რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი
კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი
03-05-2012
- ვარ 27 წლის, ბოლო 2 წელია ცხვირი სისტემატიურად მაქვს გაჭედილი, ისე როგორც გრიპის დროს, რასაც თან ახლდა ქრონიკული თავის ტკივილი(დაახლ. 2 წელი) ჩავიტარე მკურნალობის 3 სხვადასხვა კურსი ექიმის დანიშნულებით, პირველი კურსის დროს სხვადასხვა მედიკამენტებტან ერთად ცხვირში ვიწვეთებდი სინუპრეტს, ამის შემდეგ, რაღაც სხივების კურსი ხოლო ბოლოს გამორეცხვა. თუმცა არაფერს შედეგი არ ჰქონია, გლანდები ბავშვობაში ამოჭრილი მაქვს, გამორეცხვის დროს ექიმმა დიაგნოზში ჩაწერა "სინუსიტი, ფრონტიტი", და მითხრა ცოტა ნიჟარები გაქ შეშუპებულიო, ცხვირი ისევ გაჭედილი მაქვს. გთხოვთ მიპასუხოთ არის თუ არა ეს დაავადება განკურნებადი და არსებობს თუ არა რაიმე უფრო ეფექტური მკურნალობის სხვა კურსი. გმადლობთ წინასწარ
პასუხი

- თქვენს პრობლემას ქრონიკული რინიტი გიქმნით, რომელიც სინუსიტითა და ფრონტიტითაა გართულებული. ეფექტური მკურნალობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენადაა დეფორმირებული ცხვირის ნიჟარები. ზოგ შემთხვევაში მედიკამენტური ღონისძიებებით შესაძლებელია ცხვირის ნორმალური გამავლობის აღდგენა, ზოგ შემთხვევაში კი ნიჟარები ისე იცვლება, რომ საჭირო ხდება მათი ქირურგიული გზით ჩასწორება. როგორია თქვენი კონკრეტული მდგომარეობა და რა სახის მკურნალობას საჭიროებთ, ამის დადგენაში კვალიფიციური ოტორინოლოგი დაგეხმარებათ.
კომენტარები
21 ოქტომბერი 2016 06:42
http://flagyl.online/ - buy flagyl online http://amoxicillin-online.cricket/ - penicillin amoxicillin http://metformin-hcl.us/ - metformin http://lisinopril.kim/ - lisinopril http://cheapviagraonline.webcam/ - cheapest viagra online http://buy-methotrexate.red/ - buy methotrexate
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.