რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 3 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია
კატეგორია - ფსიქოლოგია
23-09-2017
-გამარჯობა.პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ პირადად ფსიქოლოგთან წასვლის საშვალება არ მაქვს და აქ იმიტომ გწერთ.ამიტომ ძალიან გთხოვთ რაც შეიძლება ამომწურავი რჩევა მომეცით.ეხლა რაც შეეხება ჩემს ცოტა არ იყოს და უცნაურ პრობლემას,მოკლედ,ვარ დაოჯახებული და ორი შვილის დედა,ხანგრძლივი სახლში ჯდომის შემდეგ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ნორმალურ კომპანიაში,რაც ძალიან მახარებდა და მახარებს.თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ შემდეგ პრობლემამ იჩინა თავი.ერთ გუნდში ვართ რამოდენიმე გოგო და რამოდენიმე ბიჭი.ნელნელა პრობლემა შემექმნა თანამშრომლებთან ურთიერთობაში,უფრო კონკრეტულად კი ბიჭებთან.საერთოდ არცერთ სამსახურში არ მქონია მსგვსი პრობლემა და აქ სად დაუშვი შეცდომა ან საერთოდ მე დაუშვი თუ არა შეცდომა მაგასაც ვერ ვხვდები.პრობლემა ისაა რომ ვხვდები ვერ მიტანენ.რაღაცნაირად ისე მიყურებენ როგორც ერთი ჩვეულებრვი აუტანელი სწერვა გოგო.არადა ასეთი ნამდვილად არ ვარ.უბრალოდ მოვხვდი ჩემთვის უჩვეულო მამაკაცების წრეში სადაც არ იციან ქალის პატივისცემა,მაგალითად ქალს რაღაცაში რომ უნდა დაეხმარონ და ასე შემდეგ,და ეს რომ ავღნიშნე იმის მერე ამითვალწუნეს.ეს გარემო შეიძლება ვიღაცას სულ არ ძაბავდეს მაგრამ მე ძალიან მძაბავს და იქამდეც მივედი ამ ბოლო დღეებში რომ ვფიქრობ ორი შვილის დედას სამსახური რომ არ მჭირდებოდეს საერთოდ წამოვიდოდი.მე ზოგადად ძალიან მძაფრადაც აღვიქვავ ყველაფერს და ყველა წვრილმანზე ზომაზე მეტად ვნერვიულობ და შეიძლება არც ისე ცუდათაა საქმე და ვაზვიადებ მაგრამ სამსახურში რომ დაძაბული ურთიერთობა მაქვს მაგას ყველა ამჩნევს.თქვენ ხომ ფსიქოლოგები ხართ,ძალიან გთხოვთ რაღაცნირად მირჩიიეთ როგორ მოვიიქცე რომ სამსახურში ნორმლური ურიერთობა დავამყარო თანამშრომლებთან.
პასუხი
- კონკრეტული რჩევები რომ მოგცეთ, უფრო მეტი უნდა ვიცოდეთ თქვენი პრობლემის შესახებ. თქვენი მონათხრობიდან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ან შენიშვნებს აძლევთ თანამშრომელ მამაკაცებს ან ხმამაღალ გამოხატავთ მათ მიმართ უკმაყოფილებას. ჩვენ გეთანხმებით იმაში, რომ თანამშრომლები ერთმანეთს პატივს უნდა სცემდნენ და ეხმარებოდნენ, და ნამდვილად გულდასაწყვეტია, როცა დახმარება გჭირდება და გულგრილობას იჩენენ შენი პრობლემისადმი. მაგრამ, კარგად უნდა გავითავისოთ ის, რომ დახმარების ხელის გამოწოდება ვალდებულება კი არა , არამედ კეთილი ნებაა და მადლობელი უნდა ვიყოთ, თუ ამ კეთილ ნებას გამოიჩენენ. ერთი სიტყვით, უნდა ისწავლოთ თანამშრომლების (და საერთოდ ადამიანების) ისეთებად მიღება, როგორებიც არიან და მათ ,,გამოსწორებას“  და პრეტენზიების ხმამაღლა გამოხატვას უნდა მოერიდოთ. ჩვენ გირჩევთ დამშვიდდეთ, აუცილებლად იარეთ სამსახურში, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე, ყურადღებას ნუ მიაქცევთ თანამშრომლების თქვენდამი დამოკიდებულებას, ჩვეულებრივ მიესალმეთ, მოიკითხეთ, თუ რომელიმე თანამშრომელი დაგიწყებთ ამ დაძაბულ ურთიერთობაზე საუბარს, აუღელვებლად გააჩერეთ და უთხარით, რომ უბრალო გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და რომ არც კი გინდათ ამის გახსენება. გვერწმუნეთ, დროთა განმავლობაში მოგვარდება ეს დაძაბული ურთიერთობა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ვაგინიზმი არის ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომატებული მგრძნობელობა, რომელიც
ზოგ შემთხვევაში ინსულტი უცებ არ კლავს. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია დროული დახმარების გაწევა.
ოკლენდის უნივერსიტეტის თანამშრომლები მესამე ტრიმესტრში მყოფ ორსულებს
02 მარტი 2015
ამერიკელმა მეცნიერებმა დ ვიტამინის დეფიციტი მოზარდებში ფსიქიატრიული
06 სექტემბერი 2017
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ფსორიაზი ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებაა, რომელსაც

ადამიანის ორგანიზმი რთული სისტემაა, სადაც ყოველწამიერად მიმდინარეობს უამრავი

ხშირად გაგვიგონია, რომ გრიპის ეპიდემიის დროს ზოგიერთ ოჯახში ყველა ხდება ავად,