როგორ მოვამზადოთ სახის მკვებავი კრემი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვამზადოთ სახის მკვებავი კრემი

რაც მთავარია, დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენ საკუთარი თავისთვის მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს შეარჩევთ. კრემები ძირითადად მზადდება სხვადასხვა კოსმეტიკური ცხიმებისგან. ჩვენ შემოგთავაზებთ საბაზისო რეცეპტს, თქვენ შეგიძლით მასში შემავალი ცხიმები და ეთერზეთები შეცვალოთ თქვენი კანის ტიპის შესაბამისად. ვთქვათ ნუშის ზეთის ნაცვლად გამოიყენოთ ზეითუნის ან ნებისმიერი სხვა ზეთი, შის ცხიმის ნაცვლად, კაკაოს ან ქოქოსის ცხიმი და ა.შ.

კრემის მომზადების დროს საჭიროა შემდეგი პროპორციების გათვალისწინება: მშრალი კანისთვის 40 % ცხიმი, 60 პროცენტი წყალი, ნორმალური კანისთვის 20 პროცენტი ცხიმი 80 პროცენტი წყალი, ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის 15 %-მდე ცხიმი 85%-მდე წყალი. თუმცა არ არის სავალდებულო ზუსტად ასეთი თანაფარდობის დაცვა. აუცილებლად გაასტერილეთ ყველა ის ინვენტარი, რომელსაც კრემის მომზადების დროს გამოიყენებთ!

კოსმეტიკური ზეთების შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ხომ არ გაქვთ რომელიმე მათგანზე ალერგია. დავუშვათ ალერგია გაქვთ ნუშზე, ნუშის ზეთი ჩაანაცვლეთ სხვა ზეთით. ასეთი კრემები ინახება მაცივარში ან უბრალოდ გრილ ადგილზე 1-2 თვის განმავლობაში. წაისვით სახეზე და ყელზე კრემი, კანი მას შეიწოვს, 20-40 წუთის შემდეგ კი, რაც არ შეიწოვება, ხელსახოცით მოიცილეთ.

მასალა

შის ცხიმი - 10 გრ

ნუშის ზეთი - 10 გრ

სპერმაცეტი - 2 გრ

ცვილი - 4 გრ

გვირილის ნაყენი ან გამოხდილი წყალი - 25 მლ

ბორაქსი - დანის წვერით

ზეთოვანი "ე" ვიტამინი - 3 წვეთი

ვარდის ეთერზეთი - 3 წვეთი

ჟასმინის ეთერზეთი - 4 წვეთი

მომზადება

1. მოამზადეთ ცხელი ნაყენი გვირილით: 1 სავსე ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 50 მლ მდუღარე. გააჩერეთ 40 წუთი. რომ გაგრილდება დაუმატეთ ბორაქსი დანის წვერით და კარგად გახსენით.

2. შის ცხიმი, ნუშის ზეთი, სპერმაცეტი და ცვილი მოათავსეთ შუშის ქილაში და დადგით წყლის აბაზანაზე დაბალ ცეცხლზე. თან გამუდმებით ურიეთ. როგორც კი ცვილი და სპერმაცეტი გადნება, გადმოდგით და გააციეთ.

3. როცა გვირილის ნაყენიც და ცხიმის მასაც გაცივდება, ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთში, ნელ-ნელა დაამატეთ წყლის მასა ცხიმიან მასას და თან თქვიფეთ მიქსერით. სულ ბოლოს დაამატეთ ეთერზეთები, ”ე” ვიტამინი და თქვენი მკვებავი კრემი მზადაა!