რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
რას უნდა შეიცავდეს კოსმეტიკური საშუალებები
რას უნდა შეიცავდეს კოსმეტიკური საშუალებები

დროდადრო ყურს მოჰკრავთ, რომ საცხები მხოლოდ ვნებს სახის კანს. კანის კოსმეტიკური მოვლის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ ჩვენს წინაპართა სილამაზეს კოსმეტიკის გარეშე არაფერი დაჰკლებია. თუმცა ასე არ არის - ჩვენი ბებიებიც და მათი ბებიებიც წარმატებით იყენებდნენ კანის მოსავლელად ბუნებრივ საშუალებებს - ბალახის ნაყენებს, ხილისა და ბოსტნეულის ნიღბებს. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ცხოვრების პირობები ბოლო ხანს რადიკალურად გაუარესდა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ქალის კანის დაბერების პროცესი რამდენჯერმე დაჩქარდა. ახალგაზრდებს უკვე აწუხებთ კანის სიმშრალე, ლაქები, ნაადრევი ნაოჭები.

რას უნდა

მივაქციოთ ყურადღება სახის კანის მოსავლელი კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას? უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ ასაკთან ერთად კანის ელასტიკურობა მცირდება. კანის ჯანმრთელობა კი მისი უჯრედების სიჯანსაღეა, ამიტომ ისეთი კოსმეტიკური საშუალება უნდა შევარჩიოთ, რომელიც კანის ღრმა შრეებზე იმოქმედებს, ხელს შეუწყობს მისი უჯრედების ზრდა-გაჯანსაღებას. კარგი კოსმეტიკური საშუალების კომპლექსში აუცილებლად უნდა შედიოდეს:

  • მინერალური მარილები - მჟავატუტოვანი ბალანსის აღსადგენად და შესანარჩუნებლად;
  • ამინმჟავები - კანის ცილების, კოლაგენისა და ელასტინის საშენი კომპონენტების სახით;
  • ვიტამინები - უზრუნველყოფს კანის დაცვას, ავსებს მას ენერგიით და აჩქარებს კანის უჯრედების შენებას;
  • ნახშირწყლები - კანის მოლეკულების დიდი ნაწილის სტრუქტურული ნაწილია;
  • ნუკლეოტიდები - დნმ-ს მოლეკულის კომპონენტები;
  • მცენარეთა ექსტრაქტები და მცენარეული ეთერზეთები.

ყურადღება მიაქციეთ კოსმეტიკური საშუალების ფუძეს. მწარმოებელთა უმეტესობა ამას მალავს, არადა, სწორედ ის არის ალერგიული რეაქციის წყარო. კოსმეტიკური საშუალების ეტიკეტზე ადამიანი მხოლოდ ზოგიერთი კომპონენტის წაკითხვას ახერხებს და ხშირად შეშფოთებულიც რჩება, თუ არასასურველ შემცველობას წააწყდა. მაგალითად:

  • ემულგატორები. მათი წყალობით საცხის სტრუქტურა ერთგვაროვნებას ინარჩუნებს. უნდა შევარჩიოთ ის საშუალება, რომელშიც ემულგატორი მაქსიმალურად შეესაბამება კანის სტრუქტურას.
  • ემოლენტები. ეს ცხიმები პასუხისმგებელია კანის მიერ კოსმეტიკური საშუალების მიღებაზე. თუ საცხი ან მაკიაჟის მოსაშორებელი რძე ახშობს კანს, ამაში უხარისხო ემოლენტებია დამნაშავე.
  • კონსერვანტები. საცხი კონსერვანტების გარეშე წარმოუდგენელია, რადგან სწორედ მათი წყალობითაა კოსმეტიკური საშუალება დაცული მიკროორგანიზმებისგან. მათ გარეშე კრემი სულ რამდენიმე დღე ივარგებდა. არადა, რაც ნაკლებია საცხში კონსერვანტი, მით მცირეა ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი.
  • საღებავები. კოსმეტიკური საშუალებების დიდი ნაწილი ხელოვნურ საღებავებს შეიცავს. შეეცადეთ, ნატურალური საღებავების შემცველი საშუალება შეარჩიოთ.
  • სურნელი. კოსმეტიკური საშუალების ზოგიერთ კომპონენტს უსიამოვნო სუნი აქვს. ქილის ან ტუბის გახსნისას სუნმა რომ არ შეგვაწუხოს, მწარმოებლები საცხებს სხვადასხვა არომატს ამატებენ. თუმცა, ზოგიერთმა მწარმოებელმა შესაძლოა გადააჭარბოს კიდეც. კოსმეტიკურ საშუალებას უნდა ჰქონდეს მსუბუქი, სასიამოვნო არომატი.

