რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - ბავშვის კვება
კატეგორია - ბავშვის კვება
13-05-2012
-მოგესალმებით, დიდი მადლობა გულისხმიერებისათვის! ბავშვი არის 11 თვის, რა სახით არის უმჯობესი თევზის მიცემა, მოხარშული თუ თევზის წვნიანი ? და როგორ მოვამზადო? თუმცა უკვე ბავშვს ვაძლევ თევზს.
პასუხი
-სრულიად ჯანმრთელი ბავშვებისთვისაც კი, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი ალერგიული რეაქციებისკენ, თევზის მიცემა ნებადართულია კვირაში ორჯერ, ისიც - მცირე ულუფებით, წლამდე ასაკის პატარებისთვის - 30-60 გრამისა, შედარებით მოზრდილებისთვის - 85-90 გრამისა, წვნიანის, პიურეს, ორთქლზე მომზადებული კატლეტის სახით.
ალერგიული გამოვლინებების მქონე პატარებს თევზს ვაძლევთ ძალიან ფრთხილად, მცირე ულუფებით, თავდაპირველად - დაახლოებით 1-2 ჩაის კოვზს, მერე კი, რეაქციის შესაბამისად, ულუფას თანდათან ვზრდით. თევზი წინასწარ გულდასმით დაამუშავეთ: ფხები და ძვლები გამოაცალეთ, მერე კი კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივი წყლით. წლამდე ასაკის ბავშვს მიეცით თეთრი, მჭლე თევზი, უფრო ცხიმიანი ჯიშის მენიუში შეტანა ერთი წლის შემდეგ შეიძლება.
ძალიან სასარგებლოა თევზის წვნიანი. მისი მომზადება შეიძლება მარტივი რეცეპტით: ქვაბში ჩაასხით იმდენი წყალი, რომ თევზი დაახლოებით 4-5 სმ-ით დაიფაროს. შემდეგ თევზი ამოიღეთ და წყალი აადუღეთ, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, მრგვლად დაჭრილი 1 ცალი სტაფილო, ხახვი და ოხრახუში, ამის შემდეგ ჩაუშვით თევზი, ალს დაუწიეთ და ხარშეთ. ეს იმისთვის, რომ ხარშვისას თევზი არ ჩაიშალოს. თევზი მანამდე უნდა ხარშოთ, ვიდრე ჩანგლით გაჩხვლეტისას გამჭვირვალე სითხე აღარ გამოუვა. მოხარშული თევზი მაშინვე ამოიღეთ თეფშზე გასაცივებლად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,