ლამაზი და ჯანსაღი კანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი და ჯანსაღი კანი

  • 3-5 წამის განმავლობაში მაგრად დახუჭეთ თვალები და შემდეგ გაახილეთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 5-10-ჯერ;
  • სწრაფად ახამხამეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში;
  • იყურეთ წინ 3-5 წამი, შემდეგ გასწიეთ ხელის თითი თვალებიდან 25-30 სმ-ის დაშორებით და 3 წამით გადაიტანეთ მზერა თითის წვერზე. შემდეგ ჩამოსწიეთ ხელი. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-12-ჯერ;
  • ერთი წუთის განმავლობაში ხელის თითის წრიული მოძრაობით დაამასაჟეთ ქუთუთოები.

მხედველობის ვარჯიშები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უმსუბუქებს თვალებს სამუშაოს შესრულებას, ხსნის მათ დაღლილობას და აუმჯობესებს თვალშიდა სითხის ცირკულაციას. ვარჯიშის ბოლოს დალიეთ ერთი დიდი ჭიქა გოგრის წვენი. ეს არა მარტო სასარგებლო, არამედ გემრიელიცაა.

თვალების ნიღბების საოჯახო რეცეპტები

  • ვაშლის ნიღაბი თვალების ქვეშ „ტომრების“ წინააღმდეგ
ვაშლში შემავალი პექტინები და ფერმენტები სწრაფად აცხრობენ შეშუპებას. თვალების ქვეშ გაჩენილი „ტომრების“ გასაქრობად საკმარისია დაიდოთ ვაშლის პატარა ნაჭერი პრობლემურ უბანზე და გაიჩეროთ 15 წუთით.

  • ჩაის ნიღაბი
დალეული ჩაის ნალექი (სქელი მასა) გადმოიტანეთ დოლბანდზე, მსუბუქად გაწურეთ, დაიდეთ თვალებზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით.

  • კარტოფილის ნიღაბი
ერთი უმი კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე, მსუბუქად გაწურეთ, მიღებული მასა გადმოიტანეთ დოლბანდზე, დაიდეთ თვალებზე, გაიჩერეთ 10-15 წუთით, თან დროდადრო დაასველეთ კარტოფილის წვენით.

  • ოხრახუშის ფესვების ნიღაბი
ოხრახუშის ფესვები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაიდეთ თვალებზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  • არნიკას საფენები
1/3 ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით 15-20 წვეთი არნიკას ნაყენი, მიღებულ ხსნარში დაასველეთ ბამბის ტამპონი და 15-20 წუთით დაიდეთ თვალებზე (ეს ხსნარი მაკიაჟის მოსაშორებლადაც შეიძლება გამოიყენოთ).

  • ახალი კიტრის ექსპრეს-ნიღაბი
ორივე თვალზე დაიდეთ მრგვალად დაჭრილი კიტრის თითო-თითო ნაჭერი. ამ პროცედურის დახმარებით თვალების ქვეშ არსებული ჩამუქებული კანი დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდება.

  • შეშუპებული და ანთებითი თვალების საწინააღმდეგო ნიღაბი
გააკეთეთ ოხრახუშის ნაყენი (ერთ ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ოხრახუში და წამოადუღეთ), გაგრილების შემდეგ დაასველეთ მასში დოლბანდი და დაიფარეთ დახუჭულ თვალებზე (ქუთუთოებზე) 15-20 წუთით. ამ ხნის განმავლობაში წამოწექით და შეეცადეთ მოდუნდეთ.

  • ნიღაბი თვალების ქვემოთ „ტომრების“ წინააღმდეგ
ცივი ჩაის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები დაიფარეთ თვალებზე, ისე რომ მათ გარშემო მთელი არე დაიფაროს. წამოწექით 10 წუთით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დილა-საღამოს.

  • თვალების დაღლილობის საწინააღმდეგო ნიღაბი
იგივე პროცედურა გაიმეორეთ, ოღონდ ჩაის თბილი ნაყენით.

  • კონიუნქტივიტის საწინააღმდეგო საშუალება
გააგრილეთ მაგარი ჩაის ნაყენი, დაამატეთ მშრალი ღვინო (ერთ ჭიქა ჩაიზე 1 ჩაის კოვზი). ამ ნაყენით დაიბანეთ თვალები დღეში რამდენჯერმე.

