რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 3 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - ნევროლოგია
კატეგორია - ნევროლოგია
19-04-2012
-გამარჯობა! მაწუხებს გამუდმებული თავის ტკივილი, დღე არ გავა ისე, თავი არ მტკიოდეს.სწავლასაც ვეღარ ვახერხებ, (სტუდენტი ვარ).გავიკეთე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. დასკვნაში დამიწერეს: მარჯვენა ვერტებრული არტერიის ჰიპოპლაზია. მარჯვენა უკანა ცერებრული არტერიის ირიგაცია კაროტიდული აუზიდან (ანგიონეგეგეზის ვარიანტი). ვიყავი ნევროპათოლოგთან. მან მითხრა, რომ არაფერი არ არის ეს. ტვინის კვება ნორმალურიაო. შენ რაც გაწუხებს დაძაბვის თავის ტკივილიაო. დამინიშნა მკურნალობა, მაგრამ არანაირი შედეგი არ მაქვს. იქნებ მირჩიოთ რამე.
პასუხი

-ექსტრაკრანიულ  არტერიათა  ანომალიებს  შორის  ვერტებრული  არტერიის
ჰიპოპლაზია   ყველაზე   ხშირად   გვხვდება.    რიგი   ავტორთა   მონაცემებით   იგი
ვლინდება   პოპულაციაში      1-6%   შემთხვევაში.   ძირითადად   გხვდება   მარჯვენა
ვერტებრული    არტერიის    ჰიპოპლაზია (რასაც თქვენს შემთხვევაში აქვს ადგილი) .    ვერტებრული    არტერიის    ცალმხრივი ჰიპოპლაზიის შემთხვევაში ხდება კონტრალატერალური ვერტებრალური არტერიის კომპენსატორული გაფართოება. პაციენტებში,        რომელთაც       აღენიშნებათ       ვერტებრული  არტერიის იზოლირებული    ჰიპოპლაზია   თავის ტვინის სისხლმომარაგება სხვა არტერიების მეშვეობით კომპენსირდება. ასე, რომ ეს არ იქნება თავის ტკივილის მიზეზი და ამიტო დაგისვათ ექიმმ დაძაბვის თავის ტკივილის დიგნოზი.
მკურნალობის ტაქტიკის დაწყება პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებითაა მიზანშეწონილი. დაძაბვის თავის ტკივილის შეფერხებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების შესრულება:
ცხოვრების სწორი რეჟიმის შერჩევა;
-დროულად დასვენება;
-კუნთების მოდუნება;
-ფსიქიკური წონასწორობის მიღწევა;
-მოხერხებული სამუშაო პირობების შექმნა;
-რაც მთავარია, ცხოვრებისეული პრობლემების დროულად და გონივრულად მოგვარება;
-გარდა ამისა, ზოგჯერ ინიშნება:
-სამკურნალო მასაჟები;
-სამკურნალო ფიზკულტურა;
-სამკურნალო აბაზანები;
-ადეკვატურად შერჩეული პრეპარატები.

კომენტარები
13 თებერვალი 2017 10:57
მოგესალმებით. გთხოვთ, ამიხსნათ, რა საფრთხეს წარმოადგენს სპაზმი (ნაკადის სიჩქარის მატება) ორივე შუა ცერებრულ არტერიაში. ასევე ვერტებრარული არტერიების ზომიერი დეფორმაცია, ექსტრავაზალური კომპრესია თავის როტირებისას და წინ გადახრისას, და გულმკერდიდან გამოსვლის სინდრომი. დიდ მადლობას გიხდით წინასწარ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
19 იანვარი 2018
ამერიკელმა ექიმებმა სექსის დროს მიღებული ყველაზე მოულოდნელი ტრავმების სია შეადგინეს.
19 იანვარი 2018
ლასტერის საავადმყოფოში მოხვდა 34 წლის პაციენტი, რომელიც ცდილობდა შეეკავებინა ცემინება
შეკითხვა ფსიქოლოგს - ვიცი, რომ ჩემს ქმარს ჩემთვის არასდროს უღალატია და არც მიღალატებს, მაგრამ