რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება
კატეგორია - ბავშვის კვება
14-02-2017
-გამარჯობა, ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე, მაგრამ როდესაც ჩემ რძეს ვიწურავ და ვტოვებ ჭურჭელში მას არ აქვს არანაირი ცხიმიანობა არის ჩვეულებრივი რძისფერი.. როგორც ვიცი ჭურჭელში დატოვებული რძე რამდენიმე ფენად უნდა იყოფოდეს, ბავშვი ნაყრდება თუმცა დიდად წონაში არ იმატებს სამშობიაროდან 3900 გამოვიყვანე, სამშობირაოდან გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში მოვხვდით და როცა აწონეს 3720 გრამი იყო ახლა მომატებული აქვს 140 გრამი და საჭიროებს ჩემი რძე ანალიზის გაკეთებას, რომ გავარკვიო მისი კალორიულობა?
პასუხი
-თქვენ არ გვწერთ ბავშვის ასაკს. ქალის რძის შემადგენლობა, მათ შორის ცხიმის შემცველობაც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად, ამიტომ არ არის საჭირო მისი გამოკვლევა.
კვებეთ ბავშვი ძუძუთი ,კვების ჯერადობას, სიხშირეს, კვების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თავად ბავშვი ანუ ბავშვი უნდა იკვებებოდეს მოთხოვნილების მიხედვით დღისა და ღამის განმავლობაში. კვების სიხშირე პირველი კვირის განმავლობაში დღე -ღამეში დაახლოებით 8-12-ს უნდა შეადგენდეს. ამასთან, კვებათა შორის შუალედი არ უნდა აღემატებოდეს 3სთ-ს, დღე-ღამის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ერთი ხანგრძლივი შუალედი (6 სთ-იანი შესვენება კვებათა შორის) -ხანგრძლივი ძილის პერიოდი. 1-1,5 თვის ასაკში ყველა ბავშვი გამოიმუშავებს კვების საკუთარ რეჟიმს.
თუ:
- შარდავს 6-8-ჯერ დღე-ღამეში;
- ყოველდღიურად აქვს კუჭის მოქმედება. (ზოგჯერ ყოველი კვების შემდეგ);
- კვების შემდგომ დაკმაყოფილებულია;
- წონის ნამატი კვირაში საშუალოდ 125 -150 გრამია. ე.ი ბავშვს რძე ყოფნის.
რაც შეეხება მეძუძურის რაციონს, მეძუძურ ქალს მრავალფეროვანი საკვები სჭირდება. რაციონიდან უნდა გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ცომეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. შემწვარი საკვები სასურველი არ არის.
შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები: ყავა, მუქი ჩაი, კოკა-კოლა, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტების, ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლი ადვილად გადადის რძეში და ახალშობილებში მძიმე ნევროლოგიურ დაზიანებას იწვევს. ყველაფერი დანარჩენი -პირველი და მეორე კერძები მჭლე ხორცით ან თევზით, ხარისხიანი ყველი, ბოსტნეული, ხილი -ნებადართულია. ნუ დაივიწყებთ ფაფებს.
ბავშვის კვებისას ეცადეთ მიიღოთ მეტი ბოსტნეული და ახალი ხილი, ასე თქვენს მიერ გამომუშავებული რძე გაჯერებული იქნება ვიტამინებით. დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს. სასურველია, იგი შევუთანხმოთ ბავშვის კვების რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას.
ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის წინ შეიძლება მიირთვათ ერთი ჭიქა რძე ან წვენი. სასურველია დედის საკვებში არ შედიოდეს დიდი რაოდენობით სანელებლები (მაგ; ნიორი, ხახვი, სუნელი), ვინაიდან ისინი გემოსა და სუნს უცვლის რძეს, და პატარა ვეღარ ცნობს საყვარელ საკვებს.
ქვემოთ მოგვყავს მეძუძურის მენიუ.
მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
• 200 გრამი ხორცი (უმეტესად -მოხარშული და მჭლე);
• 100-150 გრამი ხაჭო;
• 20-30 გრამი ყველი;
• 1მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
• 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი -არა უმეტეს 200 გრამისა);
• 200-300 გრამი ხილი;
• პური -არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი); ჭვავის პური –100გ .ხორბლის პური –200 გ
• სითხე -არა უმეტეს 2ლიტრისა, აქედან 1ლიტრი საკვების, ხოლო 1ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები -კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა).
პირველ თვეს ჩვილი 600 გრამს იმატებს, მეორე თვეს –800-1000 გრამს, მესამე თვეს –800-ს. მომდევნო თვეებში მასის ნამატის გამოსათვლელად შემდეგი ფორმულა დაიხმარეთ: 800 –50 X(n –3), სადაც n თვეების რიცხვია.
თუ ყოველთვიური ნამატი არ იქნა ნორმის შესაბამისი, ბავშვის პედიატრთან ერთად განიხილეთ დამატებითი კვების საკითხი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.