რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ხერხემლის გამრუდება და ბრტყელტერფიანობა
ხერხემლის გამრუდება და ბრტყელტერფიანობა

როგორ მკურნალობენ ტანადობის დარღვევას და სკოლიოზს?
რომელიმე ერთ მეთოდზე (მანუალურ თერაპიაზე, მედიკამენტურ თერაპიაზე, სამკურნალო ფიზკულტურაზე) ავადმყოფურად ჩაციკვლა  შეცდომა იქნება. აუცილებელია ინდივიდულური მიდგომა და ამ მეთოდების, საჭიროებისამებრ, კომბინირებული გამოყენება.  მკურნალობის მთავარი ამოცანაა კუნთების სწორი ტონუსურ-ძალოვანი ბალანსის აღდგენა. ეს არცთუ იოლი საქმეა. არსებობს სპეციალური ტესტები, რომლებიც საშუალებას იძლევა, მყისვე გამოვლინდეს “დამნაშავე” კუნთების ჯგუფი, რაც მკურნალობას აადვილებს. პოზასა და მოძრაობას ცენტრალური ნერვული სისტემა არეგულირებს, ამიტომ მკურნალობის დროს ხდება არა მარტო ხერხე­მლის მალების ფიზიოლოგიური მოძრაობის აღდგენა, არამედ სპეციალური ილეთების დახმარებით ცენტრალური ნერვული სისტემისთვის მის მუშაობაში არს­ებული შეცდომების ჩვენება და “გა­დამზადება”.


როგორ ავიცილოთ თავიდან?

  • არ დასვათ ჩვილი დროზე ადრე. არ ატაროთ ბავშვი მხოლოდ მარჯვენა ან მხოლოდ მარცხენა ხელით და არც მუდმივად ცალ მხარეს ხელჩაჭიდებული;
  • შეურჩიეთ შესაფერისი ზომის ავეჯი;
  • მოსწავლის სამუშაო ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული, მაგიდას სინათლე მარცხნიდან უნდა ეცემოდეს;
  • საწერი მაგიდა უნდა იყოს ფართო, მასზე უნდა ეტეოდეს არა მარტო წიგნი და რვეული, არამედ წინამხრებიც;
  • თუ ბავშვი მეცადინეობის დროს წიგნისკენ იხრება, აუცილებლად შეუმოწმეთ მხედველობა;
  • არ არის რეკომენდებული გვერდზე წამოწოლილი კითხვა ან ტელევიზორის ცქერა;
  • მეცადინეობის დროს აუცილებელია შესვენება და წავარჯიშება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური განვითარება. მისი “ვარჯიშის რაციონი” უნდა შეიცავდეს როგორც სწრაფ მოძრაობებს (ჩვეულებრივი დილის გამამხნევებელი ვარჯიში), ასევე გაჭიმვებს, ანუ ნელ ვარჯიშებს, რაც კუნთების ელასტიკურობას აუმჯობესებს. სასარგებლოა მოძრაობითი თამაშები: ცოცვა, ხეზე ასვლა, ჩაკუზვა-გამართვა, სირბილი და, რაც მთავარია, ცურვა. სწრაფი ზრდის პერიოდში არასასურველია სიმაღლეში ხტომა და ბევრი სირბილი. აუცილებელია სრულფასოვანი კვება. ძვლისთვის აუცილებელი კომპონენტის, კალციუმის, მარაგის შესავსებად ბევრი ბავშვს ცარცსაც კი აჭმევს. ცარცით კალციუმის მარაგის შევსება, რასაკვირველია, არ არის გონივრული საქციელი. ჯობს, მისცეთ ბავშვს რძის ნაწარმი, ხილი და ბოსტნეული, თევზი, რაც კალციუმისა და ვიტამინების ბუნებრივი წყაროა. არ დაივიწყოთ, რომ  ემოციური მდგომარეობა მამოძრავებელ აპარატზე გავლენას ახდენს. ნევროზიანი ბავშვები მიდრეკილნი არიან წელში მოხრისკენ. ცნობილია, რომ ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი თითქმის ყველა დაავადების პროფილაქტიკის უპირველესი საშუალებაა.


ჩემს შვილს აღმოაჩნდა ბრტყელტერფიანობა. საშიში ხომ არ არის? საერთოდ, რა პათოლოგიაა ეს? ვის მივმართო?


