კანის საფარველი და მზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის საფარველი და მზე

წარსულიდან

XX საუკუნის დასაწყისამდე გარუჯვას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ქალბატონები მაქსიმალურად ცდილობდნენ კანი მზის სხივებისგან საიმედოდ დაეცვათ გრძელსახელოიანი სამოსითა და მზის ქოლგებით.

არისტოკრატული სიფერმკრთალე მეტად ფასობდა, რადგან რუჯი გლეხების, ფერმერებისა და მუშებისთვის დამახასიათებელი გახლდათ.

ვითარება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შეიცვალა, როდესაც ფრონტზე წასული მამაკაცების ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებას ქალებმა მოჰკიდეს ხელი, სწორედ ამ დროისთვის ექიმმა ოგიუსტ როლიემ მზის აბაზანებით ტუბერკულოზით დაავადებულთა თერაპია დაიწყო.

რუჯის უნებურ პოპულარიზაციად იქცა კოკო შანელის შემთხვევითი კანის დამწვრობაც, რომელიც საზოგადოებამ მოდის ახალ ტენდენციად მიიჩნია, ამას ხელი შეუწყო ეგვიპტურ-აფრიკულმა მოტივებმაც, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა XX საუკუნის 20-იანი წლების ევროპულ ხელოვნებაში.

ულტრაიისფერი სხივების გალერეა ნეგატიური თვისებები

მზის სხივები ტალღის სიგრძისა და გამოსხივების ინტენსივობის მიხედვით 3 კატეგორიად იყოფა:

A ჯგუფის ულტრაიისფერი სხივები – მზის ეს სხივები საკმაოდ დიდხანს ყველაზე უვნებელ სპექტრად მიიჩნეოდა, მათი კანზე მოქმედების შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელიც კია, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ისინი იწვევენ კანის ნაადრევ დაბერებას, მის ზედაპირზე ნაოჭების გაჩენას და კანის ელასტიკურობის დაქვეითებას.

ისინი აღწევენ დერმის ფენამდე და კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოებს შლიან, რითიც მნიშვნელოვნად აქვეითებენ კანის დამცავ ფუნქციას.

B ჯგუფის ულტრაიისფერი სხივები – ამ სხივების მავნე ეფექტი კანზე ყველაზე მეტად იზრდება 11.00 საათიდან 16.00 საათამდე შუალედში, სწორედ ამიტომ გვიკრძალავენ სპეციალისტები ამ დროს მზის პირდაპირ სხივებქვეშ ყოფნას.

A ჯგუფის სხივებისგან განსხვავებით, B ჯგუფის სხივები იწვევენ კანის დამწვრობას, სწორედ მათი დამსახურებაა მელანინის წარმოქმნა და რუჯის გაჩენა.

A ჯგუფის მსგავსად ისინიც იწვევენ კანის დაბერებას, მის გაუხეშებას და აქერცვლას, მათ შეუძლიათ სიმსივნური დაავადებების პროვოცირებაც. ყოველივე უკავშირდება B ტიპის სხივების ინტენსივობასა და ტალღის სიგრძეს, რომელიც საკმარისია კანში ღრმად შესაჭრელად და დნმ-ს მოლეკულაზე ზემოქმედებისთვის.

C ჯგუფის ულტრაიისფერი სხივების რადიაცია განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საბედნიეროდ, ისინი ოზონის შრის წყალობით ვერ აღწევენ დედამიწამდე. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ანტარქტიდაში გაჩენილი ოზონის შრის ხვრელებმა უკვე შეუქმნა მოსახლეობას სერიოზული პრობლემები, მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ამ სხივების ნეგატიური მოქმედება, რაც კანის სიმსივნური დაავადებების სიხშირის აშკარა ზრდას გულისხმობს.

