რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 2 ლარი
მხოლოდ დღეს
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია
კატეგორია - დერმატოლოგია
06-03-2017
-გამარჯობათ, მაინტერესებს რომელი ვიტამინების ნაკლებობა იწვევს კანის გამოშრობას და ქერცვლას? და რომელი ხილი, ბოსტნეული და საკვები შეიცავს ამ ვიტამინებს? მითხრეს რომ ა და ე ვიტამინის ნაკლებოამ იცის და სტაფილოა კარგი ამ დროს. დიდი მადლბა
პასუხი
- დიახ, ა და ე ვიტამინების დეფიციტი იწვევს კანის გამოშრობას. თუმცა დიდი რაოდენობით ყავის მიღება, სითხეების მცირე რაოდენობით მიღება დღის განმავლობაში აგრეთვე  ამას ხელს უწყობს.
ა ვიტამინს შეიცავს : ყველი, რძე, ხაჭო, კვერცხი, თევზი, გოგრა, სტაფილო, ქაცვი. ნაღების კარაქი, თევზის ქონი, მწვანე და ყვეთელ ბოსტნეული, ყვითელი ხილი.
ე ვიტამინს შეიცავს : მწვანე ბოსტნეული, კვერცხი, რძე, მცენარეული ზეთი, გაღვივებული თესლი, ხორბლის ბუტკო, სოიოს მარცვალი, ბროკოლი, ბრიუსელური კომბოსტო, მწვანილის ფურცლები, მთლიანი მარცვლოვნები, ისპანახი, შოკოლადი.
გასწავლით, თუ როგორ უნდა მოუაროთ მაშრალ კანს:
-რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და კანის ზედაპირის (მათ შორის ხელის კანისაც) მსუბუქი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის უჯრედებს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.
-ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი.
-საკვები რაციონი გაამდიდრეთ მარცვლეული კულტურით, კაკლით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით.
-შეზღუდეთ შაქრის, შოკოლადის, კოფეინის შემცველი პროდუქტებისა და ცხიმის მიღება.
-უარი თქვის სიგარეტსა და ალკოჰოლზე;
-ერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადიბას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას.
-შხაპი და აბაზანა დღეში 2-ზე მეტად არ მიიღოთ, არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით (უმჯობესია ოთახის ტემპერატურის წყლით ბანაობა), გამოიყენეთ საპონი ნეიტრალური PH-ით. ბანაობის შემდეგ კანი ნაზად გაიმშარალეთ (უხეშად არ გაიწმინდოთ, ეს გამოიწვევს მშრალი კანის გაღიზიანებას);
-რეცხვის დროს გამოიყენეთ სპეციალური ხელთათმანები;
-ხელის ყოველი დაბანის შემდეგ წაისვით ცხიმიანი კრემი;
-გაიკეთეთ ხელებზე ზეითუნის ზეთისა და ერთი წვეთი ლიმონის ნარევის ნიღაბი ან ზეითუნის ზეთისა და პროპოლისის (3:1) ნარევის ნიღაბი.
შეგიძლიათ ხელებისთვის ასეთი კრემი მოამზადოთ;
>ერთი სუფრის კოვზ მრავალძარღვას დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 8-9 სთ, შემდეგ გაფილტრეთ. 50 გ ნაღების კარაქი გათქვიფეთ 1 ჩაის კოვზ თაფლში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მრავალძარღვას ნაყენი და ყველეფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
>ჯერ მოამზადეთ გვირილის ნაყენი. 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 8-9 სთ, შემდეგ გაფილტრეთ. 50 გ ნაღების კარაქი გათქვიფეთ 1 ჩაის კოვზ თაფლში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი გვირილის ნაყენი და ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
> ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ორკბილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 8-9 სთ, შემდეგ გაფილტრეთ. 50 გ ნაღების კარაქი გათქვიფეთ 1 ჩაის კოვზ თაფლში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ორკბილას ნაყენი და ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
ამ კრემების დახმარებით ხელის კანი გახდება ნაზი, გლუვი და ხავედოვანი.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.