  • თვალების გარშემო წასასმელი კრემი
1 სუფრის კოვზი ცხელი წყლის აბაზანაზე გამდნარი ლანოლინი, 1,5 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლეციტინი (ფხვნილი) და 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი კარგად აურიეთ ხის კოვზით (ერთგვაროვანი მასის მიღებამდე). წაისვით საღამოობით თვალების გარშემო კანზე.

თვალების კრემი

  • დამატენიანებელი კრემი ცხიმიანი კანისთვის
დაასხით ღრმა თეფშზე 1.2 ჭიქა წყალი, გახსენით მასში 6 გ ჟელატინი, დაამატეთ 50 გ თაფლი, 80 გ გლიცერინი და 1 გ სალიცილის მჟავა, დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე და ურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გააგრილეთ და ათქვიფეთ. ეს კრემი ინახება მაცივარში 1 კვირის განმავლობაში.

  • ლიმონის გამაახალგაზრდავებელი კრემი
3 ცალ ლიმონს მოაშორეთ ქერქი და დააქუცმაცეთ ბლენდერში ან ყავის საფქვავში. მიღებული მასა დადეთ თერმოსის ძირზე, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თერმოსს და გააჩერეთ 7 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. ლიმონის გულებიდან კი გამოწურეთ წვენი და შეურიეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 2 სუფრის კოვზი რძე. გულდასმით ათქვიფეთ ყველა კომპონენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ეს კრემი ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოდგება და შეგიძლიათ წაისვათ სახეზე, ყელზე, დეკოლტეს მიდამოსა და ხელებზე.

სათუთი ტუჩები

სახის კანის მსგავსად, საკმაოდ ხშირად ტუჩებზეც აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგალითად, ტუჩებზე მოლურჯო ელფერი ხშირად გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებებზე მიგვანიშნებს. სიმშრალე და ნახეთქები, როგორც წესი, ტუჩების წითელი ყაეთანის ანთებაზე ან ვიტამინების (კერძოდ, ბ2 ვიტამინის) დეფიციტზე მეტყველებს. ზოგჯერ ჩვეულებრივმა პომადამ შეიძლება ანთება გამოიწვიოს: როგორც ჩანს, პომადაში შემავალი საღებავი ან მისი საფუძველი იწვევს ალერგიულ რეაქციას. ანთებითი პროცესის გაჩენისას აუცილებელია ტუჩებზე ფტოროკორტის, ფლუცინარის ან ნებისმიერი სხვა კორტიკოსტეროიდული კრემის წასმა. თუ ანთება არ ჩაცხრა, მაშინ საღამოს აუცილებლად გაიწმინდეთ ტუჩები მცენარეული ზეთით და ძილის წინ დაიფარეთ გვირილის ნაყენში დასველებული დოლბანდის ნაჭერი.

გასათვალისწინებელია, რომ ტუჩებზე მუდმივად ზემოქმედებს ქარი, მზე, ყინვა და სხვა გარე ფაქტორები და აუცილებელია მათგან დასაცავად პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.

ტუჩების ლოკვა და ტუჩებზე კბენა აზიანებს წითელ ყაეთანს. ეს მავნე ჩვევები ტუჩების სიმშრალესაც ავითარებს და ხელსაყრელ პირობებს უქმნის ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. სიცივეში დიდხანს ყოფნისას ტუჩების ლორწოვანი გარსისა და წითელი ყაეთანის სისხლძარღვები ვიწროვდება, სისხლის მიმოქცევა უარესდება და ვითარდება სიმშრალე. ხშირია აქერცვლა და ნახეთქები. ენით ტუჩების ლოკვა აღრმავებს ამ პროცესს, ამიტომ აუცილებელია ამ მავნე ჩვევის უკუგდება.

წითელ ყაეთანზე მუდმივად უნდა ისვათ მცენარეული ზეთი ან კაკაოს ცხიმი, შეიძლება ჰიგიენური პომადა. ეს საშუალებები არა მარტო ანთების განვითარებისგან იცავს და არბილებს დაზიანებულ ტუჩებს, ახორცებს კიდეც მათ. ტუჩებზე გლიცერინის წასმა დაუშვებელია, რადგან ის კანის სიმშრალეს იწვევს.

