გოფის დაავადება - რა იწვევს მუხლის სახსრის გარემომცველი ცხიმოვანი ქსოვილის გადაგვარებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გოფის დაავადება - რა იწვევს მუხლის სახსრის გარემომცველი ცხიმოვანი ქსოვილის გადაგვარებას

გარემომცველი ცხიმოვანი ქსოვილის გადაგვარებაა. შედეგად ადამიანს მუხლის სახსარში მოძრაობა ეზღუდება, მასში ხრჭიალი, შესივება, დისკომფორტი და ტკივილი უვითარდება. ყოველივე ეს კი საბოლოოდ კოჭლობის მიზეზი ხდება. გოფის დაავადების არასათანადო და არადროული მკურნალობის შემთხვევაში “ცხიმოვანი ბალიში” ვეღარ ასრულებს ბუფერულ ფუნქციას და დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადადის. ლიპოართრიტი შესაძლოა მუხლის სახსრის ართრიტში ტრანსფორმირდეს, წლების განმავლობაში სახსრის ძლიერი ტკივილის პროვოცირებით.

რა იწვევს გოფის დაავადებას

მუხლის სახსრის გარემომცველი ცხიმოვანი ქსოვილი ძირითადად ტრავმის შედეგად ზიანდება, როდესაც სახსარში მონაწილე ძვლების ცდომა, სისხლჩაქცევა და შეშუპება ვითარდება. დაზიანების ადგილზე ფიბროზული ქსოვილი ვითარდება, რომელიც ცხიმოვანი ქსოვილის ჩანაცვლების მიუხედავად, ბუნებრივია, ვერ ასრულებს მის ფუნქციას. ზოგჯერ გოფის დაავადებას ჰორმონული ძვრები განაპირობებს (მაგალითად, ხშირია ქალებთან კლიმაქტერულ ასაკში, ასევე მუხლის სახსრის ართროზის ფონზე). პათოლოგია, ჩვეულებრივ, 45 წელს გადაცილებულ ქალებთან გვხვდება.

დაავადების ძირითადი სიმპტომები

გოფის დაავადებას სპეციფიკური კლინიკური სურათი ახასიათებს: სახსრის შეშუპება წინა ქვედა ნაწილში, დაუზიანებელი მყესოვანი აპარატისა და მენისკების ფონზე სახსარში გაშლის შეზღუდვა, მუხლის სახსრის ფუნქციური უკმარისობა, ჰიპოტროფია, ბარძაყის ოთხთავა კუნთის ფუნქციის დაქვეითება. გოფის დაავადების პირველი კლინიკური სიმპტომები, რომლებიც ცხიმოვანი ქსოვილის დაზიანებაზე მიანიშნებს, ოთხთავა კუნთის სისუსტე, სახსრის შესივება და პალპაციისას მტკივნეულობაა.

ქრონიკული მიმდინარეობისას, დიაგნოზის დასაზუსტებლად, ხშირად იყენებენ მაგნიტურ-რეზონანსულ ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას. რენტგენოლოგიური კვლევისას, ჩვეულებრივ, მუხლის სახსრის პირველი ან მეორე სტადიის ართროზი ვლინდება, რაც ხდება კიდეც არასწორი დიაგნოზის საფუძველი.

რას მოიცავს გოფ ის დაავადების მკურნალობა

დროული დიაგნოსტიკისას გამოჯანმრთელებისათვის საკმარისია ანთების საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარება შემდგომი რეაბილიტაციით. ადრეულ სტადიებზე გოფის დაავადებას ხანგრძლივი (პროლონგირებული) მოქმედების ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობენ. კარგ ეფექტს იძლევა ლაზეროთერაპია, მასაჟი და ფიზიოთერაპიული პროცედურები.

კომპლექსური მკურნალობის უეფექტობისა და დაავადების პროგრესირებისას ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა - გოფის ცხიმოვანი სხეულის რეზექცია. გოფის დაავადების მკურნალობა ეტაპობრივად მიმდინარეობს და მოიცავს კიდურის საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის აღდგენას, მუხლის სახსარში ანთებითი პროცესის ლიკვიდაციას, ფეხის კუნთების შრომისუნარიანობისა და ქვემო კიდურის მამოძრავებელი ფუნქციის აღდგენას. ამ მიზნით პაციენტებს სამკურნალო სიარულსა და ვარჯიშებს უნიშნავენ.

რეციდივის დროს ზოგჯერ მასაჟსა და ელექტროსტიმულაციასაც მიმართავენ. მასაჟი განსაკუთრებულად ნაჩვენებია ბარძაყის ოთხთავა კუნთის ატროფიისას (განლევისას), კუნთის სტიმულაციის, მასში სისხლისა და ლიმფის ნაკადის გასააქტიურებლად.