რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა–პასუხი - დერმატოლოგია
კატეგორია - დერმატოლოგია
06-06-2013
-გამარჯობათ, ვარ 43 წლის. 3 წლის წინ დამეწყო თმის ბუდობრივი ცვენა მივაკითხე დერმატოლოგს, დიაგნოზი დამისვა სოკოვანი დაავადება და ნერვიული სტრესი დამინიშნა წამლები და თმა ამომივიდა 3 თვეში, მაგრამ წელიწად ნახევრის შემდეგ ისევ განმიმეორდა ცვენა და იგივე დიაგნოზო დამისვა წამლებიც იგივე დამინიშნა (პოდარკო, ცინკი, ბლექ ვოლნუთ, ბონ-სი...ასევე წამლების გარდა დამინიშნა თმაში შესაზელი, შამპუნი და ვიკეთებ სხივებს (ფიზიო-ტერაპიულს)) თუმცა თმა არ ამომივიდა, პირიქით უფრო დამცვივდა. ასევე მაქვს ანემია და მაინტერესებს ანემიისგან ხომ არ არის გამოწვეული თმის ცვენა და რამდენად ეფექტურია ეს წამლები და სხივები.
პასუხი
-თმის ცვენის გამომწვევი 300 – მდე მიზეზი არსებობს. მათგან უმეტესობა ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დარღვევის შედეგია. თმის ცვენის ზუსტი მიზეზის დასადგენად რეკომენდირებულია ორგანიზმის კომპლექსური გამოკვლევა.
ერთერთი, უამრავ მიზეზთა შორის არის, ანემიაა .ანემიის გამოსარიცხად საჭიროა სისხლში რკინის განსაზღვრა (ფერიტინი, შრატის რკინა, ტრანსფერიტინი, საერთო ცილის შეკავშირების უნარი); ასევე აუცილებელია სპეციფიკური ანალიზები რომლის მიხედვით ფასდება თმის მდგომარეობა; ამ მიზნით ტარდება თმის სპექტრალური ანალიზი, რომლის საშუალებით ხდება 30–მდე მიკროელემენტის შემადგენლობის განსაზღვრა, არა მხოლოდ თმაში, არამედ მთლიანად ორგანიზმში. დიაგნოსტიკის და მკურნალობის სქემის შემუშავება, მიღებული გამოკვლევების საფუძველზე, ხდება მხოლოდ სპეციალისტის მიერ.
კომენტარები
17 დეკემბერი 2016 03:59
prednisone on line buy synthroid tretinoin cream cipro allipurinol online canadian pharmacy viagra online explained here buy citalopram 20 mg advair diskus 250/50
17 მაისი 2016 22:10
სად იყიდება და რა ღირს?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
23 თებერვალი 2018
როცა დედა ტყუპისცალია. ბავშვი შარშია :)
22 თებერვალი 2018
ქსანტოგუმოლი, სვიაში შემავალი კომპონენტი და ლუდის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ჭარბ
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა მაია ასათიანის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ჩვენს საიტზე უამრავი წერილი შემოდის, აინტერესებთ მაიას მდგომარეობა
ზოგიერთი გენები ადამიანის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს მუშაობს. ამ დასკვნამდე სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა.
პოლონელი მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ფეხის სიმაღლე შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მარკერი აღმოჩნდეს.