რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - ჰეპატოლოგია
კატეგორია - ჰეპატოლოგია
14-01-2012
-მაინტერესებს როგორ გადადის ადამიანებზე ცე-ჰეპატიტი და როგორ უნდა მოვუაროთ ცე-ჰეპატიტით დაავადებულს
პასუხი
-ზოგადად C ჰეპატიტის მკურნალობა ტარდება ინტერფერონის პრეპარატებით. მათი გამოყენების მიზანშეწონილობა კი კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს სათანადო გამოცდილების ინფექციონისტმა-ჰეპატოლოგმა.
მოზრდილებშიC ჰეპატიტით დასნებოვნების აუცილებელი პირობაა ვირუსით დაბინძურებული სისხლის კონტაქტი მეორე ადამიანის სისხლთან. ამ თვალსაზრისით საშიშად მიიჩნევენ შეუმოწმებელი ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმას, თუმცა ინფიცირების მიზეზად შეიძლება იქცეს დაავადებული და ჯანმრთელი პირის კონტაქტი. ასეთი რამ ხდება:
• არასათანადოდ გასტერილებული, არაერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას;
• ნარკომანების მიერ საზიარო ნემსის გამოყენებისას;
• ტატუირებისას;
• აკუპუნქტურისას;

• მანიკიურისა და კოსმეტიკური მანიპულაციებისას;
• სტომატოლოგიური მანიპულაციებისას;
• დაბინძურებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტისას;
• საერთო სამართებლის, კბილის ჯაგრისის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებისას;
• პირსინგის დროს;
• დაავადებულის პირის ღრუსთან შეხებისას (კოცნისას), ადამიანის მიერ ადამიანის კბენისას;
• სისხლმდენი ღრძილების მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის გამოყენებისას;
• დაბინძურებული სააბაზანო აქსესუარების გამოყენებისას;
• სქესობრივი კონტაქტისას, რომელსაც თან სდევს სისხლდენა.
C ჰეპატიტის სქესობრივი გზით გადაცემის ალბათობა გაცილებით მცირეა, ვიდრე B ჰეპატიტისა. თეორიულად რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა პრაქტიკულად მაჩვენებელი მეტად დაბალია.
რაც შეეხება კვებას, საგანგებო დიეტა აუცილებელი არ არის, პირიქით, საჭიროა სრულფასოვანი კვება. კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლი. ავადმყოფი უნდა ერიდოს ცხიმიან საკვებს (ღორისა და ცხვრის ხორცს). არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით კოფეინიანი სასმლის (ყავის, მაგარი ჩაის, კოლას) მიღება. გამოცდილი სპეციალისტის ზედამხედველობით მკურნალობა წარმატებით წარიმართება.
კომენტარები
17 ნოემბერი 2017 20:53
vimkurnale c hepatitze.virusi isev damibrunda.ramdenad sashishia es mdgomareoba da ra gavaketot.maqvs 1_2 genotipi.madloba.
31 მარტი 2017 10:35
მაინტერესებს ც ჰეპატიტი ნერცყვიტ ტუ გადადის?
03 თებერვალი 2017 23:12
გამარჯობატ მაინტერესენს ც ჰეპატიტი სქესობრი ცხოვრებიტ ტყ გადადის ან რამდენად არიც პროცენი რომ განიკურნოს ამდროს გადადებული,
24 იანვარი 2016 13:34
დავამთავრე 6 თვიანი კურსი.ც ჰეპატიტის ვირუსი ვერ დავამართსხეთ.სოვალდი +რიბავერინი.რა ვიმოქმედო შემდექში?
09 იანვარი 2016 16:14
გამარჯობათ ოჯახში გვყავს ც ჰეპატიტით დაავადებული მაგრამ ძალიან ოლი ფორმაში. მაინტერესებს ბავშვთან კონტაქტი ხო არ არის საშიში ერთ ლოგინში წოლა შემთხვევით თუ მისი ნახმარი პირსახოცი იხმარა ბავშვმ. მისი და დავუშვათ ბავშვის სარეცხის ერთად გარეცხვა? ძალინ დიდი მალობა
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,