თმის აგებულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის აგებულება

შავკანიანებს ყველაზე სქელი თმა აქვთ. ყველაზე ხშირი თმა აქვთ ქერებს, მაგრამ მათი თმის ღერები ძალიან თხელია. ყველაზე მეტი თმის ღერი თხემზე იზრდება, ყველაზე ნაკლები - საფეთქლებზე და შუბლთან. თმა ორი ძირითადი ნაწილისაგან - ფოლიკულისა და ღეროსგან შედგება. ფოლიკული, ე.წ. თმის ბოლქვი, კანშია დამალული. სწორედ ის არის პასუხისმგებელი თმის ზრდაზე. ღერო თმის ხილული ნაწილია, რომელიც კანიდან გამოდის და გარქოვანებული უჯრედებისგან შედგება. იგი ვერ გრძნობს ტკივილს. თმა სხვადასხვა სიჩქარით იზრდება (დაახლოებით 1,5 სმ-ით თვეში). ყველაზე ნელა იზრდება წარბები. თმის ზრდა არამუდმივია, ანუ ციკლური. რამდენიმეწლიანი ზრდის შემდეგ ფოლიკული 2-3 თვით "ისვენებს". დასვენების შემდეგ ძველი თმა ცვივა და იწყება ახალი ციკლი. თითოეულ ფოლიკულს დასვენების თავისი პერიოდი აქვს, ამიტომაც ვერ ვამჩნევთ ამ ცვლილებებს. ადამიანს ყოველდღე 50-100 ღერი თმა სცვივა, რაც ნორმად მიიჩნევა. თმა 3%-ით წყლისგან შედგება, ხოლო 97%-ით - განსაკუთრებული ცილოვანი ნივთიერება კერატინისგან, რომელიც მისი ძირითადი "სამშენებლო მასალაა" და გამდიდრებულია სხვადასხვა მიკროელემენტით: სპილენძით, თუთიით, რკინით, ქრომით, მარგანეცით, ასევე - A, B, P, C და თ ვიტამინებით. ორგანიზმში ამ ვიტამინების საკმარისი რაოდენობით არსებობაზეა დამოკიდებული თმის სიჯანსაღე. თმის ქიმიური შემადგენლობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თმის ფერსა და ტიპზე. განასხვავებენ თმის ცხიმიან, მშრალ, ნორმალურ და შერეულ ტიპებს. ნორმალური თმა ბრწყინავს, ელასტიკურია, ადვილად ლაგდება და ივარცხნება. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სისუფთავის იერს. სამწუხაროდ, უპრობლემო თმა დღეს ძალიან იშვიათად გვხვდება. თუ თმა დაბანიდან მეორე დღესვე ჭუჭყიანს ემსგავსება და აქვს არაჯანსაღი, მქრქალი ბზინვარება, ის ცხიმიანი ტიპისაა. ხშირად ცხიმოვანი ჯირკვლების მომატებულ აქტივობას თან ახლავს ცხიმიანი ქერტლიანობა და თმის ცვენა. ცხიმიან თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. პირველ რიგში, არ არის რეკომენდებული თავის კანის მასაჟი, ჯაგრისით ხშირი ვარცხნა, ფენის ხმარება. გრძელი თმის ტარებაც პრობლემურია. ეცადეთ, ხშირად არ დაიბანოთ თავი, ნუ იხმართ აგრესიულ დასაბან საშუალებებს. შეარჩიეთ შამპუნები ვირისტერფას, ჭინჭრის, შვიტას, სალბის, ზღვის წყალმცენარეების, კოთხუჯის ექსტრაქტით, პროტეინებით, A, C, K ვიტამინებითა და თუთიით. ეფექტურია დაბანის წინ თმის ძირებში მჟავე რძისა ან ალოეს წვენის შეზელა. კარგია შინაური ნიღბები ცხიმიანი თმისთვის. ისინი პრობლემის მინიმალური დანახარჯით მოგვარებაში დაგეხმარებათ. მშრალ თმას მქრქალი, უსიცოცხლო იერი აქვს, ადვილად იწეწება, წყდება, ცუდად ივარცხნება. ასეთი თმისთვის აუცილებელია მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბები. არ შეიძლება უხეშად ვარცხნა (ლითონის სავარცხლით, ხის წვეტიანი სავარცხლით), ცხელი ჰაერით გაშრობა, ტუტე საპნით დაბანა, ისეთი საღებავით შეღებვა, რომელშიც პერეჰიდროლის კონცენტრაცია აღემატება 12%-ს. არასასურველია მშრალი ქარი, მზის აქტიური ზემოქმედება. მშრალ თმას უხდება კრემ-შამპუნები და შამპუნები ცაცხვის ყვავილის, პიტნის, გვირილის ექსტრაქტით, B5 ვიტამინითა და ლეციტინით. დაბანის წინ შეიძლება ზეითუნის, ნუშის, ქაცვის თბილი ზეთის შეზელა. შერეული ტიპის თმა ძირებთან ცხიმიანია, ხოლო ბოლოებთან - მშრალი. ის კომბინირებულ მიდგომას მოითხოვს, მაგალითად, ბოლოებში ზეთის შეზელას, ხოლო თმის ძირებში - მაწვნისას. თმას აზიანებს:

  • მეტისმეტად ხშირი ვარცხნა;
  • მზის სინათლე, მტვერი და ძლიერი სიცხე;
  • ელქტროხელსაწყოების (ფენის, უთოს) ხშირი გამოყენება;
  • დაუდევარი, უხეში დამოკიდებულება;
  • ხშირი ღებვა;
  • ქიმიური დახვევა ან გასწორება;
  • ქლორირებული, ხისტი წყალი (განსაკუთრებით - აუზში).