ულტრაიისფერი სხივების პოზიტიური თვისებები

  • მზის სხივები ეხმარება D ვიტამინის წარმოქმნას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის მიერ ფოსფორისა და კალციუმის ასათვისებლად. ეს უკანასკნელნი, თავის მხრივ, შეუცვლელი მიკროელემენტებია ძვლებისა და კუნთების საშენებლად, ჭრილობების შემდგომ ქსოვილების რეგენერაციის უნარის განსასაზღვრად.
  • მზის სინათლე დადებითად მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობილებაზე, მის ემოციურ ფონსა და საზოგადო მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ ზამთრის თვეებში, როცა დღის ხანგრძლივობა იკლებს, ბევრ ადამიანს უღონობა და ზამთრის სეზონური დეპრესია ეუფლება.
  • მზის სხივები დადებითად მოქმედებს ადამიანის სხეულში მიმდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებზე: სუნთქვაზე, სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე.
  • ულტრაიისფერი სხივები ფართოდ გამოიყენება კანის ბევრი დაავადების სამკურნალოდ.

ადამიანთა ფოტოტიპები

რატომ ირუჯებიან ერთსა და იმავე გარემოში ადამიანები სხვადასხვაგვარად?

ამერიკელმა დერმატოლოგმა თომას ფითცპატრიკმა 1975 წელს გასცა პასუხი ამ კითხვას - ყოველივეს განსაზღვრავს ადამიანის ფოტოტიპი!

მზის სხივებისადმი მგრძნობელობის მიხედვით მან მთელი კაცობრიობა 6 ფოტოტიპად დაყო.

სკანდინავიური ტიპი

ამ ტიპის მქონეებს გააჩნიათ რძისფერი-მოთეთრო კანი, ღია ფერის თვალები, ღია ფერის ან ჟღალი თხელი თმა და სახეზე ჭორფლები.

ესენი ძირითადად ფინეთის, დანიის, შვედეთის, ნორვეგიის მცხოვრებნი არიან. მათ მზის სხივებისადმი მაქსიმალური მგრძნობელობა ახასიათებთ, მზის სხივების უშუალო მოქმედებიდან რამდენიმე წუთში შესაძლოა დამწვრობა განუვითარდეთ, ამიტომ მათთვის ზომიერი და თანაბარი გარუჯვა თითქმის წარმოუდგენელია.

ღია ევროპული ტიპი

ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის ღია ფერის კანისა და თმის მქონე მცხოვრებლები არიან, მათაც საკმაოდ ძლიერი მგრძნობელობა ახასიათებთ მზის სხივებისადმი, თუმცა მზის ქვეშ შედარებით დიდი ხნით შეუძლიათ ყოფნა, ვიდრე სკანდინავიური ტიპის მქონეთ.

შუაევროპული ტიპი

ღია წაბლისფერი თმისა და თვალის ფერის მქონენი არიან, ისინი ადვილად ირუჯებიან, თუმცა დიდი ხნით მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ყოფნისას დამწვრობა მათ შემთხვევაშიც შესაძლებელია.

ხმელთაშუა ზღვის ტიპი

შავგვრემანი ადამიანები არიან ხავერდოვანი კანით, მუქი შავი ფერის თმითა და მუქი წაბლისფერი თვალებით. ისინი თითქმის არასდროს იწვებიან, მზე მათ თავისუფლად, თანაბრად და ზომიერად ეკიდებათ და რუჯიც დიდხანს უნარჩუნდებათ.

აზიური ტიპი

ამ ფოტოტიპის მქონეთათვის მზის სხივებქვეშ ყოფნა არასდროსაა საშიში. მათი მოყვითალო-ყავისფერი კანი, საკმაოდ ძლიერი ბუნებრივი პიგმენტაციის წყალობით, არასდროს იწვება და თავისთავადაც, მზის გარეშეც, გარუჯულებს ჰგვანან.

აფრიკული ტიპი

შოკოლადისფერი ან სრულიად შავი კანი, შავი თვალები და თმა - ეს ის ადამიანები არიან, რომელთა კანიც მზეზე პრაქტიკულად არ წითლდება. მათ კიდევ უფრო ძლიერი ბუნებრივი პიგმენტაცია გააჩნიათ, ვიდრე აზიურ ფოტოტიპს, რომელიც მათ ულტრაიისფერი სხივებისგან საიმედოდ იცავს.