რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
საჭმლის მონელების დარღვევა ორსულებში

არსებობს დაავადებები, რომლებიც ორსულებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე სხვებს. მაგალითად, ნაწლავთა დაცლის გაძნელებას (მარტივად რომ ვთქვათ, ყაბზობას) ორსულთა 57% და მელოგინეთა 30% უჩივის. რით აიხსნება ეს და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას? ამ კითხვებით მეან-გინეკოლოგ გიული შეშელიძეს მივმართეთ.


- ქალბატონო გიული, მეტეორიზმი ანუ მუცლის შებერილობა საკმაოდ ხშირად აწუხებთ მომავალ დედებს. რით არის გამოწვეული ეს მდგომარეობა?
- შებერილობა ორსულობისა და ლოგინობის ხანის ყველაზე ხშირი პათოლოგიაა. მისი ასეთი ხშირი გავრცელება გამოწვეულია ქალის საჭმლის მომნელებელ სისტემაში უშუალოდ ორსულობით გამოწვეული ფიზიოლოგიური ცვლილებებით. ამ დროს ნელდება ნაწლავების პერისტალტიკა, ფერხდება შიგთავსისგან მათი დაცლა, შესაბამისად, იმატებს შებერილობა, შესაძლოა გამოვლინდეს შეკრულობაც. ამას ხელს უწყობს ჰორმონული გარდაქმნები, რომლებიც ორსულობისთვის არის დამახასიათებელი. ეს იწვევს მუცლის ღრუს სისხლძარღვების სისხლით გადავსებას და ამის შედეგად ნაწლავთა კედლის მცირედ გამოხატულ შეშუპებას. ამასთანავე, მზარდი საშვილოსნო ავიწროებს ნაწლავებს, უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს მუცლის ღრუში და მეტეორიზმიც ძლიერდება. შებერილობის დროს ქალი გრძნობს დისკომფორტს, მუცელში ჭრას და ზოგჯერ შეკრულობას. მოდი, მუცლის შებერილობის მიზეზებზე უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ. საშვილოსნოს კუნთების სპაზმის მოსახსნელად (სპაზმმა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, თვითნებითი აბორტი) სისხლში იმატებს ქალური ჰორმონის - პროგესტერონის შემცველობა. სისხლში ამ სასქესო ჰორმონის მატება ადუნებს ნაწლავთა კუნთებს, რაც იწვევს საკვების ნარჩენების შეკავებას და აირთა გაძლიერებულ წარმოქმნას. მომავალი დედის არასწორი კვება, მაგალითად, დიდი რაოდენობით პარკოსნების, ახალი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, გაზიანი სასმელების სმა ასევე ხშირად იქცევა მეტეორიზმის მიზეზად. ორსული უნდა იკვებებოდეს ზომიერი ულუფებით დღეში 5-6-ჯერ. საკვების იშვიათად და დიდ ულუფებად მიღება საკვების გადამუშავებაზე უარყოფითად აისახება. ორგანიზმში ფერმენტების გამომუშავების დაქვეითება, რომელიც ორსულობამდე შეუმჩნეველი იყო, ასევე შეიძლება მეტეორიზმის მიზეზად იქცეს - ფერმენტული უკმარისობის გამო წვრილი ნაწლავიდან საკვები გადაუმუშავებელი გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც მიმდინარეობს ლპობა და აირთა წარმოქმნა. ორსულობის გვიანდელ პერიოდში გადიდებული საშვილოსნო ჭყლეტს ნაწლავებს, რაც ხელს უშლის მათ ნორმალურად მუშაობას. სტრესი და მღელვარება ხელს უწყობს ნაწლავთა მუშაობის დარღვევას და აგროვებს აირებს.