რა არის ბრტყელტერფიანობა?
ტერფი განივი და გასწვრივი თაღებისაგან შედგება და ნორმაში არასწორი მოხაზულობა აქვს, თუმცა ზოგს დაბადებიდან, ზოგს კი მოგვიანებით უსწორდება ეს თაღები და ტერფი უბრტყელდება. ამას ბრტყელტერფიანობას უწოდებენ. ბრტყელი ტერფი თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ შეასრულებს და დროთა განმავლობაში დიდ პრობლემებს შეუქმნის ადამიანს. ბრტყელტერფიანობას ახასიათებს: ტერფის დაგრძელება, ტერფის გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება, ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება, ქუსლის გარეთ მიბრუნება, ადვილად დაღლა, ტკივილი ტერფის, კოჭ-წვივის სახსარში დატვირთვის შემდეგ. ბრტყელტერფიანობა შეიძლება თავისთავადი, დამოუკიდებელი დაავადებაც იყოს და ტორსის და ქვემო კიდურების დეფორმაციის გამოც განვითარდეს. ბრტყელტერფიანობა ხშირია დისპლაზიური (არასწორად განვითარებული) შემაერთებელი ქსოვილის მქონე ბავშვებში, რომელთაც კუნთების და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსის დაქვეითება აღენიშნებათ. ამას სტატიკური ბრტყელტერფიანობა ეწოდება. არსებობს ტავმის შედეგად განვითარებული ბრტყერლტერფიანობაც. დარღვევა შესაძლოა ნერვული სისტემის დაზიანებამაც გამოიწვიოს, მაგალითად, ქვედა კიდურების რბილმა ან სპასტიკურმა პარეზმა. თუ ბავშვს დარღვეული აქვს კალციუმისა და ფოსფორის ცვლა, შესაძლოა რაქიტული ბრტყელტერფანობა ჩამოუყალიბდეს. ბრტყელტერფიანობა ვიზუალურად ადვილი აღმოსაჩენია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა კომპიუტერული კვლევით ხდება. არსებობს ბრტყელტერფიანობის მარტივი ტესტი - ე.წ. ქაღალდის “სარკე”. ამ ტესტის მიხედვით პაციენტს შეუძლია თავისი თვალით დაინახოს, რომ ტერფები წესრიგში არ აქვს. ამ ტესტის ჩატარება იოლია: უნდა აიღოთ სუფთა ფურცელი და დადოთ იატაკზე, ფეხისგულებზე წაისვათ ცხიმოვანი კრემი და ამ ფურცელზე დადგეთ. ტანი სწორად უნდა გეჭიროთ, ფეხები შეტყუპებული გქონდეთ, რათა სხეულის სიმძიმე თანაბრად გადანაწილდეს ორივე ფეხზე. ფურცელზე თქვენი ფეხების ანაბეჭდი დარჩება. აიღეთ ფა­ნქარი და სწორი ხაზით შეაერთეთ ტერფის ანაბეჭდის შიგნითა მხარეს ყველაზე გამოწეული წერტილები. შემდეგ ამ ხაზების პერპენდიკულარულად გაავლეთ სწორი ხაზი, რომელიც გადაკვეთს ანაბეჭდის ყველაზე ღრმა ადგილას. თუ ანაბეჭდის ვიწრო ნაწილი პერპენდიკულარულად გატარებული ხაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ე.ი. ნორმალური ტერფი გაქვთ, თუ ტოლია, ბრტყელტერფიანი ყოფილხართ. ბრტყელტერფიანობა მკურნალობას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად ტერფის დეფორმაცია პროგრესირებას განიცდის, განვითარდება ორგანიზმის ზოგადი გადაღლა, დაირღვევა ნაბიჯების თანამიმდევრობა და რიტმულობა.


რას გულისხმობს ბრტყელტერფიანობის მკურნალობა?
ბრტყელი ტერფის მკურნალობა ბავშვებში ძირითადად კონსერვატიულია, მისი მიზანია ნერვკუნთოვანი და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსის აწევა და მკურნალობის შედეგად მიღწეული ტერფის თაღის ფორმის შენარჩუნება ინდივიდუალურად შერჩეული სუპინატორით. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს: დღის რეჟიმს, სამკურნალო ფიზკულტურას, აპარატურ ფიზიოთერაპიას, ბალნეო და მედიკამენტურ თერაპიას. გასათვალისწინებელია როგორც ძირითადი, ასევე თანმხლები დაავადებები. შემოგთავაზებთ ვარჯიშებს, რომლებიც მეტად ეფექტურია ბრტყელტერფიანობის დროს. ვარჯიშები ტარდება ნელა, დაზოგვით, სუნთქვის რიტმის დაცვით და შიშველი ტერფებით, თავდაპირველად მწოლიარე, მერე მჯდომარე მდგომარეობაში. ჯდომითი ვარჯიშის შესრულების დროს უნდა იჯდეთ მაღალ სკამზე, ისე, რომ ტერფები კარგად გედგათ იატაკზე, მუხლები და მენჯ-ბარძაყი კი 900-ით იყოს მოხრილი. ფეხებქვეშ ფარდაგი უნდა გეფინოთ. საწყისი მდგომარეობა: ზიხართ სკამზე (ხერხემალი სწორად უნდა გეჭიროთ), ფეხები ოდნავ განზე გაქვთ გაწეული, ფეხისგულები მთლიანად ეხება იატაკს.
1. ტერფები მოხარეთ და გაშალეთ.
2. მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები.
3. ტერფებით დაიჭირეთ ბურთი, ასწიეთ ის და დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.
4. ტერფებით გააგორ-გამოაგორეთ საგორავი (ცომის გასაბრტყელებელი) ჯოხი.
5. ფეხის თითებქვეშ ამოიდეთ პირსახოცი, მისი ბოლოები დაიჭირეთ ხელში და მოქაჩეთ.
6. იარეთ ფეხის წვერებზე.

