რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - ორსულობა
კატეგორია - ორსულობა
08-05-2012
-გამარჯობათ 30 კვირის ნაყოფის ზომები მომწერეთ თუ შეგიძლიათ, და ამ ვადაში ნაყოფზე რა იზომება კონკრეტულად რო მითხრათ.
პასუხი
-ძირითადი ყურადღება ამ ვადაზე მახვილდება ნაყოფის განვითარების მანკების გამოვლენა/გამორიცხვაზე. ისაზღვრება შეესაბამება თუ არა ნაყოფის ზომა ორსულობის სავარაუდო ვადას, იკვლევენ სანაყოფე წყლებისა და პლაცენტის ნაყოფის მოძრაობითი აქტივობის შეფასება, ასევე ყველაზე მთავარ სიახლედ ითვლება დოპლეროგრაფიული კვლევის ნაწილი, რომელიც საშუალებას იძლევა დახასიათდეს საშვილოსნო-პლაცენტარული და ფეტო-პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის პარამეტრები.
ორსულობის 30–ე კვირას შენი ნაყოფი სიგრძეში საშუალოდ 39.9სმ-ია, წონაში კი თითქმის 1400 -1600 გრამს აღწევს.
ნაყოფის განვითარების პარამეტრები (ნაყოფის ბიომეტრია) ექოსკოპიური კვლევის პასუხის ძირითადი შემადგენელი ნაწილები: პირველი პუნქტი ეძღვნება საპასპორტო მონაცემებს; მეორე პუნქტი ბოლო მენსტრუალური ციკლის პირველ დღის თარიღს და ორსულობის სავარაუდო ექოსკოპიურ ვადას (მოცემულს კვირებში).
მესამე პუნქტი ახასიათებს ნაყოფს:
1. ნაყოფის რაოდენობას, სიცოცხლისუნარიანობას.
2. ნაყოფის მდებარეობას (თავით წინამდებარეობა, მენჯით წინამდებარეობა, გარდიგარდმო და სხვ). 30 კვირამდე ნაყოფი იცვლის მდებარეობას, რაც პათოლოგიას არ წარმოადგენს, 30 კვირიდან მან უნდა დაიკავოს მისთვის განკუთვნილი თავით წინამდებარეობა. სხვა პოზიციის შემთხვევაშიც 36 კვირამდე შესაძლოა ნაყოფმა შეიცვალოს მდებარეობა, თუ ასეთი რამ არ მოხდება, დგება საკეისრო კვეთის საკითხი.
3. ნაყოფის ფეტომეტიას, რომელიც თავის მხრივ შედგება: ნაყოფის წონისა და სიგრძისაგან; ნაყოფის ბიომეტრიული (თავის, მუცლის, გულმკერდის, ბარძაყის) მახასიათებლებისაგან;
შემოკლებების განმარტებები:
• BPD – თავის ბიპარიეტალური ზომა
• OFD – თავის შუბლ-კეფის დიამეტრი
• ДГрК – გულმკერდის დიამტრი
• FML - ბარძაყის ზომა
• ABDმუცლის დიამეტრი
• AC - მუცლის გარშემოწერილობა
• НС - თავის გარშემოწერილობა
• HUM - მხრის ზომა
მეოთხე პუნქტი იძლევა განმარტებებს და დიაგნოზს შეესაბამება თუ არა ნაყოფის ბიომეტრია ორსულობის მოცემულ ვადას.
კომენტარები
21 ოქტომბერი 2016 07:33
vEDX9L wlmdccwukogm, [url=http://sgfrpcijefcx.com/]sgfrpcijefcx[/url], [link=http://oyybyfqubpas.com/]oyybyfqubpas[/link], http://qciiskusdjms.com/
01 ივლისი 2016 15:35
უკაცრავად ვარ 30 კვირის ორსული და ეხოსკოპიაზე იტხრეს რომ ნაყოი არის 1 200 მაგარმ ნორმალურად ვიტარდება,წონა კი პატარა აქვს,რამდენად სასჰისჰიაააააა ს მომავალი პატარასტვის?დზაიან გთხოვტ იპასუხოტ
17 ივნისი 2016 18:53
u7YIar nayprwcpiaje, [url=http://twekzrfwrmhs.com/]twekzrfwrmhs[/url], [link=http://osmiufcfvyrp.com/]osmiufcfvyrp[/link], http://fgmgwdhkserw.com/
29 ივნისი 2015 14:58
გამარჯობა 30 კვირს ვარ მარცხენა დოპლერი არის დარღვეული. ბავშვის წონა 1200 გრამია. როგორც მითხრეს არის მცირედი ჩამორჩენა. გთხოვთ მითხარით ვის მივმართო და რა სახის პრევენციული ზომა არსებობს იმისათვის რომ პატარამ განაგრძოს ზრდა-განვითარება. დოპლერის აღდგენა გაუმჯობესება თუ არის შესაძლებელი?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.