თმის ცვენის სახეები, მიზეზები და სამკურნალო საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის ცვენის სახეები, მიზეზები და სამკურნალო საშუალებები

  • ჰორმონული დისბალანსი;
  • თავის თმიანი ნაწილის ტრავმა;
  • სტრესი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • რადიაცია და სხვ.

რისკფაქტორებია:

  • მემკვიდრეობა (გამელოტების რისკი გაცილებით მაღალია, როდესაც მელოტია თქვენი ოჯახის წევრი);
  • თმის არასწორი მოვლა (შეღებვა, მელირება, ქიმიური დახვევა და სხვ.);
  • ცუდი კვება (თუ არასათანადო ოდენობით მიირთმევთ რკინის, თუთიის, პროტეინის შემცველ პროდუქტებს, რისკის ჯგუფში ხართ);
  • სუსტი იმუნური სისტემა (საჭიროა დროდადრო იმუნური სკრინინგის ჩატარება);
  • ქერტლი (შესაძლოა უცნაურად მიგაჩნდეთ, მაგრამ ქერტლი ხშირად თან ახლავს ანდროგენულ ალოპეციას).

- გენეტიკა ახსენეთ. რამდენად მნიშვნელოვანია ის?

- თმის ცვენაში გენეტიკურ-მემკვიდრეობითი ფაქტორი წამყვან როლს ასრულებს. გამელოტებული ადამიანის თმის ფოლიკულები გენეტიკურად დაპროგრამებულია. სავარაუდოდ, ზოგიერთი გენი, რომლებსაც ის დედისგან ან მამისგან იღებს, გავლენას ახდენს სიმელოტის დონეზე.

- როგორ ამოვიცნოთ თმის პათოლოგიური ცვენა?

  • თავის დაბანის შემდეგ აბაზანაში ზომაზე მეტი თმა დარჩება;
  • დილით, საწოლიდან წამომდგარი, ბალიშზე დაინახავთ თმის დაცვენილ ღერებს;
  • თმის ვარცხნის დროს სავარცხელზე უხვად შერჩება თმა.

- რა სახისა შეიძლება იყოს გამელოტება?

- გამელოტება ანუ ალოპეცია შეიძლება იყოს ნაწიბუროვანი და არანაწიბუროვანი. არანაწიბუროვანი ალოპეციის დროს თმა ისევ აღდგება, ნაწიბუროვანის შემთხვევაში კი არა. განასხვავებენ არანაწიბუროვანი ალოპეციის შემდეგ ფორმებს:

1. თანდაყოლილს;

2. ანდროგენეტიკურს (ანდროგენულს);

3. სებორეულს;

4. დიფუზურს;

5. რგოლისებრს.


ნაწიბუროვან ალოპეციას კი შემდეგი ფორმები აქვს:

1. ალოპეცია მემკვიდრეობითი დერმატოზების დროს;

2. ალოპეცია ინფექციური დაავადებების დროს;

3. ალოპეცია არაინფექციური დაავადებების დროს.

- რა არის ბუდობრივი გამელოტება?

- ბუდობრივი გამელოტება ანუ ბუდობრივი ალოპეცია არის დაავადება, როდესაც თავის თმიან ნაწილზე, სახესა და კანის გლუვ ზედაპირზე თმაგაცვენილი უბნები გვხვდება.

- რა იწვევს თმის ბუდობრივ ცვენას?

- ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. ბუდობრივი ალოპეცია ჰეტეროგენული კლინიკური სინდრომია, რომლის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს:

  • ემოციური სტრესი;
  • მწვავე და ქრონიკული ინფექციები;
  • ფიზიკური ტრავმა;
  • გენეტიკური ფაქტორები და სხვ.

ბუდობრივი ცვენა კლინიკურად სამ სტადიად ვლინდება:

  • პირველი, აქტიური სტადიის დროს კანი ალოპეციის უბნებში ჰიპერემიულია, ოდნავ შეშუპებული, იგრძნობა წვა და ჩხვლეტა, საზღვარზე ჩანს გადატეხილი თმის ღერები. შეინიშნება “მორყეული თმის” ზონაც. თუ ამ ზონაში თმას მოვქაჩავთ, ადვილად ამოძვრება. ამ ზონის საზღვარი 0,5-1 სმ-ია;
  • მეორე ანუ სტაციონარული სტადიის დროს მორყეული თმის ზონა არ შეინიშნება, კანი ამ ნაწილში ფერმკრთალია;
  • მესამე, რეგრესის სტადიაში გაცვენილ უბნებზე შეინიშნება დეპიგმენტირებული, ღინღლოვანი თმა.

- რა არის თანდაყოლილი ალოპეცია?

- თანდაყოლილი ალოპეცია არის თმის არარსებობა დაბადებისთანავე (ატრიქია). ეს ემბრიონის ექტოდერმის ანომალიაა, გადაეცემა აუტოსომურ-დომინანტურად და მკურნალობას არ ექვემდებარება.

- როგორ სვამენ თმის ცვენის დიაგნოზს და ახდენენ დიფერენცირებას?

- თმის ცვენის დიაგნოზს სვამენ დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებისა და ტრიქოგრამის მიხედვით. ანდროგენული ალოპეციის დროს თმის ცვენა იწყება საფეთქლების მიდამოდან, შემდეგ გადადის შუბლზე და საბოლოოდ თმა მხოლოდ კეფაზე და საფეთქლებთან რჩება. შესაძლოა საჭირო გახდეს თმის ცვენის დიფერენცირება ტრიქოტილომანიის, დიფუზურ-ტოქსიკური ალოპეციისა და თავის თმიანი ნაწილის მიკოზისგან. ტრიქოტილომანიის დროს ალოპეციის უბნები არასწორი ფორმისაა და, როგორც წესი, ხელმისაწვდომ ადგილას მდებარეობს. მიკროსკოპით დათვალიერებისას დისტროფიული თმა არ გვხვდება. დიფუზურ-ტოქსიკური ალოპეცია შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე მეტალებმა, ქიმიოთერაპიამ, ციტოსტატიკებმა და მაღალი ტემპერატურის დიდხანს შენარჩუნებამ. თავის თმიანი მიდამოს მიკოზის დროს ალოპეციის კერებში შეინიშნება ანთებითი “ბურთები” და თმა კანიდან 2-3 მმ-ზეა გადატეხილი. მიკროსკოპული გამოკვლევა ავლენს სოკოს მკვრივ მარცვლებს.

- როგორია პროგნოზი?

- პროგნოზი ცუდია, როდესაც დიდხანს არ დგება რემისია, თმის ცვენას ერთვის ფრჩხილების დისტროფიული ცვლილება, პაციენტს გენეტიკა დატვირთული აქვს ნეიროვასკულარული, აუტოიმუნური და ატოპიური დაავადებებით. დაცვენილ უბნებში თმის ამოსვლა რეციდივის არარსებობის გარანტია არ არის.

- როგორ მკურნალობენ თმის ბუდობრივ ცვენას?

- ბაზისური თერაპია ითვალისწინებს დაავადების პათოგენეზზე ზემოქმედებას, კორტიკოსტეროიდების სისტემურ და ადგილობრივ მოხმარებას, ფოტოქიმიურ თერაპიას და ა.შ. ალტერნატიულ მკურნალობას მიმართავენ მაშინ, როდესაც ბაზისური თერაპიის გამოყენება პაციენტისთვის შეუძლებელია. ის მოიცავს მსუბუქ იმუნომოდულატორებს, თუთიის პრეპარატებს, სპაზმოლიზურ საშუალებებს და სხვა.