რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ასფურცელა - Tanacetum vulgare - Пижма обыкновенная
ასფურცელა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-150 სმ, ჰორიზონტალური, დატოტვილი, გახევებული ფესურით. მისი სწორმდგომი ღეროები შიშველი ან ოდნავ შებუსულია. ფოთლები მორიგეობითია, ელიფსური, 20 სმ-მდე სიგრძისა და 3-10 სმ სიგანის, ორმაგფრთისებრდანაკვთული, ქვედა – ყუნწიანი; ზედა – უყუნწო. კალათა ყვავილედი, დიამეტრით 12 სმ, ნახევრადსფერულია, შეკრებილია ღეროს წვერში ფარისებრად. ყვავილები ყვითელი ან ნარინჯისფერია, მილისებრი, გვერდითი – ბუტკოიანია, შიგნითა – ორსქესიანი. ნაყოფი მოგრძო, წიბოებიანი თესლია.
ასფურცელა ყვავილობს ივლის-სექტემბერში, თესლი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.
გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, ქვიშიან კარიერებში, ნაგვიან ადგილებზე.
ნედლეულად ამზადებენ ასფურცელას ყვავილედს ყვავილობის პერიოდში, ჭრიან კალათა ყვავილედს 2 სმ-ის სიგრძეზე. აშრობენ ჩრდილში (სხვენზე, ფარდულში ან საშრობებში), კარგი ვენტილაციის პირობებში.
ასფურცელას ყვავილედი შეიცავს ფლავონოიდებს (ლუტეონს, კვერცეტინს), ეთერზეთს (2%-მდე), რომლის შემადგენლობაში შედის ტუიონი, ქაფური, ტუიოლი, ალკალოიდები, სათრიმლავი და მწარე ნივთიერებები.
ხალხურ მედიცინაში ასფურცელას ნაყენი გამოიყენება მრგვალი ჭიების დასაყრელად, ციების საწინააღმდეგოდ, ნერვული აგზნების, ნაწლავების ზოგიერთი დაავადების დროს.
მედიცინაში ასფურცელას პრეპარატებს იყენებენ ღვიძლის, ნაღვლის სადინარების, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ენტეროკოლიტების დროს.
ენტეროკოლიტის სამკურნალოდ 5 გრამ ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ გააცივეთ 45 წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ და მიღებული მასა შეავსეთ საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 5-6-ჯერ დღეში.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ასეთივე ნაყენი მიიღეთ 1/3-1/2 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
ჭიების დასაყრელად 20 გრ ასფურცელას ყვავილი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ, მიღებული მასა შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე (200 მლ-მდე). მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
ასფურცელას ნაყენი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება აბაზანებისა და საფენების სახით სახსრების ანთების დროს (რევმატიზმი, ნიკრისის ქარები). ნაყენს გააჩნია აგრეთვე ანტიმიკრობული თვისებები, ამიტომ მას იყენებენ ძველი ჭრილობებისა და წყლულების მოსაწმენდად.
უნდა გახსოვდეთ, ასფურცელა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის დიდი დოზებით, ან ხანგრძლივად მიღება იწვევს კუჭის აშლილობას, გულისრევას, ღებინებას, ამიტომ მისი გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.