 

 



თარიღი : 07-01-2017
მთვარისა
ვარ 17 წლის ექვსი წლის ასაკში დამიდგინეს ხერხემლის გამრუდება. რამოდენიმე კურსი ჩავიტარე მასაჟისა. ხოლო შემდგომ წლებში აღარ მივსულვარ არსად. ახლა სიმძიმის აწევის დროს ვგრძნობ რომ ხერხემალი მტკივა. ასევე მუცელიც წინ მაქვს გამოწეული მხრებზე მნიშვნელოვანი გადახრა არ მაქვს უბრალოდ ცოტა შესამჩნევად მაქვს ერთი მხარე ამოწეული. და შესაძლებელია ამის მასაჟიტ მკურნალობა?
თარიღი : 21-05-2015
mari
ვარ 30 წლის და დამიდგინდა სქოლიოზი როგორ ვიმკურნალო ან ვის მივმართო?
თარიღი : 13-01-2015
სკოლიოზის მკურნალობა მასაჟითა და ვარჯიშით მხოლოდ ბავშვებისთვის და ქალბატონებისათვის მოგემსახურებათ ექთან მასაჟისტი 555 40 43 13
სკოლიოზის მკურნალობა მასაჟითა და ვარჯიშით.ქალბატონებისათვის და ბავშვებისათვის 555 40 43 13.მოგემსახურებათ ექთან მასაჟისტი.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი იტანჯება წელის ტკივილისგან, მაგრამ ეფექტური საშუალება ჯერჯერობით არ ჩანს. ვანდერბილდტის უნივერსიტეტის ინჟინრების გუნდმა შექმნა ქვედა საცვალი, რომელიც ნაწილობრივ ხსნის ხერხემალზე დატვირთვას. ეს არის ნეილონის, ლიკრის, პოლიესთერაზასა და სხვა მასალისგან დამზადებული კოსტუმი, რომლის ნაწილები მკერდსა და ფეხებზე მყარი ქამრებით უერთდება ერთმანეთს.
ზღვის ფლოსტები (რუსულად шлёпанцы), მიუხედავად ზაფხულის პერიოდში მათი მრავალმხრივი უპირატესობისა, ჯანმრთელობისთვის მაინც არასასურველ და გარკვეულწილად სახიფათო ფეხსაცმლად მიიჩნევა , – აცხადებენ სამედიცინო სფეროს ავტორიტეტული ევროპელი სპეციალისტები.
აქტივობის მაღალი დონე ხერხემლის ქრონიკულ ტკივილს უმკლავდება. ეს მოსაზრება ფინეთის შრომის ჰიგიენის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე დამტკიცდა. ფიზიკურ აქტივობად ითვლებოდა სპორტული სიარული, კიბეზე ასვლა და ა.შ..
როდესაც ადამიანი ძალიან ხშირად იყენებს სმარტფონს, შეიძლება განუვითარდეს „სმარტფონის თითი“. ეს საკმაოდ მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია განმეორებითი მოძრაობებით (მაგალითად, ბეჭდვა). შედეგად ვითარდება ართრიტი ან ტენდინიტი (მყესების ანთება).
ყველა ალკოჰოლური სასმელი მავნე როდია. ამ შემთხვევაში საუბარი არაა ანტიოქსიდანტებით მდიდარ ღვინოზე. მეხიკოს მოწინავე კვლევების ცენტრის დასკვნით, ტეკილას ზომიერი მოხმარება ძვლების მიერ კალციუმისა და მაგნიუმის შთანთქმას ხელს უწყობს.
ქალებში, რომლებიც რეგულარულად ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მატულობს. ანალიზმა აჩვენა, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმისას იტვირთება სახსრები, რამაც შეიძლება ოსტეოართრიტის ნაადრევი განვითარება გამოიწვიოს.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.