ზოგს მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს, რაც ხშირად ხდება ტუჩების ანთების მიზეზი. დროული სათანადო ღონისძიებების გარეშე სიმშრალე და აქერცვლა ანთებაში გადავა და შეიძლება ქრონიკულიც კი გახდეს. ანთებითი პროცესის ან სიმშრალის დროს არ შეიძლება ტუჩის პომადის გამოყენება. ასეთ დროს აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს - დერმატოლოგს ან კოსმეტოლოგს. ექიმთან ვიზიტამდე კი ჰიგიენური პომადა გამოიყენეთ.

საკმაოდ ხშირად ქალებს, რომლებიც პომადას არ იყენებენ, წითელი ყაეთანი დანაოჭებული და მშრალი აქვთ (განსაკუთრებით - მწეველ ქალებს). გახსოვდეთ: პომადა არბილებს ტუჩებს და იცავს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან.

ძილის წინ ტუჩები აუცილებლად უნდა გაიწმინდოთ - პომადა მცენარეული ზეთით, კრემით ან მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებით მოიშორეთ. თუ მდგრად პომადას ხმარობთ, მაშინ სპეციალური გამწმენდი საშუალება დაგჭირდებათ. ამ საშუალებაში დასველებული ბამბის ტამპონით ფაქიზად (უხეშად არა) გაიწმინდეთ ტუჩები, შემდეგ წაისვით კრემი ან ბალზამი.

დაახლოებით კვირაში ერთხელ ტუჩებიდან უნდა მოიცილოთ მკვდარი ქსოვილები. ამისთვის საჭიროა სპეციალური პილინგი, რომელიც იყიდება კრემისა თუ პომადის სახით და შეიცავს ამქერცლავ კომპონენტებს. ანალოგიური ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ცივ წყალში დასველებული კბილის ჯაგრისით ტუჩების რეგულარული მასაჟით. ეს პროცედურა სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს, ტუჩები უფრო ელასტიკური და ჯანსაღი ხდება. თუ კბილის ჯაგრისით მასაჟი ტუჩებს გააღიზიანებს, მაშინ მასირება ხაოიანო პირსახოცით სცადეთ. ტუჩებს დიდხანს შეუნარჩუნებთ სინორჩეს და სილამაზეს, თუ რეგულარულად გამოიყენებთ ტუჩის ბალზამს და კრემს. ამ საშუალებებს პომადის ქვეშ წასასმელ ერთგვარ ფუნდამენტადაც იყენებენ და ძილის წინ ტუჩების დასარბილებლადაც ისვამენ. ამავე ეფექტის მიღწევა შესაძლებელია შინ დამზადებული ნატურალური ნიღბით.

  • ტუჩების სიმშრალისას პომადის წასმამდე ჰიგიენური დამარბილებელი ტუჩსაცხი, მკვებავი კრემი, თაფლი ან ქაცვის ზეთი გამოიყენეთ;
  • დამარბილებელი კრემი წითელი ყაეთანისთვის - ერთმანეთში აურიეთ 1 ჩაის კოვზი ბორის ვაზელინი და 0,5 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. ეს კრემი დაიცავს ტუჩებს გარე ფაქტორების მავნე ზეგავლენისგან. საცხი ტუჩებზე წაისვით დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ, გარეთ გასვლის წინ ან პომადის ქვეშ.
  • დახეთქილი ტუჩები შეგიძლიათ მოირჩინოთ თაფლით. კვირაში 1-2 ჯერ გაიკეთეთ ტუჩების მასაჟი კბილების ჯაგრისით, რომელზეც დააწვეთებთ 2 წვეთ თაფლს. ეს პროცედურა ტუჩებს დაგირბილებთ კიდეც.
  • ტუჩებისთვის საუკეთესო დამარბილებელი საშუალება მცენარეული ზეთია (უპირველესად ნუშის, ზეითუნის, სიმინდისა და აბუსალათინის).
  • ტუჩები რბილი და კონტური მკვეთრი რომ გქონდეთ, ამისთვის სველ, რბილ კბილის ჯაგრისზე დაყარეთ მარილი და ფრთხილად შეუდექით ტუჩების მასირებას. ტუჩებს მკვდარი ქსოვილები მოშორდება, გააქტიურდება სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა. ასევე, შეიძინეთ აფთიაქში ზეთოვანი ა ვიტამინი და ყოველ ღამე წაისვით ტუჩებზე.
  • ტუჩების არეში სიმშრალისა და აქერცვლისას წაისვით ამ წესით მომზადებული კრემი: კარგად აურიეთ ერთმანეთში 7 გ კაკაოს ცხიმი, 3 გ დინდგელი და 10 გ მცენარეული ზეთი.