რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია
კატეგორია - ენდოკრინოლოგია
commerce
22-10-2017
გამარჯობათ, ვარ 34 წლის, ჩემი ანალიზის პასუხებია: გლუკოზა სისხლში: 6.2, საერთო ქოლესტერინი 6.35, TSH 1.66, გავიკეთე ფარისებლის ეხოსკოპიაც სადაც ყველაფერი წესრიგშია, ენდოკრინოლოგმა დამინიშნა წამლები: ომეგა 3 1000- ორჯერ დღეში და სიოფორი 500- ერთჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში, მაინტერესებს რამდენად სწორია დანიშნულება, სიოფორის დალევა არ მინდა მგონია ზედმეტია და მკაცრი დიეტით და ფიზიკური აქტივობით შასაძლებელია პრობლემის დაძლევა, მაინტერესებს თქვენი აზრი რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა წინასწარ
პასუხი
- თუ გლუკოზა სისხლში 6,2 გაქვთ უზმოზე, ეს ნიშნავს, რომ დარღვეულია გლიკემია უზმოზე, მაგრამ ეს ჯერ არ არის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი. უდა გაკეთდეს ანალიზი ჭამის შემდეგაც და აგრეთვე გლუკოზით დატვირთვის ტესტი. მხოლოდ ამის მერე ისმება ხოლმე შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი. ასევე მომატებულია ქოლესტერინი, ასეთ დროს უნდა გაკეთდეს ლიპიდური სპექტრის ანალიზი. TSH ნორმაშია. შესაძლოა გაქვთ ჭარბი წონა და ექიმმა ამიტომ მიიჩნია საჭიროდ სიოფორის დანიშვნა. ჭარბი წონისას ორგანიზმს უჭირს გლუკოზის მოწესრიგება მხოლოდ დიეტით. ლიპიდური სპექტრის გაკეთების  შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა საკმარისი ომეგა3-ის დანიშვნა და გჭირდებათ თუ არა სტატინები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
23 თებერვალი 2018
როცა დედა ტყუპისცალია. ბავშვი შარშია :)
22 თებერვალი 2018
ქსანტოგუმოლი, სვიაში შემავალი კომპონენტი და ლუდის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ჭარბ
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა მაია ასათიანის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ჩვენს საიტზე უამრავი წერილი შემოდის, აინტერესებთ მაიას მდგომარეობა
ზოგიერთი გენები ადამიანის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს მუშაობს. ამ დასკვნამდე სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა.
პოლონელი მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ფეხის სიმაღლე შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მარკერი აღმოჩნდეს.