რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ნიახური და ტყის მარწყვი ორგანიზმის გამწმენდი საშუალებები

ხალხური მედიცინა ორგანიზმის წიდისგან გაწმენდის არაერთ საშუალებას ფლობს. ამჯერად თქვენს ყურადღებას ზეთის დაგუბების პროცედურაზე, ნიახურისა და ტყის მარწყვის სამკურნალო-პროფილაქტიკურ თვისებებზე შევაჩერებთ.

ნიახური 


ნიახური მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით - კალიუმით, ნატრიუმით, კალციუმით, თუთიით, რკინით, ფოსფორით, მაგნიუმით, C ვიტამინით, შეიცავს აგრეთვე B, PP და E ჯგუფის ვიტამინებს, პურინებს, ეთერზეთებსა და პროვიტამინ A-ს. ჩინურ მედიცინაში ნიახური ოდითგანვე ცნობილია როგორც წნევის დამწევი საშუალება. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ნიახური არტერიული წნევის მარეგულირებელ ნივთიერებებს შეიცავს.
ნიახურის ფესვის, ღეროსა და ფოთლების ნაყენი აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში დაგროვილი აირების გამოდევნას, განამტკიცებს ნერვულ სისტემას, ასტიმულირებს შარდის გამოყოფას. აქვს ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ადვილად ახორცებს ჭრილობებს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, აძლიერებს ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარს.
ნიახურის ნაყენი ძველთაგანვე გამოიყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად ჭინჭრის ციების, ლიქენისა და კანის სხვა დაავადებების დროს, მცენარის თესლის ნაყენი კი თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებათა სამკურნალო საუკეთესო საშუალებაა, რეკომენდებულია აგრეთვე პოდაგრისა და რევმატიზმის დროს.
ფოთლებისა და ფესვების ნაყენით ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების დამუშავება (მობანა) მათ სწრაფად მოშუშება-შეხორცებას  უწყობს ხელს. ამავე მიზნით ჭრილობასა თუ წყლულზე შეიძლება ნიახურის ახალმოკრეფილი და დაჩეჩქვილი ფოთლების დაფენა ან ნიახურის შეცველი მალამოს წასმა (მცენარის დაქუცმაცებულ-დაჩეჩქვილი ფოთლები ერევა მზესუმზირას ზეთს).

 

რამდენიმე საჭირო რეცეპტი

  1. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ნიახურის თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული და გაცივებული წყალი, 2 საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. მიირთვით დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე თითო სადილის კოვზი.
  2.  აიღეთ ორი სადილის კოვზი ნიახურის ფესვი ან ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 4 საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების მოსაბანად.

 

ტყის მარწყვი


ტყის მარწყვი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, სალიცილისა და ფოსფორის მჟავებს, A, B და C ვიტამინებს, აგრეთვე - მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინებს, კაროტინსა და რკინას. ფოთლები განსაკუთრებით მდიდარია ჩ ვიტამინით, ფლავონოიდებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და ალკალოიდებით. მცენარის ყველა ორგანოში მოიპოვება რუტინი.
მცენარის ნაყოფს აქვს შარდმდენი და შემომგარსველი მოქმედება. ააქტიურებს სისხლის წარმოქმნის პროცესს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, გამოირჩევა ნაღველმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამიტომაც ტყის მარწყვი როგორც სამკურნალო საშუალება რეკომენდებულია ჰიპერტონიით, შაქრიანი დიაბეტით, ანემიით, ათეროსკლეროზით, გასტრიტითა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის. გარეგანი ფორმით იყენებენ ეგზემის დროს.
ტყის მარწყვს ჭიების გამოდევნის განსაკუთრებული თვისება აქვს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. მცენარის ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვათა ამპლიტუდას, ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და შაქრის დამწევი ეფექტი, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას, სასარგებლოა ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს.
არსებობს ვერსია, რომ გამოჩენილი ბოტანიკოსი კარლ ლინეი მრავალწლიანი მტანჯველი პოდაგრისაგან სწორედ მარწყვის ნაყოფმა იხსნა.

 

ზეთის დაგუბების პროცედურა

ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა აღსადგენად და დამცველობით მექანიზმთა მოსაძლიერებლად სასარგებლოა მზესუმზირას ზეთის პროცედურები: პირში 20-25 წუთით უნდა დაიგუბოთ

1-2 სადილის კოვზი ზეთი და პირის ღრუში ისე ატრიალოთ, თითქოს ივლებდეთ ან კანფეტს წუწნიდეთ. ამ არცთუ ისე სასიამოვნო პროცედურის დროს, გირჩევთ, სასიამოვნო მოგონებებში ჩაიძიროთ, თქვენი ცხოვრების მშვენიერ წუთებზე იფიქროთ, ასე დრო უფრო მალე გავა და პროცედურაც უსიამოვნოდ აღარ მოგეჩვენებათ. პირში დაგუბებული ზეთი თავდაპირველად სქელდება, შემდეგ კი თხევადდება, წყალწყალა ხდება. პირველ ხანებში შეგიძლიათ პროცედურას 12-15 წუთი დაუთმოთ, მერე კი დრო გაახანგრძლივოთ. საკმაო დრო რომ გავა, ზეთი უნდა გადააფურთხოთ და პირში თბილი წყალი გამოივლოთ. უმჯობესია, პროცედურა დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ ჩაიტაროთ. სასურველი შედეგის დასაჩქარებლად ზეთი შეგიძლიათ დღეში რამდენიმეჯერაც კი დაიგუბოთ. ამ პროცედურას ორგანიზმიდან წიდა - მავნე ნივთიერებები და ნივთიერებათა ცვლის არასასურველი პროდუქტები - გამოაქვს.

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.