რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - დერმატოლოგია
კატეგორია - დერმატოლოგია
09-04-2012
-kontagiozuri moluski როგორ ვუმკურნალო სასქესო ორგანოზე რომ იცის მე მაქვს სასქესო ორგანოზე.
პასუხი
-კონტაგიოზური მოლუსკი კანის ვირუსული ინფექციაა, რომელიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება. მისი გამომწვევია ვირუსი (პოხვირუს), რომელიც პათოგენურია მხოლოდ ადამიანისათვის. კანზე ჩნდება ერთეული ან მრავლობითი მკვირივი ცვილისებრი უმტკივნეული კვანძები, სიდიდით ქინძისთავის თავის ზომიდან მუხუდოს ზომამდე; აქვს ნახევარსფეროს ფორმა, ცეტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით, განლაგებულია სახეზე, კისერზე და ტანზე – ბავშვებში, ხოლო მოზრდილებში – სასქესო ორგანოებსა და მეზობელ მიდამოებში.
კვანძებზე ზეწოლისას ცენტრალური ჩაღრმავებიდან გამოდინება თეთრი მასა. კონტაგიოზური მოლუსკის მკურნალობა უნდა აწარმოოს დერმატოლოგმა. თითოეული ელემენტი (მოლუსლი) უნდა იქნას მოშორებული ქირურგიული პინცეტით, ან ელექტროკოაგულაციის გზით და შემდეგ ეს ადგილი დამუშავდეს იოდის სპირტხსნარით. თუ მოლუსკები დიდი რაოდენობითაა, მაშინ ინიშნება მედიკამენტები, ულტრაიისფერი ნათურით დასხივება, აციკლოვირის მალამო (იგივეა, რაც ზოვირაქსი).
კონტაგიოზური მოლუსკის პროფილაქტიკა გულისხმობს პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას. ბავშვები ინფიცირდებიან დაავადებულის კანთან ან დაბინძურებულ საგნებთან (საერთო აბაზანები, სავარჯიშო დარბაზები, სკოლებში და სხვა) კონტაქტის შედეგად. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 2-3 თვეა.
კომენტარები
17 დეკემბერი 2016 14:42
buy zofran buy ventolin amitriptyline celebrex online
14 მაისი 2014 17:08
გამარჯობათ! ჩემს შვილს აქვს კონტაგიოზური მოლუსკი,არის 4წლის,მოვუწვით,მაგრამ დარჩა ადგილები კიდევ მოსაწვავი,ის ითვლება გამრავლების კერად? არსებობს თუ არა რაიმე ისეთი პრეპარატი რომ სამუდამოდ განკურნოს ჩემი შვილი,მასწავლეს მოლუტრექსის ხსნარი და არის თუ არა გამართლებული რომ შევიძინო და წავუსვა? გთხოვთ მიპასუხოთ? მადლობას გიხდით წინასწარ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.