როგორ მოვუაროთ კანს თვალების ირგვლივ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს თვალების ირგვლივ

ყოველივე ამასთან ერთად კანის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ულტრაიისფერი გამოსხივება, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, ქარიანი და მშრალი კლიმატი. კანის სტრუქტურის შეცვლა წარმოუდგენელია, მაგრამ შეგიძლიათ, წარმატებით ებრძოლოთ ნაოჭებს, სიმშრალეს, შეშუპებას, გაღიზიანებისა და დაბერების სხვა ნიშნებს. თვალის ირგვლივ კანის მოვლა რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ. მოვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია დატენიანება. გულდასმით შეარჩიეთ თვალების ირგვლივ არსებული კანის მოსავლელი საშუალება. ასაკის საწინააღმდეგო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისგან 25-30 წლამდე თავი შეიკავეთ. ეცადეთ, შეარჩიოთ მსუბუქი დამატენიანებელი კრემები და გელი. ყურადღება მიაქციეთ კოსმეტიკის შემადგენლობას. მაგალითად, ლანოლინის შემცველი კოსმეტიკისგან თვალების ირგვლივ კანი შეიძლება გაწითლდეს და შეშუპდეს. კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ A და E ვიტამინების შემცველ კრემს. შეიძლება თუ არა, სახლის პიროებებში მოვუაროთ თვალების ირგვლივ არსებულ კანს? რასაკვირველია, შეიძლება და საჭიროც არის. ნატურალური მასალით ადვილად მოვამზადებთ ნიღბებს, დამატენიანებელ და მკვებავ საშუალებებს.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 15 წუთი ასე დატოვეთ. 1 ცალი კარტოფილი გახეხეთ ყველაზე წვრილ სახეხზე, 1 სუფრის კოვზ ფაფას დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ოხრახუშის ნაყენი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და რამდენიმეკეც დოლბანდზე გადაიტანეთ. ეს ნიღაბი მჭიდროდ მიიფარეთ თვალებზე და 15-20 წუთი გაიჩერეთ. ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია ძილის წინ. ნუ ჩამოიბანთ, ბამბის ტამპონით მოიშორეთ. თუ ამ საშუალებას ყოველდღე გამოიყენებთ, ნაოჭები შესამჩნევად შემცირდება.
  • თვალების ირგვლივ ნაოჭებს ასწორებს პურის ნიღაბიც: თეთრი პურის გულის ნაჭერი დაალბეთ შემთბარ მცენარეულ ზეთში ან გამდნარ ნაღების კარაქში. მიღებული მასა დაიდეთ თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 20-25 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი შემთბარი თაფლი და 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში (თუ ნარევი ძალიან სქელი გამოგივიდათ, გააზავეთ კვერცხის გულით ან თბილი რძით), დაიდეთ თვალების ირგვლივ და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • კანის დასატენიანებლად წაისვით თვალების ირგვლივ კვერცხის გული და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
  • მუქი წრეების მოსაშორებლად გაიკეთეთ კარტოფილის ნიღაბი: 1 ცალი უმი კარტოფილი გახეხეთ, დაამატეთ იმავე მოცულობის შვრიის ფქვილი და ცოტაოდენი რძე - ისე, რომ მიიღოთ სქელი ფაფა. დაიდეთ ეს მასა თვალების ირგვლივ და ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით.
  • შავი რკალების მოშორება შეიძლება ხაჭოთიც: გასრისეთ კოვზით და დაიდეთ თვალების ირგვლივ 15-20 წუთით. მოიშორეთ ცივ შავ ან მწვანე ჩაიში დასველებული ბამბის ტამპონით.
  • იმავე მიზნით კარგია გრილი ჩაის კომპრესებიც.
  • ნატურალური კრემი ქუთუთოებისათვის: მცირე ზომის ქილაში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 წვეთი ზეთოვანი A ვიტამინი და ამადენივე ზეთოვანი E ვიტამინი. ეს ყველაფერი კარგად დაურიეთ ერთმანეთში წკირით და დილა-საღამოს ხელის მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ კანში. კანმა რომ არ იპრიალოს, ნახევარი საათის შემდეგ ხელსახოცით შეიშრეთ.