რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
სათესლე ჯირკვლების ტკივილი
სათესლე ჯირკვლების ტკივილი
სათესლეები - ეს მამაკაცის სასქესო ჯირკვლებია. მარჯვენა და მარცხენა ჯირკვლები მამაკაცის სათესლე პარკის შესაბამის ნახევრებშია მოთავსებული. ხშირად მარცხენა სათესლე ჯირკვალი უფრო დაბლაა დაწეული. თითოეული სათესლე ჯირკვლის ზედა ნაწილს უერთდება სათესლე ბაგირაკი, რომელიც სათესლის გარსების, სათესლის არტერიის, სათესლე ჯირკვლის ვენური წნულის ვენებისა და თესლგამომტანი სადინარისგან შედგება. სათესლე ჯირკვლების გვერდებზე ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია სათესლეების დანამატები, რომლებიც ჯირკვლების ქვედა ნაწილში თესლგამომტან სადინარებში გრძელდება. თავად ჯირკვალიც რამდენიმე გარსისგან შედგება, თუმცა მათი მიმოხილვა შორს წაგვიყვანს. აი, ასეთია მოკლედ სათესლე ჯირკვლების ანატომია. სათესლე ჯირკვლებისა და
მათი დანამატების დაავადებები თითოეული ან რამდენიმე ანატომიური სტრუქტურის პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაბამისად, სხვადასხვაგვარია მათი კლინიკური გამოვლინებაც, მაგრამ მათ მაინც აქვთ ერთი საერთო ნიშანი - ეს ტკივილი გახლავთ. გაგაცნობთ სათესლე ჯირკვლების რამდენიმე დაავადებას, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის წესებს.

ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლისა და სათესლე ბაგირაკის ვენების
შეკითხვა ექიმს
ვარიკოზული გაგანიერებაა. ის მამაკაცთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ხშირად არცთუ ისე სასიამოვნო შედეგი მოსდევს. ვარიკოცელე ვითარდება ორი მიზეზის გამო. პირველი სისხლძარღვის კედლის თანდაყოლილი სისუსტეა. ხშირად ვარიკოცელე ამ პრობლემისადმი გენეტიკური განწყობის შედეგი გახლავთ - ვარიკოცელეთი დაავადებულის სისხლით ნათესავს თითქმის ყოველთვის აღმოაჩნდება ხოლმე ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბრტყელტერფიანობა, გულის მანკი, ფიმოზი ან შემაერთებელი ქსოვილის სხვა უკმარისობა. ხშირად ეს დაავადებები ერთმანეთს თანხვდება. მეორე მიზეზი მცირე მენჯის ღრუში ან სათესლე პარკის ვენებში სისხლის წნევის მომატებაა. სინამდვილეში ეს უფრო წინასწარი განწყობის ფაქტორია და არა დაავადების მიზეზი, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება იმდენად მკვეთრად გამოხატული ანატომიური ცვლილებები, რომლებსაც ვენებში წნევის მომატება მოჰყვება, რომ ეს ფაქტორი ვარიკოცელეს მიზეზად იქცევა. სათესლე ჯირკვლის ვენა შეიძლება გაიღუნოს, სხვა სისხლძარღვებით გადაიკეტოს, ქსოვილთა ნაკეცებს შორის გაიაროს და სხვა. ეს ყველაფერი ვენის შევიწროებას და შედეგად მასში სისხლის წნევის მომატებას იწვევს. იშვიათად ვენაში სისხლის წნევის მომატება ზოგადი ფაქტორებით არის გამოწვეული - ქრონიკული შეკრულობით ან დიარეით, სიმძიმეების აწევით, მუცლის კუნთების დაჭიმვით და ასე შემდეგ. ამ ფაქტორებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ვარიკოცელეს განვითარებას, მაგრამ დაავადების მიზეზად ვერ იქცევა. ყველაზე ხშირად ვარიკოცელე სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვითარდება. ის სწრაფად აღწევს გარკვეულ ხარისხს და აღარ პროგრესირებს. ვარიკოცელე თითქმის ყოველთვის მარცხენამხრივია. იშვიათია ორმხრივი ვარიკოცელე, კიდევ უფრო იშვიათი - მარჯვენა სათესლე ჯირკვლისა. ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლის ფუნქციაზე ახდენს გავლენას. ეს ორგვარად შეიძლება გამოვლინდეს - ან ტკივილითა და უსიამოვნო შეგრძნებებით, ან უნაყოფობით. ტკივილს ან უსიამოვნო შეგრძნებებს ყველაზე ხშირად აქვთ დაქაჩვის, ზეწოლის ხასიათი. ხშირად პაციენტები ამ მდგომარეობას აღწერენ როგორც სათესლე პარკში სიმძიმის შეგრძნებას. ჩვეულებრივ, ეს შეგრძნებები მუდმივი არ არის, მაგრამ ვლინდება ფიზიკური დატვირთვის, სქესობრივი აქტის, სითბური პროცედურების ან ხანგრძლივი უმოძრაობის დროს. მარცხენამხრივი ვარიკოცელეს დროს არ არის აუცილებელი, ტკივილი მარცხნივ იყოს ლოკალიზებული - ხშირად პაციენტებს უჭირთ გარკვევა, რომელ ნახევარშია ეს შეგრძნება უფრო მკვეთრად გამოხატული, არცთუ იშვიათად კი ტკივილი მარჯვნივ ლოკალიზდება. ყველაზე ხშირად ვარიკოცელე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და საერთოდ არ აწუხებს ადამიანს. მრავალი მამაკაცი ვარიკოცელეთი მთელ ცხოვრებას ატარებს, შვილები ჰყავს და არაფერი იცის ამ დაავადების შესახებ. ხშირად ვარიკოცელეს სხვა მიზეზის გამო გასინჯვისას, შემთხვევით აღმოაჩენენ. ვარიკოცელეს აღმოჩენა ხდება სათესლე ჯირკვლის დათვალიერებით, ექოსკოპიური ან დოპლეროგრაფიული კვლევით. ორი უკანასკნელი აუცილებლად ორ მდგომარეობაში - წოლითსა და დგომითში - უნდა ჩატარდეს. თუ ასე არ გაკეთდა, გამოკვლევა ყოველგვარ აზრს კარგავს. მკითხველისთვის საინტერესო იქნება ისიც, რომ ვარიკოცელეს აღმოჩენის შეთხვევაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს სპერმომორფოგრამა. ვარიკოცელეს მხოლოდ ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ. თუ სადმე გაიგონებთ მისი უოპერაციოდ მკურნალობის შესახებ, არ დაიჯეროთ, ვარიკოცელეს ეფექტური მკურნალობა ოპერაციის გარეშე შეუძლებელია. ვარიკოცელე, როგორც ზემოთაც ვთქვით, ძირითადად ანატომიური ან გენეტიკური განწყობის გავლენით ვითარდება, ამიტომ მის პროფილაქტიკაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სქესობრივი მომწიფების პერიოდის დასრულების შემდეგ (19-20 წლის ასაკში) კარგი იქნება უროლოგთან კონსულტაციის გავლა და თუ ვარიკოცელეს არავითარი ნიშანი არ არსებობს, მაშინ ამაზე ნერვიულობა აღარ ღირს. თუ ვარიკოცელე აღმოგაჩნდათ, თავი უნდა არიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას და მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება. სათესლე ჯირკვლებში ტკივილის დროს შესაძლოა შვება მოგგვაროთ ცივმა საფენებმა სათესლე პარკის მიდამოში ან სისხლძარღვთა შემავიწროებელმა პრეპარატებმა. სისხლძარღვთა გამაფართოებლები და სითბო კი უკუნაჩვენებია. განურჩევლად მდგომარეობისა, აუცილებელია ვიზიტი ექიმთან და, შესაძლოა, ოპერაციის გაკეთება - ასე თავს დააღწევთ დაავადებას და მის ყოველგვარ გამოვლინებას, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო მშვიდსა და ხარისხიანს გახდის.



