რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 2 ლარი
მხოლოდ დღეს
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
B12 და მისი უკმარისობა

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია. იგი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში, არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას. მისი ნაკლებობის დროს ვითარდება სისხლნაკლებობა - ანემია. ავთვისებიანი ანემიის სიმპტომებია:

* ადვილად დაღლა;
* სისუსტე;
* ენის წვა;
* კუჭის დაავადებები, რაც კუჭის წვენის ნაკლოვანებით არის განპირობებული;
* სიარულის გაძნელება, ფეხების ტკივილი.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთ ვიტამინს შეუძლია, ორგანიზმს ამდენი უსიამოვნება ააცილოს თავიდან. ციანკობალამინი დიდ როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციობაში და ამის კვალობაზე ყველა ორგანოს მუშაობაზე ახდენს გავლენას. მისი დეფიციტი B1-ის ნაკლებობასაც იწვევს, თუნდაც ეს უკანასკნელი საკვებში საკმარისი იყოს, ეს კი ნერვულთან ერთად შინაგანი სეკრეციის პროცესების, საჭმლის მონელების დარღვევასა და ბერი-ბერის (პოლინევრიტი) განვითარებას უწყობს ხელს. ვიტამინი B12 უჯრედის გაყოფაში მონაწილეობს. მასზე განსაკუთრებით ის ქსოვილებია დამოკიდებული, რომელთაც მეტი დატვირთვა აქვთ: სისხლის, იმუნური, კანისა და ნაწლავის ამომფენი უჯრედები. ცნობილია, რომ ვიტამინი B12 გადამწყვეტ როლს ასრულებს ნერვების საფარველის - მიელინური გარსის - წარმოქმნაში, ხოლო მისი ქრონიკული უკმარისობა ნერვის შეუქცევად რღვევას იწვევს. B12 აუცილებელია ვიტამინ B9-ის სწორი ფუნქციობისა და ნუკლეინის მჟავების (გენეტიკური მასალის) წარმოებისთვის, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების გადამუშავებასა და ჯანსაღი უჯრედების ფორმირებაში. სისხლში ბ12-ის ნაკლებობა აღენიშნებათ ალცჰაიმერის დაავადებისა და ზოგიერთი სხვა ფსიქიკური მოშლილობის მქონე ადამიანებს.


რამდენი გვჭირდება?
მინიმალური დღიური ნორმა დაახლოებით 3 მკგ-ია. სულ ცოტა ხორცს, რძესა და კვერცხსაც რომ ვჭამდეთ, ორგანიზმს 15 მკგ-მდე ციანკობალამინს მაინც მივაწვდით. ამ ვიტამინის გარეშე დარჩენის საფრთხე მხოლოდ მკაცრ ვეგეტერიანელებს ემუქრებათ. გარდა ამისა, ციანკობალამინის ასათვისებლად აუცილებელია განსაკუთრებული ნივთიერება, ე. წ. შინაგანი ფაქტორი, რომელსაც კუჭის წვენი შეიცავს. მის გარეშე ორგანიზმი დიდი ოდენობით მიღებულ ვიტამინსაც კი ცუდად აითვისებს. არსებობენ ადამიანები, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ზოგიერთი მჟავას (მაგალითად, მარილმჟავას) გამომუშავება. მჟავების არასათანადო სინთეზი კი რკინისა და ვიტამინ B12-ის ათვისებას უშლის

ხელს, რაც შესაძლოა ანემიის მიზეზად იქცეს. ამ შემთხვევაში საუკეთესო შედეგს იძლევა B12-ის საინექციო და არა ტაბლეტირებული ფორმა, რომელიც ცუდად ეთვისება რკინას. თუმცა ხილს, ბოსტნეულს, კენკრას, ვაშლის ძმარს შეუძლია, ორგანიზმს სათანადო მჟავიანობის შენარჩუნებაში დაეხმაროს. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისა და ზოგიერთი სხვა მედიკამენტის დიდი ოდენობით მიღება ვიტამინ B12-ის მარაგს ამცირებს. აი ის საკვები, რომელიც ვიტამინ B12-ს  შეიცავს:

  • რძის ნაწარმი;
  • კვერცხის გული;
  • ხორცი (საუკეთესო წყაროა ძროხისა და ხბოს ღვიძლი;
  • თირკმელები;
  • საფუარი;
  • მცენარის მწვანე ნაწილები (თალგამის, სტაფილოს, ბოლოკის მწვანე ფურცლები), სალათა, მწვანე ხახვი;
  • გულ-ღვიძლის პაშტეტი, 
  • საქონლის ენა;
  • ისპანახი;
  • ბარდა, ცერცვი, ოსპი;
  • ზღვის პროდუქტები - ზღვის კომბოსტო, კალმარები, კრევეტები, თევზი.

ჩაშუშული ან შემწვარი ღვიძლი კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩავრთოთ რაციონში. შეიძლება, დავუმატოთ მწვანე სალათის ფურცლებიც. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ უნდა მივიღოთ ნებისმიერი სახის საფუარი, რადგან ციანკობალამინი გაცილებით ეფექტურად მოქმედებს B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან ერთად. სითბური დამუშავებისას B12 არ იშლება.

 

 

თარიღი : 22-03-2017
დრუნჩა
ბ12 ის ნაკლებობა მაქვს სიმპტომები არის ნერვები მართლა გამიფუჭდა აბებს ვსვი და არაფერი მიშველა ეხლა გამოკვლევებს ვიტარებ კიდევ მიზეზი დამიდგინონ რისგანაა გამოწვეული და სავარაუდოთ ინექციას გამიკეთებენ... ბევრ რამეზე მოქმედებს ამ ვიტამინის ნაკლებობა :(
თარიღი : 14-02-2017
ლუნა
B12 ვაააა
თარიღი : 20-01-2017
ზოია
თუ ბ12ის ნაკლებობა მაქვს ფსიქიკურად ვერ ვარ თუ რაშია საქმე?
თარიღი : 17-11-2016
ana
მაინტერესებს შეიძლება თუ არა რომ ბ12ის ნაკლებობამ გამოიწვიოს წონაში კლება ?
თარიღი : 24-10-2015
ირაკლი არევაძე
თუ არსებობს საპროფილაქტიკო კურსი ბ12 ვიტამინის ბალანსის გასაუმჯობესებლად და როგორ შეიძლება ჩატარდეს ის ?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.