რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - კარდიოლოგია
კატეგორია - კარდიოლოგია
28-11-2012
-იცით რა მინდა გკითხოთ.ვფიქრობ პოთრომბინი მაღალი მაქვს რადგან მტკივა ფეხები,თითქოს ძარღვები მეწვის ალაგ-ალაგ და ჰაერის უკმარისობა მაქვს.საშიშია ეს რაც მე მჭირს? მეშინია ტრომბმა არ დამარტყას,რა დავლიო რას მირჩევთ,აქ ვერ მივდივარ ექიმთან რადგან მოცლა არ მაქვს,დამეხმარეთ გთხოვთ იცის პოთრომბინმა თავბრუ და ჰაერს უკმარისობა? კარდიომაგნილს მირჩევთ დავლიო? დიდი მადლობა,ლანა 35წლისსაბერძნეთიდან
პასუხი
-პროთრომბინის ინდექსის მატებამ ჰაერის უკმარისობა და თავბრუსხვევა არ ახასიათებს. შესაძლოა ეს ორგანიზმის ზოგად გადაღლას ან ნევროზულ მდგომარეობას უკავშირდება.  ქვედა კიდურებში სიმძიმისა და დისკომფორტის მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი _ კოაგულოგრამა, რომელიც ორგანიზმში სისხლის შემადედებელი სისტემის ფუნქციონირების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა, სხვა შემთხვევაში, ცალკე აღებულ პროთრომბინის მაჩვენებელს არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა მკურნალობის დასანიშნად არ აქვს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.