როგორ მოვიქცეთ?
მეტეორიზმისა და ყაბზობის მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვება. რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, საკმარისი რაოდენობით შეიცავდეს სითხეს (დღეში 1,5 ლ-ს მაინც). ნაწლავში უნდა ჩადიოდეს რაც შეიძლება დიდი რაოდენობის უჯრედისი. იგი კი არ გადამუშავდება, არამედ იჯირჯვება, ზრდის ფეკალური მასების მოცულობას და ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას. პირველ ტრიმესტრში ერიდეთ პარკოსნებს, ყურძენს, ძველ კომბოსტოს, ბოლოკს, რძეს - ეს პროდუქტები აძლიერებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას და ხელს უწყობს შებერილობას. მიირთვით ქორფა ხილი და ბოსტნეული - კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, ლობიო, ბარდა, ფორთოხალი, აგრეთვე - შავი პური და ნიგოზი. აუცილებელია, რაციონში ჩაირთოს ოდნავ მოხარშული ან მოშუშული ხილ-ბოსტნეული. ჭარხალი, შავი ქლიავი, ლეღვი, ჭერამი ხელს უწყობს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას და აადვილებს ნაწლავთა დაცლას. შავი ქლიავისა უმჯობესია მიირთვათ ნაყენი: 100 გ ქლიავს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დაამატეთ ცოტაოდენი შაქარი, დაახურეთ სახურავი და

10-12 საათით (მთელი ღამით) ასე დატოვეთ. მეორე დღეს ნაყენი ორად გაყავით და მიიღეთ ჭამის წინ, ხოლო ქლიავი მიირთვით. ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს უზმოზე ერთი ჭიქა ცივი წყლის დალევას. მასში შეიძლება დაამატოთ ერთი კოვზი თაფლი. ეფექტურია რძემჟავა პროდუქტები: მაწონი, კეფირი, ბურახი, მჟავე ბორშჩი.  სასარგებლოა მცენარეული ზეთი - დაშლისას ის წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს და აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერისტალტიკას. ორსულები უნდა ერიდონ მაგარ ჩაის, შავ ყავას, კაკაოს, შოკოლადს, თეთრ პურს, ცომეულს, ლორწოვან სუპებს, მანანის ფაფას, მოცვს. ყველა ეს პროდუქტი, აგრეთვე - მშრალი საკვები იწვევს შეკრულობას. ძლიერი შებერილობისას შეგიძლიათ მიიღოთ გვირილის, პიტნის, კამის, კვლიავის ნაყენი. გარდა ამისა, გამოიყენება ფერმენტული პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას (ფესტალი, პანზინორმი, მეზიმ ფორტე). ორსულებისთვის ნებადართულია ესპუმიზანი, ენტეროსორბენტები (კარბოლენი - აქტივირებული ნახშირი), მაგრამ მათი მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის თანხმობითა და დანიშნულებით.  ყაბზობის მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოძრაობას და ფიზიკურ ვარჯიშებს. ორსულობისას არ შეიძლება საფაღარათო საშუალებების მიღება - შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიონ. ექიმის თანხმობით შეიძლება მივიღოთ ლაქტულოზის შემცველი პრეპარატი (დიუფალაკი). ის მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორის მეტაბოლიზმზე, ზრდის ნაწლავის შიგთავსის ოსმოსურ წნევას, საქაროლიზური ბაქტერიების ბიომასას. შედეგად ძლიერდება პერისტალტიკა და ნორმალიზდება დეფეკაცია. დაბოლოს, რამდენიმე რეცეპტი:

  • მიიღეთ 1 ღვინის ჭიქა სტაფილოს წვენი დღეში სამჯერ.
  • 1 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი აადუღეთ 2 ლიტრ წყალში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ არყის ჭიქით. შეგიძლიათ დაატკბოთ.
  • 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ ცივ წყალს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი მაწონი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი. მიიღეთ უზმოზე.
  • 1 კგ მრავალძარღვა წამოადუღეთ 3 ლ წყალში. ადუღეთ, ვიდრე წყალი არ განახევრდება. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 50-50 გრამი. კურსი გაიმეორეთ რამდენჯერმე, 3-თვიანი შუალედებით.
  • მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი ალოეს წვენი.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.
აშშ-ში მოუსვენარი ცხოვრება საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის ახალი მაჩვენებელია. ადრე მაღალი სტატუსის სიმბოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება და სადილის შემდეგ გოლფის თამაში იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
07 აგვისტო 2017
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც.
22 აგვისტო 2017
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.