილთა ლეტალური გამოსავალი კონკრეტულ სიმპტომთა გარეშე. ასეთი სიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა აუტოფსიითაც კი შეუძლებელია (აუტოფსია სიკვდილის მიზეზის დასადგენად სხეულის პათოლოგ-ანატომიურ გაკვეთასა და ცალკეულ ორგანოთა შესწავლას გულისხმობს).
თანამედროვე ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად განვითარებულები არიან და მოზარდების საშუალო სიმაღლეც შემცირებულია. მეცნიერებმა შეადარეს გასული საუკუნის ბოლოს მცხოვრები ახალგაზრდების შესახებ ინფორმაცია ახლანდელი მოზარდების მონაცემებთან.
სკლერემა (ახალშობილთა)
ახალშობილთა სკლერემა ახალშობილთა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს კანისა და კანქვეშა ქსოვილის დიფუზიური გამკვრივება. ის მეტწილად უვითარდებათ დღენაკლულ და სუსტ ახალშობილებს, რომელთაც აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დარღვევები, გულის მანკი, ფილტვების ატელექტაზი, ინფექციური დაავადებები (მაგალითად, საშვილოსნოშიდა მიკოპლაზმური ინფექცია), სეფსისი და ა.შ.

11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.