თარიღი : 04-01-2017
ვახო
მომენტალური ტკივილი დამეწყო მარცხენა სათესლე ჯირკვლის არეში რომ ვნახე შესიებული მაქვს გთხოვთ სასწრაფოდ მიპასუხოთ
თარიღი : 23-06-2016
123456
4 დღეა მტკივა სათესლე ჯირკვალი მარჯვენა, დისკომფორტს ვგრძნობ, ვარჯიში დავიწყე და მაგის ბრალი ხომ არ არის?
თარიღი : 27-06-2015
გიორგი პაპიძე
ვარ 16 წლის დარტყმის შედეგად ვიტკინე მარჯვენა სათესლე ჯირკვალი მეორე დღეა და გარეგანი დათვალიერებით არაფერი არ ეტყობა და პერიოდულად იცის რამოდენიმე წამით ტკივილის შეხსენება მეტი არაფერი და რამე საშიში ხო არ არის ?
თარიღი : 19-06-2015
მაინტერესებს მარცხენა სატესლე ჯირკვლის ამოგების შემტხვევაში ბავშვის კოლის ალბათობა რამდენია
თარიღი : 04-03-2015
ნნნ1997
გამარჯობა, ვარ 17 წლის. პერიოდულად მტკივა მარჯვენა სათესლე ჯირკვალი, მარცხენა ბევრად მსუბუქად და იშვიათად. რამდენიმე ხნის წინ ნახევარი დღის განმავლობაშიც კი მტკიოდა უწყვეტად. ტკივილი თითქოს მფეთქავია. იქნებ, დამეხმაროთ, მითხრათ, რა შეიძლება იყოს. ალბათ, ეს ნახევარი წლის ამბავია, პერიოდულად ხდება ხოლმე. არ დავკვირვებივარ, იქნებ გაციებას უკავშირდება?!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ნახეთ, როგორ ფუნქციონირებს საშარდე სისტემა
ამა წლის 4 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. ის შარდ-სასქესო სისტემის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა ექსპერტებმა და მეცნიერებმა აშშ-დან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. პროფესიონალებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, მეცნიერული მიღწევები, სიახლეები და მეთოდები გაუზიარეს.

მაღალი არტერიული წნევის ერექციულ დისფუნქციასთან კავშირის განხილვამდე მოკლედ შეგახსენებთ მამაკაცის სასქესო ასოს ანატომიას. როგორც მორფოლოგიური აგებულებით, ასევე ფუნქციური როლის მიხედვით, ასოს ძირითადი ნივთიერება შედგება ერთმანეთისაგან გამორჩეული ორი ნაწილისაგან - ასოს მღვიმოვანი სხეულისაგან, რომელიც მისი უმეტესი ნაწილია და შუაზე ორადაა გაყოფილი ღარით და ასოს კენტი ღრუბლისებრი სხეულისაგან. ასოს მღვიმოვან ნაწილს სხვაგვარად ერექციულ (ერეცტორ - გამმართველ) ნაწილსაც უწოდებენ, რადგან მასზეა დამოკიდებული ასოს ერეგირების ფუნქცია. მღვიმოვანი სხეული შედგება მრავლობითი წვრილი არტერიებისა და ვენებისაგან, გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისა და მღვიმოვანი ხარიხებისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან თავისუფალ სივრცეებს, ე.წ. მღვიმეებს გამოყოფს.

ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
გენიტალიების გაახალგაზრდავება მამაკაცთა შორის პოპულარულ პროცედურა ხდება. გაახალგაზრდავების ოპერაციები უკვე აღარავის აკვირვებს, მაგრამ
სპერმატოცელე მკვრივი, ფიბროზული გარსით შემოსაზღვრული, მრგვალი ფორმის, ზოგჯერ სპერმატოზოიდებისა და სპერმატოციტების მინარევიანი სითხის შემცველი, მოცულობითი წარმონაქმნია.

სპერმატოცელე შეიძლება საშიში პათოლოგიის ნიშანიც იყოს, ისეთის, როგორიცაა სათესლეს ან თესლის გამომტანი სადინარების სიმსივნე. ამიტომ სათესლე პარკისა და საზარდულის არხის მიდამოში ნებისმიერი წარმონაქმნი ექიმის კონტროლს საჭიროებს.

18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა