რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სილამაზის სალონში მანიკურის გაკეთებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სილამაზის სალონში მანიკურის გაკეთებისას

თავიდან რომ ავიცილოთ ჰეპატიტის, აივ-ინფექციის, სოკოვანი დაავადებებისა და სხვა ინფექციების გავრცელება, მანიკურის/პედიკურის სპეციალისტმა უნდა გამოიყენოს აუცილებელი სადეზინფექციო საშუალებები, დაიცვას მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების დეზინფექციის რეჟიმი. ყველა მანიპულაცია, რომლის დროსაც კანი შეიძლება დაზიანდეს, უნდა განხორციელდეს სტერილური ინსტრუმენტებისა და მასალების გამოყენებით.

ყურადღება უნდა მივაქციოთ სათავსოსა და ხელსაწყოების სისუფთავეს. სველი წესით დალაგება უნდა მოხდეს დღეში მინიმუმ 2-ჯერ სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. თავად ინსტრუმენტები უნდა გასტერილდეს და შეიფუთოს სტერილურ მასალაში.

ყოველი კლიენტის შემდეგ მჭრელი ინსტრუმენტები უნდა მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში. პედიკურის დროს, ფეხებქვეშ მოსათავსებელ ბალიშს უნდა ჰქონდეს მუშამბის ზედაპირი, რათა ყოველი გამოყენების შემდეგ გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით.

დეზინფექცია აუცილებელია ხელისა და ფეხის აბაზანისთვისაც. ყოველი მომხმარებლისთვის უნდა იყოს ერთჯერადი ხელსახოცები. სასურველია, რომ სილამაზის სალონის თანამშრომლებს პერიოდულად სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდეთ.

ლალი ჩხიკვაძე