5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში

რომელიც ძირითადად გვხვდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და აზიანებს სახისა და სხეულის ზედა მესამედის კანს, ანუ იმ უბნებს სადაც დიდი რაოდენობით ცხიმოვანი ჯირკვლები განლაგებული.

აკნეს განვითარების მექანიზმში წამყვანი ადგილი უჭირავს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალური სეკრეციის დარღვევას. ამ დროს ხდება ფორების დახშობა ცხიმოვანი სეკრეტით და მკვდარი უჯრედებით, აგრეთვე ბაქტერიების კოლონიზაცია, რასაც შედეგად მოყვება ანთებითი პროცესების განვითარება.

როგორც დერმატოლოგი მაკა გოგსაძე აღნიშნავს, აკნეს გამომწვევი 3 შინაგანი მიზეზი არსებობს:

• ჰორმონალური დისბალანსი

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის შეფერხება

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის შეფერხება

აკნეს მკურნალობის უამრავი ხრიკი არსებობს, თუმცა საინტერესოა, რომელია ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი.

1)დერმატოლოგთან მისვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც აკნეს დროს შეიძლება მიიღოთ. ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის თერაპიულ კურსს,რომელიც 6-12 თვე გრძელდება და მისი მიზანია, სისხლში ანდროგენების დონის ნორმალიზება და კანზე არსებული ინფექციის დათრგუნვა.სისტემური მკურნალობისა და ჰორმონული დისბალანსის კორექციის შედეგად კანზე არსებული ფერიმჭამელები და ჩირქოვანი გამონაყარი მთლიანად ალაგდება, ხოლო ახალი ელემენტები აღარ წარმოიქმნება.

აკნესგან თავის დაღწევა შესაძლებელია; მთავარია, მას სწორად ვუმკურნალოთ.

2) აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. პირი ფრთხილად უნდა დავიბანოთ და ეს უნდა მოხდეს დილა-საღამოს, ინტენსიური დატვირთვის შემდეგ. არ შეიძლება კანზე ხსირი და ზედმეტი შეხება. ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ სპეციალური ქაფი ან გელი, რომელიც სალიცილის 2%-იან ან 3%-იან მჟავას შეიცავს.

3) ფრთხილად აარჩიეთ კოსმეტიკური საშუალებები. ნებისმიერი ტიპის კოსმეტიკა (ფუძე, რუჟი, თვალის ჩრდილები თუ თმის მოვლის საშუალებები) უცხიმო უნდა იყოს და ეწეროს – "არაკომედოგენური", რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული საშუალება არ ახშობს ფოლიკულის სადინარს და ცხიმიანი კანისთვის მავნე არ არის. თუმცა ზოგიერთს არც ასეთი სიფრთხილე შველის – მდგომარეობას ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება უმწვავებს. ასეთ ადამიანს საფუძვლიანი მკურნალობა სჭირდება.

. ცხიმიანი კანის მოსავლელად კარგია დამატენიანებელი და მზისგან დამცავი ეფექტის მქონე კრემი. კრემი თუ სხვა კოსმეტიკური საშუალება სახის ჩამობანიდან, სულ მცირე, 10-15 წუთის შემდეგ უნდა წაისვათ – კანს, სრულყოფილად რომ გაშრეს,დრო სჭირდება.კანის ის უბანი, სადაც თავმოყრილია აკნეს ელემენტები, მაქსიმალურად აარიდეთ ხახუნს, ტანსაცმელს (შალს, მჭიდროდ შეკრულ საყელოს), სამკაულს – ყველაფერს, რასაც სახის კანთან მჭიდრო კონტაქტი აქვს.

4) შეგიძლიათ, ეწვიოთ კოსმეტოლოგს, თუმცა აუცილებლად დარწმუნდით მის სანდოობაში. რატომღაც, ბევრი მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკში კოსმეტოლოგთან ვიზიტი არ შეიძლება და ასაკის მომატებას ელოდება, ამ დროის განმავლობაში კი პრობლემის მოგვარებას თავად ცდილობს. ეს არასწორი მიდგომაა, კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება თავისუფლად შეიძლება 16 წლიდან!

მხოლოდ, ამ ასაკში კოსმეტოლოგიური მომსახურების სპექტრი გაცილებით შეზღუდულია და სამკურნალოდაც შედარებით მსუბუქი პროცედურები (აპარატული კოსმეტოლოგია, თერაპიული კურსი და ა.შ.) ინიშნება.

5) თავიდანვე იყავით მზად იმისთვის,რომ აკნე 1 კვირაში არ გაქრება.

აკნეს მკურნალობას კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება, რაც გულისხმობს:

ექიმ დერმატოლოგთან ვიზიტსა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას,

საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს - ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონალური მკურნალობა და დიეტა. პარალელურად, ეფექტურია საქმეში კოსმეტოლოგის ჩართვა და აკნეს სამკურნალო პროცედურების ჩატარება.