რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
გასტრიტი, აშლილობა, შეკრულობა, კოლიტი

 

ხალხური მედიცინის  რამდენიმე რჩევა
კოლიტის დროს გამორიცხეთ რაციონიდან ყოველგვარი ცილოვანი პროდუქტი: ხორცი, ხორცის ნახარში, კვერცხი და ა.შ. სასარგებლოა: რძე, ფაფა, კარტოფილის პიურე, ყურძნის წვენი (ნახევარი ჭიქა დღეში).
მწვავე გასტრიტის დროს პირველ რიგში საჭიროა კუჭის გაწმენდა საფაღარათო საშუალებით. მთელი დღე-ღამე არაფერი ჭამოთ, მომდევნო დღეებში კი მიირთვით მხოლოდ თხევადი უცხიმო საკვები მცირე ულუფებით. მუცლის ტკივილისას მუცელი დაითბუნეთ. დილით და საღამოთი გაიკეთეთ ოყნა სოდის, ბორის მჟავას ან გვირილის ხსნარით.
ქრონიკული გასტრიტის დროს შინ შეიძლება ჩაიტაროთ ასეთი მკურნალობა: ოყნა, შემდეგ - მკაცრი დიეტა: არავითარი ცხიმიანი, მარილიანი, სპირტიანი, მწარე, არავითარი ნუგბარი და რაც შეიძლება ცოტა ტკბილეული. უნდა ჭამოთ ცოტა და ხშირად, რათა კუჭი მცირე ხანსაც არ დარჩეს ცარიელი. საკვები კარგად უნდა დაღეჭოთ. პირველ ხანებში მიირთვით ბლანტი - ბრინჯის, ქერის, ჭვავის რძიანი სუპები. სასარგებლოა მცირე რაოდენობით ჩაის მიღება, განსაკუთრებით - მწვანე ჩაისა, მაგრამ არა ჭამის დროს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი წითელი ჭარხალი, მჟავე კომბოსტო და წიწიბურას ფაფა.

გასტრიტის სამკურნალო რეცეპტები


თეთრთავა კომბოსტოს წვენი
კარგადEშემოსული კომბოსტოს ფურცლები დაჭერით, გამოწურეთ, მიიღეთ თბილი წვენი 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე. კარგია ქრონიკული გასტრიტის დროს, განსაკუთრებით - კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობის შემთხვევაში.
გამოწურული კომბოსტოს წვენის შენახვა შეიძლება მაცივარში არა უმეტეს ორი დღე-ღამისა.
არსებობს სხვა წესიც: წვენი შეიძლება მიიღოთ ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. დაიწყებთ 1/2 ჭიქიდან და დოზას თანდათან გაზრდით 1 ჭიქამდე დღეში 3-4-ჯერ. სვით 3-4 კვირის განმავლობაში.
კარტოფილის წვენი
მიიღეთ 3/4 ჭიქა ახალგამოწურული წვენი უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე. ყოველი 10 დღის შემდეგ უნდა შეისვენოთ. კარგია მჟავიანობის მომატებით მიმდინარე გასტრიტის დროს.

შეკრულობის დროს
საჭიროა კვება ბუნებრივი პროდუქტებით, ისეთებით, როგორიც არის საღი მარცვლეული, ცოცხალი წვნიანი ხილი, უმი და სწორად მოხარშული ბოსტნეული. ისინი ნაწლავს ამარაგებენ იმ აუცილებელი ელემენტებით, რომლებიც საჭიროა მისი კუნთების ნაყოფიერი მუშაობისთვის.
საკვები, რომელიც ასუსტებს პერისტალტიკას და იწვევს შეკრულობას:
ყოველგვარი ცხელი სასმელი - ჩაი, ყავა, წყალი და სხვა;
შემკვრელი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ტანინს, კაკაო, წითელი ღვინო;
შემომგარსველი საშუალებები - ბრინჯისა და ჭვავის ნახარში, კისელი და კარტოფილის ფქვილი, ახალი თეთრი პური, ყოველგვარი ღვეზელი, ფქვილის ნაწარმი, ცხიმიანი ხორცი.
შეკრულობისას კარგია პროდუქტები, რომლებსაც საფაღარათო მოქმედება ახასიათებს.
ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს ცივი სასმელები, ნაყინი, ბურახი, მარილიანი პროდუქტები, თაფლი, რძის შაქარი, საზოგადოდ, შაქრის შემცველი, მაგრამ არა ფქვილოვანი პროდუქტი, ასევე - უხეში მცენარეული საკვები: ჭვავის პური, კანიანი ხილი, მაგარი უჯრედისის შემცველი ბოსტნეული (ჭარხალი, თალგამი, ბოლოკი), წიწიბურას ფაფა, ორგანული მჟავების შემცველი პროდუქტი: კეფირი, კუმისი, ნაღები, ალუბალი, გარგარი, მოცხარი, პომიდორი, კომბოსტო, თეთრი ღვინო.

დიზენტერიის დროს
საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი. ყველა პროდუქტი ქუცმაცდება. უხეში და ძნელად გადასამუშავებული პროდუქტი გამოირიცხება.
არ შეიძლება ცივი საკვებისა და სასმლის მიღება, ვინაიდან ცივი აძლიერებს სისხლის მიდინებას დაზიანებულ ნაწლავებთან. დაავადების მწვავე პერიოდში უნდა მიირთვათ ბრინჯისა და ქერის ბლანტი სუპები, ცილოვანი წყალი (ახალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ წყალთან ერთად და სვით მცირე ყლუპებით, თბილი). გამოჯანმრთელების შემდეგ სხვა საკვებზე გადასვლა უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად. როცა განავალში სისხლი აღარ იქნება, შეიძლება, პაციენტს მიეცეს კარტოფილისა და სტაფილოს პიურე, ბულიონი, ახალი ხაჭო, კისელი, ოდნავ დამტკბარი შავი ყავა. შემდეგ შეიძლება, რაციონში თანდათან ჩაერთოს ხორცი, ახალი თევზი, კვერცხი, ნაღების კარაქი, ნაღები, წიწიბურას და შვრიის წყალზე მომზადებული ფაფები.

 

 

 



ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.