რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 2 ლარი
მხოლოდ დღეს
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - რევმატოლოგია
კატეგორია - რევმატოლოგია
01-01-2012
-გამარჯობა თუ შეიძლება მითხარით როგორია პოდაგრის მკურნალობის გზები. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი
-თავდაპირველად განგიმარტავთ, რომ პოდაგრა ანუ პოდაგრული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეულ პათოლოგიათა რიცხვს ეკუთვნის. კერძოდ, მისი მიზეზია შარდმჟავას ცვლის მოშლა, რის გამოც სისხლში ამ ნივთიერების შემცველობა იმატებს და ის ქსოვილებში, ძვლებში, სახსრებში ლაგდება. პოდაგრა უპირატესობას კიდურების წვრილ სახსრებს აზიანებს. ნადებისგან ყალიბდება პოდაგრული კვანძები - ე.წ. ტოფუსები. პოდაგრულ შეტევას ახასიათებს სახსრების მწვავე, ინტენსიური ტკივილი, შეწითლება, შეშუპება, მოძრაობას თან სდევს დამახასიათებელი ხრაშუნი. შეტევა უპირატესად ღამით ვითარდება. პოდაგრა ხშირად აზიანებს თირკმლებს. მოსალოდნელია განვითარდეს შარდკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი და თირკმლის უკმარისობაც კი. პოდაგრა ვერაგი დაავადებაა: ადრეულ სტადიაში პერიოდული შეტევები თავისთავად გაივლის, ამიტომ ავადმყოფების უმრავლესობა მათ ყურადღებას არ აქცევს. დიაგნოზი დაისმის 5-8 წლის შემდეგ, როდესაც პროცესს უკვე მთელ ორგანიზმში აქვს გადგმული ფესვი.
პოდაგრის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო დიეტის ზედმიწევნით დაცვას. აუცილებელია დღეში სამ ლიტრამდე სითხის მიღება. რაციონი უნდა შეიცავდეს: რძეს და რძის ნაწარმს, თეთრ და შავ პურს, შაქარს, თაფლს, ბოსტნეულისა და მარცვლეულის წვნიანებს, ფაფებს, ტკბილ ხილს, ლიმონს, სტაფილოს, კიტრსა და სალათას. ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ 2 კვერცხი, 200 გ ხორცი, 200 გ მჭლე თევზი. სუნელებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ დაფნა და ძმარი. სუფრის მარილის ოდენობა დღეში 6-8 გრამამდე შეამცირეთ (ეს ნახევარ ჩაის კოვზზე ოდნავ მეტია). მკაცრად იკრძალება: სუნელები, ხორცის ნახარში, შემწვარი და შებოლილი ხორცი, შემწვარი თევზი, თევზის წვნიანი, თევზის კონსერვი, სოკო, ლებნიანი კულტურები (ლობიო), ისპანახი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, ალკოჰოლიანი სასმელი. პოდაგრას მკურნალობენ კოლხიცინის შემცველი პრეპარატებით და ალოპურინოლით. მწვავე შეტევის მოსახსნელად, აგრეთვე - მისი პროფილაქტიკისთვის ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.
გარდა ამისა უნდა გითხრათ, რომ ფეხის დიდ თითზე ძვლოვანი წანაზარდის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს წონასწორობის დარღვევა ქუსლსა და ფეხის პირველსა და მეხუთე თითების ძვლებს შორის. ამ დროს ძირითადი დატვირთვა გადადის ფეხის დიდ თითზე. ძვლის დეფორმაცია აღენიშნებათ მათ, ვისაც გვარში ასეთი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ შეიძლება ეს მდგომარეობა გაღრმავდეს ვიწროცხვირიანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმილის ტარებით. უნდა ჩაიცვათ მოხერხებული და რბილი ფეხსაცმელი. ეფექტურია მასაჟი, ფიზიოთერაპია და ვარჯიშები. მაგალითად ასეთი:
>ფეხის ტერფის ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს ტრიალი;
>წვივ-ტერფის სახსარში ფეხის მოხრა-გაშლა;
>ტერფის შიგნით მოზიდვა და გარეთ განზიდვა;
>ფეხის თითების მოხრა-გაშლა;
>ფეხის დიდი თითით დაიჭირეთ ნაჭერი ან ფანქარი, აწიეთ ის და დადეთ იატაკზე; >ფეხების დიდ თითებზე ჩამოიცვით დიდი რეზინა და გაჭიმეთ იგი ყველა მხარეს. შეიძლება წანაზარდის გაჩენა განპირობებული იყოს ბრტყელტერფიანობით, მაშინ აუცილებელია სპეციალური სუპინატორის ტარება. თუ პროცესი ძალიან შორსაა წასული და ავადმყოფს ტკივილებიც აწუხებს, მაშინ მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას.
კომენტარები
20 ოქტომბერი 2016 21:38
hdAV97 rbthxsjkxmhj, [url=http://pqeyzfibhktf.com/]pqeyzfibhktf[/url], [link=http://lszghctnxpzw.com/]lszghctnxpzw[/link], http://siqlzrxvvfbc.com/
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.