რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
კისრის ოსტეოქონდროზი

ხერხემლის ოსტეოქონდროზი დაავადებაა, რომელსაც ამერიკელმა პროფესორმა ჯ. ჰუიტმა ზურგში ჩასახლებული ჭინკა უწოდა. ადამიანთა მოდგმა ამ დაავადებით მრავალი საუკუნეა იტანჯება. ამის დასტურია ხერხემლის დამახასიათებელი ცვლილებები, რომლებიც ფარაონთა მუმიებსა და რომაელი პატრიციუსების ნეშტებს აღმოაჩნდათ.
ურბანიზაციის, მცირე ფიზიკური აქტივობის, კვების არასათანადო რეჟიმისა და ხარისხის, ეკოლოგიური პირობების გაუარესების გამო

 

 

ხერხემლის ოსტეოქონდროზი დღეს დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. ქალებს ეს დაავადება უფრო ხშირად ემართებათ, მაგრამ გამწვავება უმთავრესად მამაკაცების ხვედრია. ოპერაციული ჩარევაც მათ უფრო ხშირად სჭირდებათ. ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალათაშუა დისკები ზიანდება, დეფორმირდება და აშრევდება. განსაკუთრებით სათუთია ხერხემლის კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს საძილე და ხერხემლის არტერიები, რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. აქვეა ფარისებრი ჯირკვალი, სასულე. კისერი იჭერს თავს.

ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. ჯერ ერთი, კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.

კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა, რის გამოც ადამიანს ღამით გაღვიძება და ხელის კუნთების დაზელა უხდება. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. არცთუ იშვიათად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს. ზოგიერთს პალტოს ჩაცმაც კი არ შეუძლია, რადგან ის უსაშველოდ მძიმე ეჩვენება.

ტკივილი ძლიერდება ხველებისას, ცემინებისას, გაჭინთვისას, ყველაზე მეტად - ჯანსაღ მხარეს გადახრისას. მოსალოდნელია მოძრაობის (განსაკუთრებით - ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობის) დარღვევა. როგორც წესი, ზიანდება ხერხემლის კისრის ნაწილის ქვედა 2-3 ფესვი. ზოგჯერ ყოველივე ამას ერთვის ენის, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ქავილი, ჩხვლეტა, ქვედა ან ზედა კიდურთა მოძრაობის შეზღუდვა, მგრძნობელობის დარღვევა. კისრის შაკიკის განვითარება ხერხემლის არტერიის დაზიანებაზე მიუთითებს. ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა. მუდმივი სიმპტომია თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. ტკივილი მუდმივია. ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად - დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის (მაგალითად, ტელევიზორის ყურების, მაგარ და მაღალ სასთუმალზე ძილის) შემდეგ. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ცალმხრივიც და ორმხრივად სიმეტრიულიც.

ხანში შესული ადამიანები ხშირად კარგავენ გონებას თავის მკვეთრი მობრუნებისას, რასაც წინ უძღვის თავბრუხვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის სიმახვილის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია გულმკერდის მარცხენა ნახევრისა და მარცხენა ხელის ტკივილი. ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება გულის არეშიც აღმოცენდება. ის შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მბურღავი და სტენოკარდიას წააგავდეს. დიფერენცირებისთვის გამოგადგებათ იმის ცოდნა, რომ ოსტეოქონდროზით გამოწვეული ტკივილი ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ არ გაივლის.

კისრის ოსტეოქონდროზის გართულებაა მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი,

You must have Flash Player installed in order to see this player.
რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს, განსაკუთრებით - ხანში შესულ და ხანდაზმულ ასაკში, აღინიშნება რბილი ქსოვილების გამკვრივება. გამკვრივებული ადგილები შეიმჩნევა კისრის კუნთებში, კისრის მალების მორჩების მიდამოში, სხივ-მაჯის, იდაყვის სახსრებში, ლავიწზედა და ლავიწქვეშა ფოსოებში. ასაკთან ერთად ჩნდება ხელისგულების ნაწიბუროვანი შემსხვილებები, რომლებსაც მყესების სტრუქტურის ცვლილება იწვევს.


როგორ ვუმკურნალოთ კისრის ოსტეოქონდროზს
ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია.
მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოვლენილ იქნეს შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი უკუნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის, სისხლძარღვოვანი კრიზების, აქტიური ანთებითი პროცესის დროს.

ოსტეოქონდროზის მკურნალობისას მიზნად არ უნდა დავისახოთ ”მარილების დაშლა ან გაწოვა” - ამ დროს ხდება არა ”მარილების დაგროვება”, არამედ რეაქტიული გაძვალება, ამიტომ ბუნებრივია, ვერავითარი ღონისძიება ვერ შეძლებს ”მარილოვანი წანაზარდების” დაშლას.
ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპია მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა და სამკურნალო ვარჯიშების შესრულება. ამასთანავე, კისრის ოსტეოქონდროზის დროს უნდა შესრულდეს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სრული უმოძრაობის პირობებში მნიშვნელოვან კუნთოვან დაძაბულობას იწვევს.

