რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ადამიანის კანზე ბინადარი მიკროორგანიზმი პატრონს დაავადებებისგან იცავს
ადამიანის კანზე ბინადარი მიკროორგანიზმი პატრონს დაავადებებისგან იცავს
ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთ ბაქტერიას, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ადამიანის კანზე, მისი პატრონის კანის სხვადასხვა პათოლოგიისგან დაცვა შეუძლია. კვლევის ავტორი როლფ ლუდი აღნიშნავს, რომ მიკროორგანიზმი Propionibacterium Acnes-ს გამოყოფს ცილა RoxP, იმისათვის, რომ უფრო კომფორტული "საცხოვრებელი" მოიწყოს თავისთვის. სწორედ ეს ცილა ასრულებს კანის დამცავ ფუნქციას.

Propionibacterium Acnes- პირველად აკნეთი დაავადებული ადამიანის კანზე აღმოაჩინეს. აქედანვე მომდინარეობს მიკროორგანიზმის სახელწოდება. საყურადღებოა ერთი ფაქტი, დღემდე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ეს მიკროორგანიზმი აკნეს იწვევს. ბაქტერია ჯანმრთელი ადამიანების კანზეც ბინადრობს. კონცენტრაციაზე დამოკიდებულებით მიკროორგანიზმები ცილა
RoxP
განსხვავებული რაოდენობით გამოყოფენ. ეს ცილა როგორც ანტიოქსიდანტი, ისე "მუშაობს". ოქსიდაციური სტრესის მიზეზად შესაძლოა იქცეს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, შედეგად კი, სხვადასხვა დაავადების (მათ შორის ფსორიაზისა და ეგზემის) განვითარება მოხდეს.

ლუნდის უნივერსიტეტის სპეციალისტთა განცხადებით, ცილა RoxP ოქსიდაციურ სტრესს ისევე ეფექტურად ეწინააღმდეგება, როგოც C და E ვიტამინები. მომდევნო ეტაპზე მეცნიერები გეგმავენ ცხოველებსა და ადამიანებზე სამეცნიერო კვლევების ჩატარებას. თუ ცილა ღოხP "თავს გამოიჩენს" შესაბამისი ეფექტურობით, ის შესაძლოა მომავალში მზისგან დამცავი კრემების შემადგენლობაში აღმოჩნდეს (მათ დაემატოს) და აგრეთვე აქტიურად ჩაერთოს ატოპიური დერმატიტისა და ფსორიაზის თერაპიაში.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ზაფხულს, წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონს, ბევრი სიკეთის გარდა, უარყოფითი მოვლენებიც ხშირად ახლავს, ერთ-ერთია კანის სხვადასხვა დაავადებით დასნებოვნების საშიშროება. ამ მოვლენას ხელს უწყობს ტანსაცმლის მინიმალური რაოდენობა, სხვადასხვა ზედაპირთან კანის კონტაქტი და მწერების ნაკბენები. ულტრაიისფერი სხივებიც აქვეითებს კანის იმუნიტეტს და მნიშვნელოვნად უმარტივებს სიცოცხლეს სხვადასხვა დაავადების გამომწვევებს.

ზაფხულში განვითარებულ კანის შესაძლო დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა „მედიმედის“ ექიმი-დერმატოლოგი ელისო ბრეგაძე.

ნაკბენი კბილებით, ნესტრით ან ხორთუმით მიყენებული ჭრილობაა. მწერის ნაკბენმა შეიძლება უკვალოდ გაიაროს, თუმცა ზოგჯერ ძლიერი ალერგიული რეაქციის ან საშიში დაავადების მიზეზიც ხდება. ცხოველებისა თუ გველის ნაკბენი ორგანიზმზე ტრავმულად, მტკივნეულად და ტოქსიკურად ზემოქმედებს.

ნაკბენის სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია სახეობაზე, ნაკბენის რაოდენობასა და ტრავმატიზაციის ხარისხზე. ზოგიერთი ნაკბენი შეუმჩნევლად გაივლის, ზოგი კი მნიშვნელოვნად აზარალებს ჯანმრთელობას და შეიძლება ლეტალური შედეგიც კი მოჰყვეს.

მზის დამწვრობა ულტრაიისფერი სხივების გადამეტებული ზემოქმედებით გამოწვეული კანის ანთებაა. ანალოგიური დამწვრობა ვითარდება სოლარიუმის ხელოვნური მზის ქვეშ ხანგრძლივად დაყოვნებისასაც. ულტრაიისფერ გამოსხივებას კანის გარდა თვალების დაზიანებაც შეუძლია.

ალერგიის საუკუნეში აღარავის უკვირს ცალკეულ ფიზიკურ თუ ქიმიურ აგენტებზე ორგანიზმის ალერგიული რეაქციები, თუმცა ეს საკითხი განსაკუთრებით მტკივნეული ხდება, როდესაც ალერგია ოთახის მტვერს, წყალსა და მზეს უკავშირდება.

ჟურნალის ამ ნომერში, მთავარი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, თქვენს ყურადღებას მზის ალერგიაზე შევაჩერებთ. ეს არის, ფაქტობრივად, ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა და მისგან განვითარებული რეაქცია მზის სხივებზე.

კანის სოკოვანი დაავადებები უპირველესად ფრჩხილების შეცვლილ სტრუქტურას და ტერფებზე თითებს შორის აქერცლილ კანს გვახსენებს. რატომ აღმოცენდება ეს არასასიამოვნო დაავად­ება, როგორია კანის სოკოვანი დაავადებ­ების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდები, აღნიშნულ თემებზე გვესაუბრება კლინიკა “კურაციოს” დერმატო-ვენეროლოგი ნინო ოთარაშვილი.

11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.