კოსმეტიკური საშუალებების სასურველი შემადგენლობა. დასაბანი საშუალებები. ტუალეტის საპნით სახის დაბანა აშრობს კანს და არღვევს მის ზედაპირზე ჰიდროლიპიდურ აპკს. ამისთვის არსებობს სპეციალური საშუალებები, მაგრამ თუ ისინიც გიშრობთ და გიჭიმავთ კანს, მაშინ სხვა მწარმოებლის პროდუქცია სინჯეთ.  დასაბანი საშუალების გამოყენების შემდეგ კანი არ უნდა ღიზიანდებოდეს. ზოგი ამას კანის პრობლემას მიაწერს, თუმცა დამნაშავე კოსმეტიკური საშუალება ან მისი არასწორად შერჩევაა. ნუ იფიქრებთ, რომ ცხიმიან კანს საპონი არ ავნებს. ჯობს, ყურადღება მიაქციოთ დასაბანი საშუალების სწორად შერჩევას. მის შემადგენლობაში შემავალი მენთოლი გაგიხალისებთ კანს, სუროსა და მზესუმზირას ექსტრაქტი და ზეითუნის ზეთი კი ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის ნორმალიზებას უზრუნველყოფს. ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი საშუალება უნდა იყოს რბილი, რადგან აგრესიული ზემოქმედებისგან დასაცავად კანი აძლიერებს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების მუშაობას, რაც კოსმეტიკურ პროცედურას უსარგებლოს ხდის. თუ დასაბანი საშუალება ჟანგბადის შემცველი იქნება, ეს თქვენს კანს დიდ სამსახურს გაუწევს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება სკრაბის შერჩევაზეც. კანის ზედაპირული შრე, ეპიდერმისი, ყოველ 7-10 დღეში განახლდება. რაც უნდა ეფექტიანი იყოს დასაბანი საშუალება, ის მკვდარ ზედაპირულ შრეს სრულად მაინც ვერ აშორებს, მის ქვეშ კი დროთა განმავლობაში ბაქტერიები მრავლდება. სკრაბის საშუალებით ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ნატურალურ კომპონენტებს შეიცავდეს. კარგი სკრაბის შემადგენლობაში უნდა იყოს ხი­ლ­ის მჟავები, რომლებიც დაატენიანებს კანს, ექნება ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდური ეფექტი. სკრაბის შემადგენლობაში E ვიტამინის არსებობა კი ხელს უწყობს კანის უჯრედებიდან ტოქსინების გამოყოფას. კანის გასუფთავება დასრულებულად ვერ ჩაითვლება ტონიკის გამოყენების გარეშე. მისი ძირითადი მიზანია კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენების მოცილება. აჯობებს, ტონიკს დამცველობითი, დამატენიანებელი ეფექტიც ჰქონდეს, რომ კანი კვებოს და სიგლუვე მიანიჭოს.  კანის ტიპის გათვალისწინებით ტონიკი უნდა შეიცავდეს: მშრალი კანისთვის - ალანტოინს, B5-სა და C ვიტამინს; ცხიმიანი კანისთვის - თუთიას, გამამელისს, პროვიტამინ B5-სა და ჩ ვიტამინს.

 


 

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ტარაკანა შეიძლება უნიკალური გამაახალგაზრდავებელი საშუალების წყარო გახდეს. ჩინელი მეცნიერების
თმა ადამიანის ორგანიზმის სიჯანსაღის სარკეა.
ტუჩებზე, ისევე როგორც კანზე, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება.
წამწამები ძლიერი და ხავერდოვანი რომ იყოს, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
ახლოვდება ახალი წელი და ქალბატონები სადღესასწაულო წვეულებებისათვის წინასწარ იჭერენ თადარიგს, რათა დღესასწაულს მათი მომხიბლავი გარეგნობა კიდევ უფრო ამშვენებდეს.
ბოტოქსმა დიდი ხანია აღიარება ჰპოვა კოსმეტოლოგიაში. ის წარმატებით გამოიყენება
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.