სწორედ ასეთ ვარჯიშებს (მათ იზომეტრიულ ვარჯიშებს უწოდებენ) ძალუძს კისრის კუნთოვანი ბოჭკოების გამაგრება და მიზანმიმართული წვრთნა. ასევე აუცილებელია კვების რაციონალური პრინციპის დაცვა (რაციონში ცილების, ვიტამინების შემცველობა საკმარისი უნდა იყოს. ცხარე კერძები და სპირტიანი სასმელების მიღება არ არის მიზანშეწონილი). სამკურნალო კვება მიმართულია სიმსუქნის წინააღმდეგ (საკვების ენერგეტიკული ღირებულება უნდა შემცირდეს ცხიმების, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცირების ხარჯზე; სასარგებლოა განტვირთვის დიეტები).



თარიღი : 10-08-2016
gurami 33wlis
გამარჯობატ.ყველა ეს სიმპტომი მაწუხებს.ყველანაირი მქურნალობა ჩავიტარე მაგრამ უშედეგოდ.გთხოვტ მირჩიოთ რაიმე.გმადლობთ
თარიღი : 16-06-2016
შოთა
ყველა ეგ სიმტომი მაწუხებს და 37 სიცხეც მაქვს სიცხის სხვა მეთოდი ვეძებო თუ ტკივილისგან არის შესაძლებელი რომ იყოს გამოწვეული?
თარიღი : 28-05-2016
ნანიკო
მაწუხებს მარცხენა მკლავი.ძვლები სულ მიტკაცუნებს, მაგრამ ისაა ცუდი რომ ამ ვარჯიშების კეთება ძალიან მიჭირს, აუტანელი ტკივილები მაქვს და მეხსიერებაც ძალიან დამიქვეითდა,თავბრუსხვევა მაქვს და კისერში დაჭიმულობა..ხელებიც მენასკვება მაინტერესებს როგორ მივეხმარო ჩემს თავს
თარიღი : 18-04-2016
იამზე
კისრის მიდამოშოში მაქვს შგრძნება თითქოს რაღაც მაქვს შეშუპებული და არცთუ იშვითად არასასიამოვნო შგრძნებას მიტოვებს არ ვიცი ეს ოსტეოქონდროზია.
თარიღი : 08-03-2016
sofo
ყველაფერი რაც წერია მაწუხებს, მაგრამ ისაა ცუდი რომ ამ ვარჯიშების კეთება ძალიან მიჭირს, აუტანელი ტკივილები მაქვს და მეხსიერებაც ძალიან დამიქვეითდა, მაინტერესებს როგორ მივეხმარო ჩემს თავს და როგორ ვუმკურნალო ხალხური მეთოდით?მადლობთ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი იტანჯება წელის ტკივილისგან, მაგრამ ეფექტური საშუალება ჯერჯერობით არ ჩანს. ვანდერბილდტის უნივერსიტეტის ინჟინრების გუნდმა შექმნა ქვედა საცვალი, რომელიც ნაწილობრივ ხსნის ხერხემალზე დატვირთვას. ეს არის ნეილონის, ლიკრის, პოლიესთერაზასა და სხვა მასალისგან დამზადებული კოსტუმი, რომლის ნაწილები მკერდსა და ფეხებზე მყარი ქამრებით უერთდება ერთმანეთს.
ზღვის ფლოსტები (რუსულად шлёпанцы), მიუხედავად ზაფხულის პერიოდში მათი მრავალმხრივი უპირატესობისა, ჯანმრთელობისთვის მაინც არასასურველ და გარკვეულწილად სახიფათო ფეხსაცმლად მიიჩნევა , – აცხადებენ სამედიცინო სფეროს ავტორიტეტული ევროპელი სპეციალისტები.
აქტივობის მაღალი დონე ხერხემლის ქრონიკულ ტკივილს უმკლავდება. ეს მოსაზრება ფინეთის შრომის ჰიგიენის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე დამტკიცდა. ფიზიკურ აქტივობად ითვლებოდა სპორტული სიარული, კიბეზე ასვლა და ა.შ..
როდესაც ადამიანი ძალიან ხშირად იყენებს სმარტფონს, შეიძლება განუვითარდეს „სმარტფონის თითი“. ეს საკმაოდ მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია განმეორებითი მოძრაობებით (მაგალითად, ბეჭდვა). შედეგად ვითარდება ართრიტი ან ტენდინიტი (მყესების ანთება).
ყველა ალკოჰოლური სასმელი მავნე როდია. ამ შემთხვევაში საუბარი არაა ანტიოქსიდანტებით მდიდარ ღვინოზე. მეხიკოს მოწინავე კვლევების ცენტრის დასკვნით, ტეკილას ზომიერი მოხმარება ძვლების მიერ კალციუმისა და მაგნიუმის შთანთქმას ხელს უწყობს.
ქალებში, რომლებიც რეგულარულად ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მატულობს. ანალიზმა აჩვენა, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმისას იტვირთება სახსრები, რამაც შეიძლება ოსტეოართრიტის ნაადრევი განვითარება გამოიწვიოს.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.